საკითხავისასარგებლოუცნაური

უცხო ცივილიზაციის კვალი დედამიწაზე

42e8d8938c05

უცნაური ფაქტები რომელიც დააფიქრებს ადამიანს იყო თუ არა დედამიწაზე ცივილიზაცია, რომელიც დღევანდელი ცივილიზაციის ფარგლებსს სცილდება…….. :)

წარწერებიანი ტაძარი
7e8d46da384e

წარწერებიანი ტაძარი მაიას კულტურას მიეკუთვნება, რომელიც სავარაუდოდ 690 წელს კინიჩ კან ბალამ მეორემ ააშენა. ტაძარში, ნაპოვნი და გაშიფრულია 187 000, 370 000 და 1 247 653 წლიანი ასტრონიმიული გამოთვლები, რომლებიც, როგორც მოგვიანებით შეიტყობთ მაიას კალენდარული სისტემის საწყის პუნქტს ათასობით წლით სცილდება.
პარიზში დაბადებულმა მექსიკელმა არქეოლოგმა დოქტორ ალბერტო რუს ლულიერმა, 1952 წლის 15 ივლისს, საიდუმლო ჩასასვლელი აღმოაჩინა, რომელმაც მეცნიერი ბარელიეფებით შემკულ ოთახამდე მიიყვანა სადაც მესოამერიკულ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ოთახში, სავარაუდოდ, მოთავსებული იყო კ´ინიჩ კან ბალამის მამის პაკალის 20 ტონიანი სარკოფაგი.სენსაციური კი ის 5 ტონა სიმძიმის ქვა იყო, რომელიც საკროფაგს ეფარა. დააკვირდით სურათს!

სარკოფაგის თავსაფარი. ორიგინალი.

ddaeb6c5be70

მეორე და მესამე სურათი ზუსტი გრაფიკული ასლია, რომელიც ქვის შესახებ გაცილებით მეტ წარმოდგენას შეგიქმნით. ალბათ შეამჩნიეთ რომ მეტად რთულია გრავიურაზე დავინახოთ და წარმოვიდგინოთ ინდიელი ბელადი, რომელიც ერთ დროს პალენკეს მართავდა. აშკარაა, რომ ჩვენს წინ არის უცნობი არსება, რომელიც გაურკვეველ ტექნიკურ ხელსაწყოს მართავს. :)

სარკოფაგის თავსაფარის გრაფიკული კოპია მეტი წარმოდგენისათვის

aed1a02fb687

29bdc3c86f57

სარკოფაგის გახსნის შემდეგ ლულიერმა ოფიციალურ კომენტარში განაცხადა, რომ პასალის მუმიას გაურკვეველი მიზეზის გამო არ აღმოაჩნდა მაიას ტომისთვის დამახასიათებელი გაქლიბული კბილები. მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ სარკოფაგის გარეთ მდებარე რამოდენიმე მუმია, მასზე ბევრად უკეთესად იყო შენახული, ლულიერმა მაშინვე შეცვალა ჩვენება. დაინტერესებული პირების თვალის ასახვევად, მეცნიერმა შეცდომა აღიარა და აღნიშნა რომ მუმიას კბილები გაქლიბული აღმოაჩნდა. როგორც არქეოლოგიური დასკვნებიდან ვიცით, პასალის ჩათვლით, საცავში მდებარე რამოდენიმე ცხედარი ერთ პერიოდში იქნდა მუმიფიცირებული. გაურკვეველია თუ რატომ განადგურდა ინდიელების ბელადის ცხედარი იმ ზომაზე, რომ მისი თავის ქალის ფორმაც კი შეეცვალა, ხოლო მისი „მხლებლები“ კი რამოდენიმე მეტრის მოშორებით იდეალურ ფორმაში იმყოფებოდნენ.
ამ ყველაფერს კი ის ფაქტი აგვირგვინებს, რომ აღმოჩენიდან დღემდე შეუძლებელია სპეციელური ნებართვის გარეშე იმ ოთახის დათვალიერება, რომელშიც ჩემის აზრით უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი განისვენებდა. სავარაუდოდ, მასზე ლაბორატორიული სამუშაოები დიდი ხნის ჩატარებული და დავიწყებას მიცემულია, მაგრამ ბოლომდე გაუგებარია თუ რატომ იკრძალება ტაძრის საიდუმლო ჩასასვლელში ჩვეულებრივი ტურისტის ჩასვლა, მაშინ როდესაც მაიას ცივილიზაციის ნებისმიერი სხვა ადგილის დაუბრკოლებელი დათვალიერებაა შესაძლებელი? – იქ ხომ მხოლოდ პასალის ჩვეულებრივი მუმია განისვენებდა? :)

ეგვიპტე
აბიდოსის ტაძრის კედელზე აღმოჩენილია იმ დროისათვის მეტად უცნაური, მაგრამ ამასთანავე ჩვენთვის მეტად ნაცნობი გამოსახულებები.

27abee5b11d2

კედელზე ამოტვიფრული, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მაღალგანვითარებული ტექნოლოგიის „ვერ“ დანახვა ალბათ უბრალო თავისმოტყუება იქნება. ყოველი მსგავსი ფაქტის „შემთხვევითობად“ ანდაც „დამთხვევად“ მონათვლა კი მეტად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

დახატული „ფოტომასალა“

შესრულებულია 1486 წელს, კარლო კრიველის მიერ. გამოფენილია ლონდონის
გალერეაში.

9b2dc9180484
XV საუკუნე.

6ebbb1ce0efd

6e4187bd2770

1538 წელს, ბრუიგეში შესრულებული ტილო, რომელიც ამჟამად, ბავარიის ნაციონალურ მუზეუმში ინახება. სურათის ზედა ნაწილებში, აშკარად შეიმჩნევა სამი მფრინავი ობიექტი.

76cd5467ca99

დომენიკო ჯირლანდაიოს (1449-1494) ტილო, რომელიც ამჟამად ვეკიოს სასახლის საკუთრებაშია.
დააკვირდით სურათის მარჯვენა კუთხეში მდგომ ადამიანს, რომელიც აშკარად, ცაში გამოსახულ მფრინავ ობიექტს ათვალიერებს.

b990b32000ba

1330 წელი.

af085d4a1411

6763e1ab4c5b

1350 წელს შესრულებული „ჯვარცმა“. ფრესკა კოსოვოს Visoki Dečani-ს მონასტერში მდებარეობს

6f972a4c8e21

ფრესკის მარჯვენა მაღალ კუთხეში გამოსახული მფრინავი ობიექტის გადიდებული პლანი.

f53a268d0374

ფრესკა სვეტიცხოველში, რომელიც ჩანაფიქრითა და შესრულების მანერით ძალიან წააგავს კოსოვოს ფრესკას

faaa3604b0d8

7c1519cfcb29

ჩვ. წ. აღ. – მდე დახლოებით 10 000 წელი. ვალკამონიკა. იტალია. ქვის ხანის ფრესკაზე, მფრინავი ობიექტის ნაცვლად, პრეისტორიული ასტრონავტები არიან გამოსახული.

c4ca523e0d0e

_________________________________________________________________________________________

წყარო: წიგნი “ვინ იყვნენ ღმერთები”

მსგავსი ამბები

Back to top button