მისტიკასაკითხავიუცნაური

ორ სამყაროს შორის

ჩვენს სამყაროში სულები უჩვეულო მოვლენა აღარ არის. ოდითგანვე სხვადასხვა რელიგიების მიმდევარ ხალხს სჯეროდათ სულების არსებობის და ასევე იმის, რომ ისინი ჩვენს სამყაროშიც რჩებოდნენ. შესაბამისად არსებობდა უამრავი ლეგენდა იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ სულები ჩვენს სამყაროში. ყველაზე გავრცელებული მათგანი გამოთქვამდა იმ მოსაზრებას, რომ ხალხი, რომელიც არ მოკვდა ბუნებრი სიკვდილით, და იგი მოკლეს, აწამეს ან თავი მოიკლა, მათი სულები ჩვენს სამყაროში რჩებოდა შურის საძიებლად და არ ასვენებდა ხალხს. ასევე არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ გარდაცვლილების სულებთან მოდიოდნენ სულების მკვლელები (Soul Rippers), ხოლო მას შემდეგ, რაც სული დათანხმდებოდა, რომ იგი აპირებდა მის გაყოლას, მას წაიყვანდა თავისთან ერთად. იმ სულებს კი, რომლებიც უარს იტყოდნენ, დროთა განმავლობაში აწუხებდა შიმშილის გრძნობა ანუ მათ სწყურდათ ხალხის მოკვლა და ამიტომ იძულებულები იყვნენ ეს გაეკეთებინათ.

თუ გადავწყვეტთ, რომ დავადგინოთ ეს სულები ნამდვილად არსებობენ, თუ უბრალოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი გახლავთ, ამის დადგენა სულებით სავსე ქვეყნიდან – ინგლისიდან უნდა დავიწყოთ. ინგლისი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სულებით მოცულ ქვეყანად, რადგან მის ტერიტორიებზე უნახავთ უამრავი სული დაწყებული უთაო მხედარიდან, დამთავრებული სასაფლაოს სულებით. ძებნა რა თქმა უნდა უნდა დავიწყოთ ისეთი ადგილებით, სადაც ხალხს მინიმუმ უგრძვნია სულების არსებობა, ჩვეულებისამებრ ასეთ ადგილებს დაწყევლილს უწოდებენ, სწორედ იმიტომ, რომ მათი აზრით ამ ადგილას ერთ-ერთი სული ცხოვრობს. ასეთი ადგილია ინგლისში ჰემპტონ კორტ პალასი. ხალხი, რომელიც მის დასათვარიელებლად მოდის, პირველ რიგშ კითხულობს, თუ რა ადგილებია ყველაზე საშიში, ამ ადგილებს კი იმის მიხედვით განსაზღვავენ, თუ რა სიხშირით დაფიქსირებულა ამ ადგილებში სულის არსებობა. ეს სასახლე დაწყევლილად იმიტომ ითვლება, რომ მისი მფლობელის ჰენრი მერვეს მეხუთე მეუღლე აქ დაამწყვდიეს და შემდეგ მოკლეს, სწორედ ამიტომ თვლიან რომ 400 წლის შემდეგაც მისი მეუღლის სული აქ დაეხეტება და შურის ძიებას ცდილობს, რაც აისახება იმაზე, რომ ხშირია შეშინებული დამთვარიელებლების რაოდენობა. რიჩარდ ვაისმენმა, რომელიც შეისწავლის პარანორმალურ მოვლენებს, გადაწყვითა ჩაეტარებინა კვლევა იმ სულებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ სასახლეში ცხოვრობდნენ. მან სთხოვა ტურისტებს ჩამოეთვალათ ის ადგილები, სადაც რაიმე უჩვეულო იგრნეს. ტურისტების 50 პროცენტმა თქვა, რომ ჰქონდა უჩვეულო შეგრძნება, ან იგრძნო უცნაური სიცივე. ამათგან 25-მა პროცენტმა კი თქვა, რომ იგრძნო მასთან ერთად სხვა პირის ყოფნა და მათ სულები უწოდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ იმ ადგილებში, რომლებშიც დაფიქსირდა ყველაზე მეტად სულების ყოფნა, აღმოაჩინეს სეისმური ზონები, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენდა ადამიანის გონებაზე. სწორედ ასეთი პირობები შეუქმნეს, მოხალისეებს კანადაში სპეციალური ტექნოლოგიებით და ამ გავლენი გამო მათ უცნაური შეგრძნებები დაეუფლათ, ანუ შესაძლებელია, რომ სულები მართლა კი არ გვეკონტაქტებიან, არამედ ისინი ჩვენი ფანტაზიის ნაწილნი არიან.

