არქივი

ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები დედამიწაზე… (3 ნაწილი)

c5e491244a9f

“ნადირობის სახეობებიდან ვერცერთი ვერ შეედრება ადამაინზე ნადირობას, მან ვინაც ინადირა შეიარაღებულ ადამიანებზე და გამოსცადა ეს გემო, მომავალში ყოველგვარ ინტერესს კარგავს, ნადირობის გარდა” – ერნესტ ჰემინგუეი. წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც  თავზარს სცემენ გარშემო მყოფებს და ითვლებიან ყველაზე სასტიკებად დედამიწაზე… 3 ნაწილი

1 ნაწილი
2 ნაწილი

ჯოზეფ კონი – უგანდელი, რომელიც სათავეში უდგას დაჯგუფებას “წინააღმდეგობის ჯარი ღმერთის სახელით”, სექტანტურ-ქრისტიანულ სამხდერო შენაერთს, რომელიც სულ სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის. ეს ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტია აფრიკის ისტორიაში.

a373fca1e85b

კონის მიმდევრებს სჯერათ, რომ ის ღმერთთან საუბრობს და თავს ღმერთის შვილებად თვლიან. მიუხედავად ამისა მათ სიმკაცრეს საზღვრები არ გააჩნია და შეუბრალებელი მკვლელების სახელით არიან ცნობილები.

ჯოზეფი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთისადმი სიყვარული ბავშვობდან უნდა ჩასახულიყო, ამიტომაც მისი მმართველობის დროს გატაცებულ იქნა 30 000-ზე მეტი ბავშვი. გატაცების შემდეგ მათ ტვინს მთლიანად უტრიალებდნენ, უტარებდნენ “ლექციებს”, რის შემდეგაც აძლევდნენ ავტომატს და თავიანთ სოფლებში უშვებდნენ. ერთგულების დასამტკიცებლად მათ თავიანთი ოჯახი უნდა დაეხვრიტათ. ჯოზეფის არმია სწორედ ასეთი მეომრებისგან შედგებოდა. ისინი სიციცხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ თავიანთი გენერლისთვის.

1da6051a60c9

სწორედ საბვშვო შენაერთები ებრძოდნენ სახელმწიფო ჯარს. ბრძოლის შემდეგ ჯილდოდ საყვარელი გენერლისგან ღებულობდნენ მის სიყვარლს, დასალევს, ნარკოტიკებსა და ქალებს.

2005 წელს გამოიცა ორდერი ჯოზეფ კონისა და მისი პატარა ჯარისკაცების დასაპატიმრებლად, რომელიც შედგებოდა 33 პუნქტისაგან. 12 – დანაშაული კაცობრიობის წინაშე, 21 – სამხედრო დანაშაული.

ჯოზეფ კონს დღესაც ეძებენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ…

*************************************************************************
*************************************************************************

ერიბერტო ლასკანო – მექსიკელი ნარკობარონი, სათავეში უდგას “ლოს-ზეტასს”. ვაჭრობენ იარაღით და იტაცებენ ადამიანებს. ლოს-ზეტასი შედგება დეზერტირებისაგან მექსიკის ელიტური არმიის GAFE-ს ყოფილი წევრებისა, კორუმპირებული სახელმწიფო წარმომადგენლებისაგან, გამყიდველი პოლიციელებისაგან და გვატემალის ყოფილი სამხედროებისაგან.

2cb2912fffca

ერიბერტო 17 წლიდან მექსუკურ არმიაში მსახურობდა. სულ მალე კი გადაიყვანეს  GAFE-ში (სპეცრაზმი).

90-იანი წლების ბოლოს, დიდი ფულის მეშვეობით, ერთ-ერთმა ნარკობარონმა გულფომ დაიქირავა  GAFE-ს რამოდენიმე თანამშრომელი კონკურენტის თავიდან მოსაშორებლად. სწორედ მათ შორის იყო ჩვენი გმირიც. ისინი ნამდვილი მკვლელები იყვნენ. სწორედ მათ ეწოდათ შემდეგში “ლოს-ზეტასი”. ეს შემთხვევა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ გულფომ შემდეგშიც გააგრძელა თანამშრომლობა მათთან და სულ მალე მონოპოლისტიც გახდა ბაზარზე. 2003 წელს “ლოს-ზეტასი” მარტო მკვლელობებით არ შემოიფარგლებოდა. მათ დაევალათ ვალების ამოღება, საქონლის ადგილამდე მიტანა და მისი უსაფრთხოება.

2010 წლის თებერვალში გულფომ “ლოს-ზეტასის” ლეიტანანტი მოკლა. პაუხად კი ერიბერტო ლასკანომ ომი გამოუცხადა. თავს დაესხა მას რეინოსში (შტატი ტამაულიპასი) და მთლიანად გაანადგურა მის მომხრეებთან ერთად.

აშშ-ში “ლოს-ზეტასი” ითვლება ყველაზე საშიშ კრიმინალურ დაჯგუფებად. ყოველწლიურად ისინი 100-ზე მეტ ამერიკის მოქალაქეს იტაცებენ, გამოსასყიდის სანაცვლოდ.

“ლოს-ზეტასის” მეომრები თავდან ბოლომდე ჯარისკაცები არიან. მათი დევიზია: “ცხოვრება ომია”. ამისათვის ისინი იყენებენ ისეთ იარაღს, რომელიც არცერთ კრიმინალურ დაჯგუფებას არ დაესიზმრება: ტანკებს, თვითმფრინავებს, რაკეტებს, საჰაერო ძალებს და სხვა უამრავი სახის ცეცხლსასროლ იარაღს… და ეს ყველაფერი არ არის, ამბობენ და ადასტურებენ კიდეც, რომ მათ რიგებში ირიცხება რამოდენიმე ატომური წყალქვეშა ნავი.

ლასკანო დასახელებულია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პიროვნებად მსოფლიოში. აშშ 5 მილიონ დოლარს იძლება მის სანაცვლოდ, ხოლო ნებისმიერ ინფორმაციაზე 2 მილიონ დოლარს.

გაგრძელება იქნება…

*********************************************************************
*********************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button