არქივი

გალაპაგოსის კუნძულები

54d3c1183530

გალაპაგოსის კუნძულები (ესპ. Islas Galápagos) – კუნძულთა არქიპელაგი წყნარ ოკეანეში

386060e7c10d

გალაპაგოსის კუნძულები (ესპ. Islas Galápagos) – კუნძულთა არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით, სანაპიროდან 965 კმ-ის დაშორებით. 1832 წლის 12 თებერვლიდან, კუნძულები ეკუთვნის ეკვადორს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ მათი ანექსია მოახდინა.

1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები აღმოაჩინა პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ. კუნძულები რუკაზე პირველად 1570 წელს გამოჩნდა, როცა ისინი მერკატორმა თავის ატლასზე მონიშნა. მას შემდეგ არაერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი “სახეობათა წარმოშობა”. სწორედ ჩარლზ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი. 1956 წელს, ექსპედიციამ ტურ ჰეირდალის მეთაურობით, დაამტკიცა, რომ მათ ვიზიტამდე ბევრად ადრე, ინდიელები კარგად იცნობდნენ კუნძულებს.

163c6f8aeb9f

გალაპაგოსის კუნძულები შედგება ხუთი დიდი კუნძულისა (ფერნანდინა, ისაბელა, სან კრისტობალი, სანტა კრუზი, სანტიაგო) და 14 საშუალო კუნძულისაგან, ასევე 42 ჯუჯა კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობია 8 000 კმ2

კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ვულკანურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს. უკანასკნელი ამოფრქვევა კუნძულ ისაბელაზე 2005 წელს დაფიქსირდა.

გალაპაგოსის კუნძულები მთელს მსოფლიოში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აქ არსებულ ფლორას და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით, სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ტურისტებს ასე ძალიან. მცენარეთა და ცხოველთა უამრავი სახეობა კუნძულისათვის ენდემურია. ალბათ გასაკვირიც არაა, რომ ეკვადორის მთავრობამ, გალაპაგოსი ეროვნულ პარკად გამოაცხადა. არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ “გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია”. აქ შეხვდებით სხვადასხვა სახის რეპტილიებს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გალაპაგოსის გიგანტური კუ, რომელიც ყველასათვის გალაპაგოსის კუნძულებთან ასოცირდება. სწორედ აქედან მომდინარეობს თვითონ კუნძულების საერთო სახელიც (insulae de los galopegos – ესპანურად კუების მიწა). ფართოდაა გავრცელებულია ხვლიკი იგუანა, დედამიწაზე ერთადერთ ცოცხალი არსებას, რომელსაც საკუთარი გულისცემის გაჩერება შეუძლია ნახევარი წუთის განმავლობაში.

728ab9816019

ტურისტულ ტურებში მთავრობის მიერ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ერთ ტურში არ შეიძლება შედიოდეს ოცზე მეტი ადამიანი. ასევე, გალაპაგოსის კუების გამრავლების პერიოდში, ტურისტების შესვლა კუნძულებზე საერთოდ აკრძალულია.

კუნძულებზე მოქმედებს ორი საშუალო ზომის აეროპორტი. ტურისტებს შორის ძალზე პოპულარულია კუნძულებს შორის გემით ან იახტით გადაადგილება. ზოგიერთ კუნძულთან, არსებობს წყალქვეშა პარკები, სადაც შესაძლებელია წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ უამრავ მცირე პარკსა თუ ტურისტულ ობიექტს, ჰქვია ჩარლზ დარვინის სახელი.

ყველაზე მთავარი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ კუნძულების მოსანახულებლად ყველაზე საუკეთესო პერიოდი, ე.წ. ცხელი სეზონი არის იანვრიდან აპრილამდე, როდესაც იქ ზაფხულია, რათა მთელი სრულყოფილებით შეიგრძნონ გალაპაგოსის სილამაზე.

1978 წელს გალაპაგოსის კუნძულები გახდა პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. 2007–2010 წწ იგი სიიდან წაშლის საფრთხის ქვეშ იდგა, თუმცა იუნესკოს 2010 წლის სესიაზე, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამოიღეს.

წყარო:ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button