ასევე აუცილებელია დავათვალიეროთ ინგლისის ერთ-ერთი უძველესი სახლი – Ramp Inn. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაწყევლილ სახლად, რადგან აქ არაერთი მოჩვენება ბუდობს. მისი მფლობელი ჯონ ჰამფრი ამბობს, რომ ძლიერ შეეშინდა, როდესაც დაინახა, თუ როგორ აწია ზევით მისი შვილი უცნაურმა ძალამ. ამის შემდეგ მან გაარკვია, რომ ეს სახლი აშენებული იყო სასაფლაოს ნარჩენებზე, სწორედ ამით აიხსნება სულების ჭარბი რაოდენობა. სახლი დღესაც მის მფლობელობაშია და ჯონს ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სული, რასაც იგი შეეჩვია და არ აპირებს მიმართოს რაიმე ზომებს, რათა ისინი განდევნოს.

ამის შემდეგ დავფიქრდებით, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ დაემართება არა ჩვეულებრივ ადამიანს, არამედ მეცნიერ და თან სკეპტიკოსს, დაუჯერებს თუ არა იგი საკუთარ თვალებს. ვიკი ტენდი არის მეცნიერი, რომელსაც მსგავსი რამ შეემთხვა. იგი ყვება, რომ საკუთარ კაბინეტში შეამჩნია ნაცრისფერი უჩვეულო ფორმის რამ, რომელიც ნელნელა იცვლებოდა. ამის შემდეგ კარდად დააკვირდა ამ ნაცრისფერ ფორმას, რამაც მისი გაუჩინარება გამოიწვია. მეორე დღეს იგივე განმეორდა, რასაც დაემატა ოთახში მყოფი საგნების ვიბრაცია. მეცნიერმა გადაწყვიტა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა.მან აღმოაჩინა დერეფანში დამონტაღებული ვინტილატორი, რომელიც გამოსცემდა მაღალი ვიბრაციის მქონე ხმებს, რომელიც ცუდად რეაგირებს ადამიანის ორგანიზმზე და შეუძლია გამოიწვიოს გარკვეულ შემთხვევებში ადამიანის ორგანოების ვიბრაციაც კი. ასევე იწვევს მხედველობის დაბინდვასაც, სწორედ ამით ახნსა მეცნიერმა ის რაც მას დაემართა. შესაბამისად ჩაატარეს ასეთი ცდა: შეკრიბეს აუდიტორია, რომელთაც ჩაურთეს სხვადასხვა მელოდიები, მაღალი ვიბრაციის ბგერების მქონე. აუდიტორიის რეაქცია კი ამ ყველაფერზე იყო შიში, სწორედ ისეთი, როგორიც ადამიანს ეუფლება, როდესაც იგი სულის ახლო ყოფნას გრძნობს. შესაძლებელია თუ არა ყველა მოჩვენება მსგავს ფაქტორს დავუკავშიროთ, რადგან არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები