არქივი

უძველესი ქართული სახელმწიფოები

f6s8f

ამ პოსტში მოგითხრობთ ძველი ქართველური ტომების მიერ შექმნილი სახელმწიფოების შესახებ

ქართველური სახელმწიფოები ასპარეზზე ძველი წელთაღრიცხვით მე-13 – მე-12 საუკუნეში გამოდიან: დიაოხი და კოლხა. 1112 წელს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I დალაშქრავს დიაოხს და დაატყვევებს მის მეფე სიენს, წაიყვანს ასურეთის დედაქალაქ აშურში, შემდეგ ტიგლათფილესერი გაათავისუფლებს სიენს.

ამის შემდეგ ასურეთის იმპერია სუსტდება და დიაოხი ძალების მოკრებას ახერხებს, მაგრამ ურარტუ ესხმის თავს ძველი წელთაღრიცხვით მე-9 საუკუნეში. ურარტუს მეფე მენუა დალაშქრავს დიაოხს, დაიმორჩილებს მის მეფე უტუფურს და დაანგრევს სატახტო ქალაქ სასილოს. ხელმეორედ მე-8 საუკუნეში ურარტუ ისევ ესხმის თავს დიაოხს, ეხლა უკვე მეფე არგიშთი I, რომელიც დაიპყრობს დიაოხს და გაანადგურებს მის ერთ ერთ ქალაქს – ზუას. ამ გაუთავებელი თავდასხმებით დიაოხი სუსტდება და საბოლოოდ კოლხა და ურარტუ ერთად გაანადგურებს დიაოხს და გაიყოფს მიწებს (დიაოხი მდებარებოდა შავი ზღვის და მდინარე ჭოროხის აუზში სამხრეთით ერზრუმამდე ჩრდილოეთით ჯავახეთამდე).

კოლხასა და ურარტუს ალიანსი დიდხანს არ გაგრძელდება. ურარტუს მეფე სარდურ მეორე ორგზის – 750-748 და 744-742 წლებში – დალაშქრავს კოლხას და დაანგრევს მის სატახტო ქალაქ ილდამუშს (კოლხა მდებარეობდა პიტიუნტიდან აბსარუსამდე და აღმოსავლეთით სარაპანისამდე).

კოლხას და ურარტუს ქიშპობა საბოლოოდ ურარტუს განადგურებით დამთავრდება. ურარტუს 590 წელს გაანადგურებენ მიდიელები.

უკვე V-VI საუკუნეში არსებობს კოლხეთის სამეფო, რომელიც ძლიერი სახელმწიფოა. მის სიძლიერზე მიგვანიშნებს:
1)კოლხეთში გადის უდიდესი სავაჭრო გზა
2)კოლხეთი ვერ დაიმორჩილა აქემენიანთა ირანმა, რომელიც იმ დროისთვის დიდი იმპერია იყო. კოლხა მხოლოდ ნებალყოფლობით აძლევდა აქემენიანთა ირანს 5 წელიწადში ერთხელ 100 ქალსა და 100 ვაჟს
3)იმ პერიოდში იწყება ბერძნული კოლონიზაციები. ბერძნები სახლდებიან ნაყოფიერ მიწებზე და იქ მყოფ ხალხს ხოცავენ და დამოუკიდებელ ქალაქ სახელმწიფოებს აგებენ, მაგრამ როცა კოლხეთში მოვლენ, მოექცევიან კოლხეთის მეფის და ხალხის გავლენის ქვეშ
4)კოლხეთს აქვს საკუთარი ფულის ერთეული – კოლხური თეთრი

qwcl4

ამ დროს კოლხას მართავდნენ აიეტის შთამომავლები, რომლებსაც ქვეყანა დაყოფილი ქონდათ სკეპტუხიებად (ადმინისტრაციულ ერთეულებად), რომლებსაც სათავეში ადგილობრივი წარჩინებული გვარის წარმომადგენელი ედგა.

კოლხაში იმ დროს ბერძნები დაარსებენ შემდეგ ქალაქებს: პიტიუნტი (ახლანდელი ბიჭვინთა), დიოსკურია (ახლანდერი სოხუმი), ტრიგლიტი (ახლანდელი გაგრა), გიენოსი (ახლანდელი ოჩამჩირე), ფაზისი (ახლანდელი ფოთი).

ასევე დიდი და განვითარებული ქალაქები იყო: კუტაია (ქუთაისი), სურიონი (ვანი), დაბლაგომი (სამტრედია), საირხე (საჩხერე).

ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოში დასახლდნენ სასპერები. მათ დიდი სახელმწიფო არ შეუქმნიათ, სათავეში მამასახლისები ედგათ.

სულ ეს იყო, რაც მინოდა მეთქვა : D

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button