არქივი

ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები დედამიწაზე… (2 ნაწილი)

c5e491244a9f

“ნადირობის სახეობებიდან ვერცერთი ვერ შეედრება ადამაინზე ნადირობას, მან ვინაც ინადირა შეიარაღებულ ადამიანებზე და გამოსცადა ეს გემო, მომავალში ყოველგვარ ინტერესს კარგავს, ნადირობის გარდა” – ერნესტ ჰემინგუეი. წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც  თავზარს სცემენ გარშემო მყოფებს და ითვლებიან ყველაზე სასტიკებად დედამიწაზე… 2 ნაწილი

1 ნაწილი

3712637e3706

სემიონ იუდკოვიჩ მაგილევიჩი (იგივე: სერგეი იურევიჩ შნაიდერი, დონ სიმენონი, პალაგნიუკი, სუვოროვი) დაიბადა 1946 წელს, კიევში (უკრაინა). ერთ-ერთი ყევლაზე მსხვილი მეწარმე და ამავე დროზე ძალზედ საშიში ადამიანი, რომელიც გახლავთ უკრაინის, რუსეთის, უნგრეთის და ისრაელის მოქალაქე. ძებნაშია ოთხ სახელმწიფოში. საპატიო ადგილს იკავებს FBI-ის ძებნილთა ათეულში. აშშ-სა და ევრო საბჭოს ქვეყნებში მას თვლიან რუსული მაფიის წარმომადგენლად.

68cc1e9672f5

ამ ადამიანს კრიმინალური სამყაროს გენიოსს უწოდებენ. ამერიკაში ის უფრო ცნობილია ზედმეტსახელით “ჭკვიანი დონი” (The Brainy Don). 70-80 წლებში მაგილევიჩმა მილიონები იშოვა, ყიდულობდა რა ოქროს ებრაელებისაგან, რომლებიც ემიგრაციაში მიემგზავრებოდნენ. ამისათვის ის დაიჭირეს კიდეც 1975 წელს.

დღეს ეს ადამიანი ფლობს უდიდეს კრიმინალურ კლანს, რომელმაც მოიცვა ბევრი განვითარებული ქვეყანა. ძირითადი საქმიანობაა: პროსტიტუცია, ნარკოტიკი, იარაღი, რეკეტი, ფულის გათეთრება და ინტერნეტ ბიზნესიც კი.

15c4474f678d

1994 წელს მაგილევიჩის კლანმა შთანთქა “ინკომბანკი” (ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო ბანკი რუსეთში), რომელიც გაკოტრდა კიდეც, რადგანაც კრიმინალური ფულის გათეთრება სწორედ აქ ხდებოდა. 1996 წელს კი სემიონმა თითქმის მთლიანად შეისყიდა რუსეთის სამხედრო ქარხნები.

2004 წლის 24 იანვარს მაგილევიჩი მოსკოვში დააპატიმრეს. ბრალდება თითქმის სასაცილო იყო – გადასახადების დამალვა. 24 ივლისს 2009 წლისა ის გაანთავისუფლეს. თუმც ქალაქიდან გასვლა აუკრძალეს.

ინფორმაციისთვის, რომელსაც მოჰყვება მაგილევიჩის დაპატიმრება სახელმწიფო 100 000$ იხდის დღესაც.

ba91a4039b2d

***************************************************************************************

მატეო მესინა დენარო ან დიაბოლიკი (გამოგონილი გმირი-პერსონაჟი,როგორც ფანტომასი ან რობინ ჰუდი) – სიცილიელი მაფიოზი, აღიარებულია ყველაზე საშიშ პიროვნებად იტალიაში.

f6c0e4a43193

2006 წელს ბოსების ბოსი სიცილიური მაფიისა ბერნარდო პროვენზანო, ზედმეტსახელად “ტრაქტორი” დააპატიმრეს. ეს მოხდა იმ დღეს, როდესაც არჩეული იქნა იტალიის პრემიერმინისტრი პომანო პროდი. პროვენზანოს საქმიანობის გამგრძელებლად დასახელებულ იქნა ისეთი ცნობილი განგსტერები, როგორებიცაა სალვატორე ლო პიკოლო, დომენიკო რაკუგლია და მატეო მესინა დენარო. თუმც 2007 წელს სალვატორე ლო პიკოლოც დააპატიმრეს, ხოლო 2 წლის შემდეგ ასევე დააკავეს რიკუგლიაც. ასე და ამგვარად მატეო მესინა დენარო გახდა “ნათლიმამა” მთლიანად სიცილიური მაფიისა.

cbe5cf817509

დენარო ცნობილი პლეიბოი და მექალთანეა. 90-იან წლებში, როდესაც იტალიის ეკონომიკა დიდ კრიზისში იყო და მოსახლეობა შიმშილით იხოცებოდა, მატეო თამამად დასეირნობდა ქუჩებში პორშეთი, არმანისა და ვერსაჩის ტანისამოსში. თუმც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არ დააფასო ეს მოდას აყოლილი ადამიანი, მომხიბვლელი ღიმილით. დენარო უგულო მკვლელი იყო, რომელიც ანადგურებდა ნებისმიერს, ვინც კი გზაზე გადაეღობებოდა, ან თუნდაც სახეზე არ მოეწონებოდა.

თავისი კარიერის დასაწყისში მატეო მესინა დენარო დაქირავებული მკვლელი იყო და მისი ხელიდან დაახლოებით 50 ადამიანი იქნა მოკლული. რითაც მატეო ტრაბახობდა ყოველთვის; “მე ჩემივე ხელით მაქვს გავსებული ერთი სასაფლაო”. უდიდესი აღიარება კი მოიპოვა, როდესაც შიშველი ხელებით მოკლა მისი კონკურენტი ვინჩენცო მილაცო და მისი მეგობარი, სამი თვის ფეხმძიმე გოგონა.

2002 წლის მაისში დენაროს ბრალდება წაუყენეს, როგორც ორგანიზატორს აფეთქებებისა მილანში, რომსა და ფლორენციაში. რომლის დროსაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90 კი მძიმედ დაშავდა.

2010 წელს სამართალდამცავების მიერ ჩატარდა ზალზედ დიდი ოპერაცია, სახელწოდებით “გოლემ-3”, რომლის მიზანიც იყო დაეკავებინათ 48 წლის მატეო მესინა დენარო. ოპერაციის შედეგად დააკავეს “ნათლიმამას” 19 ერთგული თანაშემწე, რომელთა შორისაც აღმოჩნდა მისი ძმა სალვატორე.

50a125fa817e

თავად მატეო მესინა დენაროს ძებნა გრძელდება დღესაც, მაგრამ უშედეგოდ…

გაგრძელება იქნება…

***********************************************************************************
***********************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button