ხედავენ თუ როგორ დაფრინავს ესა თუ ის ნივთი ჰაერში, ამის ახსნა ასე მარტივად ხომ შეუძლებელია. ამას კი მივყავართ პოლტერგეისტის ფენომენთან. პოლტერგეისტი არის სული, რომელიც ცდილობს ადამიანთან დაამყაროს კონტაქტი, ამის გამო იგი გამოსცემს უჩვეულო ხმებს და ამოძრავებს საგნებს. ერთ-ერთ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1977 წელს ჩრდილოეთ ლონდონის ერთ ჩვეულებრივ სახლში. აქ ცხოვრობდა მარტოხელა დედა საკუთარ 4 შვილთან ერთად. მათ მოიწვიეს ამ დარგის ექსპერტი მარკო გროსი, რომელმაც დაადასტურა ამ სახლში პოლტერგეისტის არსებობა. იგი ამბობს, რომ წყალი ჩამოდიოდა ჭერიდან, როდესაც ჭერში არავითარი ნახვრეტი არ იყო, ღამღამობით სამზარეულოში ნივთები სწორ ხაზში ლაგდებოდნენ სამზარეულოს იატაკზე და დიდი ზომის ავეჯი ძირს ეცემოდა. ასევე პოლტერგეისტს დიდი გავლენა ჰქონდა ერთ-ერთ შვილზე – 11 წლის ჯანეტზე. მას ძლიერ იპყრობდა სული. ერთ შემთხვევაში, მან საკუთარი მომვლელი ქალი, რომელიც ჭარბწონიანი გახლდათ აწია და საწოლიდან გადმოაგდო. გასაკვირია, რომ ეს პატარა 11 წლის ბავშვმა შეძლო. ორი წლის შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა, ანუ ამ სულმა იქაურობა დატოვა. თუ მოვისმენთ მეცნიერების მოსაზრებას ამ ფენომენთან დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ ათასგვარი მიზეზები არსებობს ამის ასახსნელად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ადამიანის გონება ხშირად ცრუ ჩვენებას გვაძლევა, მაგალითად ჩვენ შეიძლება გადაგვავიწყდა თუ როგორ გადავადგილეთ ესა თუ ის ნივთი. ასევე ცნობილია, რომ მცირე ასაკში ბავშვებს უყვართ ყურადღეის მიქცევა და ისინი ამოძრავებდნენ ან ისროდნენ ამ ნივთებს, შემდეგში კი გაოცებული უფროსები მათ მხარს უბავდნენ და ამბობდნენ, რომ ეს პოლტერგეისტის ნამოქმედარი იყო. ამ ფაქტების გამოსარიცხად კი საჭიროა კარგი ვიდეო მასალა, რომელიც აღბეჭდავს მფრინავ ნივთებს, რომლებზეც არ ხორციელდება არავითარი ზემოქმედება ადამიანის მიერ. ასეთი კადრები კი შეიძლება ითქვას საერთოდ არ გვაქვს.

