არქივი

ის, რაც აქამდე არ იცოდით

aa9f7ac73ff0
და თქვენ გაინტერესებთ…

* სიტყვა – “პედაგოგი” ძველი ბერძნულიდან მოდის. ასე ერქვა მონას, რომელსაც ბავშვის სკოლაში წაყვანა და წამოყვანა ევალებოდა. პედაგოგად ძირითადად იმ მონებს ირჩევდნენ, რომლებიც ერთგულებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ სხვა სამუშაოს შესრულება არ შეეძლოთ.

* დედამიწა ერთადერთი პლანეტაა რომელსაც ღმერთის სახელი არ ჰქვია. მაგალითად მარსი, რომაულ მითოლოგიაში ომის ღმერთია, ვენერა სიყვარულის და ა.შ.

* 1970 წელს სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტში, სამსახურში აიყვანეს სივ გუსტავსონი, რომელიც სხვადასხა ჯიშის ძაღლის “ენაზე” ყეფდა. ყოველ დილით მერიის რამდენიმე თანამშრომლებთან ერთად სივი ქალაქის ქუჩებში დადიოდა და ყეფდა. ( :lol: ) მის ხმას ძაღლები პასუხობდნენ. სხვა თანამშრომლები კი ადგენდნენ, საიდან ისმოდა ძაღლის ხმა და შესაბამისად ჯარიმდებოდნენ ის ოჯახები, რომლებიც ძაღლის შენახვაზე ბეგარას არ იხდიდნენ.

* რუსი არისტოკრატები და იმპერატორის ოჯახის წევრები უკანონო შვილებს გვარის ნაწილებს აძლევდნენ. მაგალითად, ტრუბეცკოის შთამომავლები ბეცკოით იწერებოდნენ. გოლიცინები კი მხოლოდ ლიცინს ან გოს მიიღებდა. შესაძლებელი იყო ასევე გვარის მარცვლების გადაადგილებაც. ასე ლუჩარსკის გვარი ჩარნალუსკისგან წარმოიშვა.

* ერთ-ერთმა გამომცემელმა გაზეთში ალექსანდრე დიუმას რომანის “სამი მუშკეტერის” დაბეჭვდვა გადაწყვიტა. მწერალს ჰონორარს აბზაცების მიხედვით უხდიდნენ. ამიტომ დიუმამ ახალი პერსონაჟი, ათოსის მსახური გრიმო მოიგონა, რომელიც ბატონის კიტხვებზე მხოლოდ “კის” და “არას” პასუხობდა. მოგვიანებით, გაზეთში წიგნის გაგრძელება დაიბეჭდა სახელად “ოცი წლის შემდეგ” . ამ დროს მწერალს ჰონორარს სიტყვების რაოდენობის მიხედვით უხდიდნენ, და გრიმოც უფრო მრავლისმეტყველი გახდა.

იმედია მოგეწონათ.
BY ბერო

aef22ee2c459

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button