არქივი

რა? სად? როდის?

1754a2b1560e

რა? სად? როდის? -ინტელექტუალური თამაშების,საინტერესო შეკითხვების კრებული…

1) 60-იან წლებში NASA-მ გადაწყვიტა სპეციალური კალმის გამოშვება, რომელიც იმუშავებდა ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, იმისათვის რომ ასტრონავტებმა შეძლონ თავიანთი დაკვირვებების ჩაწერა. 2 წლის ინტენსიური გამოკვლევების, ექსპერიმენტების და ცდების შემდეგ გამოშვებულ იქნა სულ 50 უნიკალური “ასტრონავტის კალამი”. ეს პროექტი NASA-ს დაუჯდა რამოდენიმე მილიონი დოლარი. ამავე დროს იგივე პრობლემა დადგა საბჭოთა კოსმონავტიკის წინაშეც. როგორ გადაწყვიტეს ეს პრობლემა საბჭოთა კავშირში ზედმეტი დანახარჯების გარეშე?

2)როგორც წესი, მამაკაცთა ეს დაახლოებით 25 გრამს იწონის, ხოლო ქალების — 15-ს. ეტიკეტის თანახმად მისი ხალხში გამოჩენა არ არის რეკომენდირებული, მაგრამ თუ მაინც დადგება მისი ხმარების აუცილებლობის საკითხი, იგი მაქსიმალურად შეუმჩნევლად და უხმაუროდ უნდა გამოიყენოთ. რაზეა საუბარი?

3)ერთი ანეკდოტის თანახმად, საპატენტო ბიუროში მიიტანეს გამოგონება, რომელიც კედელში გასვლის საშუალებას იძლეოდა. რა ერქვა ამ გამოგონებას?

4)რამოდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ერთი წლის მანძილზე მთელი მსოფლიოს მიერ დახარჯული ოქროს 7% მოხმარდება ელექტროსაქონელს; 4% იხარჯება მედლების, თასების და სხვა ჯილდოების დასამზადებლად; 20 პროცენტი მიდის მონეტებში; 66%-ით სამკაულებს ამზადებენ. რაში იხარჯება დარჩენილი 3% ოქრო?

5)ამ გამოგონების ავტორმა 1936 წელს იგი სულ ნახევარ საათში ააწყო. მან თავისი შემქმნელი არამარტო სიღარიბისაგან იხსნა, არამედ მას ასობით მილიონი დოლარი მოუტანა. დღეს კი იგი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ოთხბორბლიან მოწყობილობას წარმოადგენს ავტომობილის შემდეგ. დაასახელეთ ეს

6)ანეკდოტი: სამშობიარო. დაიბადა ბავშვი, მაგრამ ტირილის მაგივრად სიცილით კვდება. ყველა გაკვირვებულია, მას ვერავინ აწყნარებს. ბოლოს ექიმმა შენიშნა, რომ ბავშვს ხელი მომუშტული ჰქონდა და რაღაც ეჭირა. დიდი წვალების შემდეგ ხელი გაუხსნეს და იქ… რა ეჭირა ბავშვს ხელში?

8)ახლახან ამერიკაში გამოქვეყნდა “სტრესების სკალა”. მისი მიხედვით უნივერსიტეტში ჩასარიცხი გამოცდებისაგან მიღებული სტრესი მხოლოდ 26-ე ადგილზეა. რომელი, ყველა ჩვენთაგანის მიერ გადატანილი სტრესი დგას ამ სიაში პირველ ადგილზე?

9)ადამიანთა რომელი ჯგუფის ჩამოსვლას მიეძღვნა 1998 წლის ზაფხულში გაზეთ “იზვესტია”-ში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით “ქვათაცვენის მოლოდინში”?

10)არნოლდ შვარცენეგერს იგი გრძელი აქვს, მაიკლ ფოქსს — მოკლე, ჯოკონდას იგი საერთოდ არ აქვს, რომის პაპი კი დიდი ხანია მას არ იყენებს. რა არის ეს?

წყარო:http://moazrovne.net

p.s. გთხოვთ პასუხებს ნუ დააკოპირებთ საიტიდან,თქვენი პასუხები მაინტერესებს….

Paata Chikhladze | Create your badge
100000723197782.1791.1630197383

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button