ასევე პოლტერგეისტის უცნაურ ფენომენთან გვაქვს საქმე გერმანიის ქალაქ როზენჰაიმში. ერთ პერიოდში ქალაქს უცნაურობების დიდი ნაკადი დაატყდა თავს. ხშირად იყო შემთხვევები დიდი ელექტრო ძაბვისა, ისეთი ძლიერის, რომ ერთხელ საბეჭდმა მანქანამ, რომელიც ელექტრო ძაბვას განსაზღვრავდა ისეთი ძლიერი ძაბვა აღწერა, რომ ფურცელი რომელზეც ეს ყველაფერი იწერებოდა გაიხა. აქ მომუშავეებს ეგონათ, რომ ეს ყველაფერი აპარატის გაუმართაობის ბრალი იყო და ამიტომ მოახდინეს მისი შეცვლა, მაგრამ ამით შედეგები არ შეიცვალა და იგივე დარჩა. ასევე უჩვეულო იყო დიდი რაოდენობით ზარები ერთი და იგივე დროს, რომლებზეც ხალხი ამბობს, რომ ეს ზარები მათ არ განუხორციელებიათ. აქაც იგივე ხერხს მიმართეს, შეამოწმეს გააყვანილობები და შეცვალეს აპარატურა, მაგრამ შედეგი, როგორც პირველ შემთხვევაში აქაც უცვლელი იყო. ასევე უცნაური იყო ის, რომ როდესაც ადამიანები ჭაღის ქვეშ გაივლიდნენ იგი ქანაობას იწყებდა. ამას მოყვა მედიის დიდი გამოხმაურება და ასევე გადაიღეს ფილმი ამ უცნაურობების შესახებ. ასევე არსებობს ვიდეო მასალა, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ დაიწყო უცნაური მოძრაობა სურათმა. ეს ფენომენი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულად, რადგან მოვლენების უმეტესობა არის აღბეჭდილი სხვადასხვაგვარად. მიუხედავად ამისა დღემდე არ არის დადგენილი თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. შოტლანდიაში – ედინბურგში, არის ესეთი ადგილი რომელსაც ქვია საუთბრიჯ ვოლტსი. ამ ადგილას რიჩარდ ვაისმენმა ჩაატარა გამოკვლევა. ადამიანების ჯგუფს დაავალა 10 წუთის განმავლობაში ევლოთ მიწის ქვეშ მყოფ გამოქვაბულში და მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მათ სურდათ, უბრალოდ მათ უნდა ჩაეწერათ ყველა ის უცნაური რამ, რაც მათ გადახდებოდათ. ადამიანთა უმრავლესობამ დააფიქსირა უცნაური შემთხვევა. ერთ-ერთმა მათგანმა გაიგონა, თუ როგორ უჩურჩულა მას ყურში ვიღაცამ საკუთარი სახელი, ხოლო ირგვლივ რომ მიმოიხედა მან ვერავინ დაინახა. ასევე ხშირი იყო ხალხი, რომელსაც ეგონათ, რომ მეცნიერებმა შექმნეს ვიზუალური ეფექტები მათ გასასულელებლად. ერთი მოხალისე ვაისმენთან მივიდა და უთხრა რომ ძალიან მოეწონა ეფექტი, როდესაც მას წინ ადამიანმა ჩაუარა და შემდეგ გაუჩინარდა, ხოლო მას შემდეგ რაც მან გაიგო, რომ ეს ყველაფერი ეფექტი არ იყო ძლიერ გაკვირვებული დარჩა. ამ შემთხვევაში გამოქვაბულში არ იყო არავითარი სეისმური ზონა და ბგერითი ვიბრაცია. მეცნიერების თვალსაზრისით დიდი შიშის ფაქტორი იყო სიბნელე და სწორედ ამ შიშმა გამოიწვია ეს მოჩვენებები. ზუსტად ამის გამოსაკვლევად ჰოლანდიაში შეიქმნა ვირტუალური ანალოგი საუთბრიჯ ვოლტსის გამოქვაბულის, სპეციალური ტექნოლოგიებით ხალხი გადაადგილდებოდა და ათვარიელებდა ამ ადგილებს ვირტუალურად და მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ადამიანი არ იმყოფებოდა ზუსტად იმ ადგილას, მაინც გრძნობდა მოჩვენებების და სულების ახლოს ყოფნას. კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ვაისმენმა ჩაატარა ძალიან გასაოცარია იყო. მან სკეპტიკოსი მანდილოსანი შეიყვანა ამ გამოქვაბულში და სთხოვა მას დიდი ხანი დარჩენილიყო, ამ ყველაფერს კი იგი ინფრაწითელი კამერით იღებდა. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ გოგონამ თქვა, რომ ესმოდა უცნაური სუნთქვის ხმა, თითქოს მასთან ერთად ვიღაც იყო. ეს ყველაფერი კი მეცნიერებმა ფსიქოლოგიურ ფაქტორს დააბრალე, რომ იგი უნებლიედ წარმოიდგენდა უცხო პირის არსებობას მასთან ერთად, რაც იწვევდა ამ ყველაფრის რეალობისგან განცალკევების გაძნელებას.

ადამიანი ხედავს იმას, რაც უნდა, რომ დაინახოს. ამის მაგალითია პირველი მსოფლიო ომი. Angels of Mons არის ლეგენდა ანგელოზებზე, რომლებიც ომის დროს ეხმარებოდნენ ბრიტანეთის არმიას. ასობით და ათასობით ჯარისკაცი ამბობს რომ მან თვალით ნახა ეს ანგელოზები, მაგრამ სინამდვილეში ეს ლეგენდა ერთ-ერთ ჟურნალისტს ეკუთვნის, რომელმაც ზუსტად ამ თემაზე ომამდე რამდენიმე დღით ადრა დაწერა სტატია. მიუხედავად ამის ცოდნისა ჯარისკაცები იფიცებოდნენ, რომ ისინი ხედავდნენ დამხმარე ანგელოზებს, ანუ იმას, რაც სურდათ, რომ დაენახათ.

სეისმური ზონები, მაღალი ვიბრაციის მქონე ბგერები, სიბნელისა და ადამიანის ფანტაზიის შესაძლებლობები ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მეცნიერება ნელნელა ეწევა სულებზე შექმნილ მითებს, მაგრამ მეცნიერული განმარტებები ვერ შეცვლის იმას, რაც სურთ ადამიანებს, რომ სიმართლე იყოს.

მიუხედავად ამისა არსებობს ექსტრაორდინალური ფენომენები. ამის ერთერთი მაგალითია ესპანური სოფელი ბელმესი. სახლში, რომელშიც მარია გომესი ცხოვრობდა, უცნაური ამბები ხდებოდა. მარია ყვება, რომ მან სამზარეულოს იატაკზე შეამჩნია სახე, რომელიც მალევე გაქრა. ეს ყველაფერი მან იმას დააბრალა, რომ იგი ავად იყო და სიცხე ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ეს ფაქტი განმეორდა და სახე დიდი ხნით დარჩა იატაკზე. მარია ამბობს, რომ მას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ეს სახე თვალს აყოლებდა. ამ ამბის პრესით გავრცელების შემდეგ უამრავი ქვეყნის მეცნიერებმა მოიყარეს თავი. მათ აღმოაჩინეს, რომ სახლი სასაფლაოზე იყო აშენებული და იმ ადგილის ქვეშ სადაც სახე გამოისახა ადამიანი იყო დამარხული. მეცნიერებმა იატაკი შეცვალეს და ახლა უკვე ახალმა სახეებმა დაიწყეს გამოჩენა. ბევრი მათგანი კარგად იყო გამოკვეთილი, მიუხედავად ამისა მეცნიერებმა ვერავითარი საღებავის კვალი ვერ იპოვეს. 2004 წელს მარიამ გარდაცვალების წინ თქვა, რომ მას სურდა ეს სახეები თან წაყოლოდა იქ სადაც სიკვდილის შემდეგ მოხვდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი უფრო დიდი საოცრება მოხდა. ყველა სახე ამ სახლიდან გაქრა და იმ სახლში გაჩნდა, სადაც მარია დაიბადა. ამ ფენომენის ახსნა მეცნიერებმა ვერ შეძლეს და დღესაც იგი ამოუხსნელი რჩება ჩვენთვის.

ანუ თუ პოლტერგეისტი, მოჩვენებები და სულები ჩვენს სამყაროში ნამდვილად არსებობენ, ჩვენი შეხედულება სამყაროს მიმართ აბსოლიტურად შეიცვლება და ის ასობით წლების მეცნიერული სამუშაოები დროის ფუჭი კარგვა იქნება, ამიტომ სანამ ამ ყველაფერს სიმართლედ ჩავთვლით საჭიროა გვქონდეს ძლიერი და ზუსტი დამამტკიცებელი საბუთები.

Tornike Chikhladze | შექმენი შენი ემბლემა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close