არქივი

მითები შუა საუკუნეების ევროპაზე

wz1os

შუა საუკუნეების პერიოდი მოიცავს V საუკუნიდან XVI საუკუნემდე პერიოდს. ამ ეპოქაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, თუმცა ბევრი მითიც გავრცელდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე გავრცელებულ მითს და მათ პარალელს რეალობასთან.

  • მითი #1
    სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
    8cfbo
    ტრადიციული შეხედულებისგან განსხვავებით, შუა საუკუნეებში საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფო სასამართლო სისტემას და სიკვდილით დასჯა იშვიათი იყო, რადგან სასჯელის უკიდურეს ზომად ითვლებოდა და მხოლოდ მძიმე დანაშაულის დროს იხმარებოდა. ძირითადად ეს იყო განზრახ მკვლელობა და სახელმწიფოს ღალატი. თუმცა იყვნენ მონარქებიც, ვინც ამ მეთოდს ოპონენტების მოსაშორებლად იყენებდა, მაგალითად ინგლისის დედოფალი ელისაბედ I. სიკვდილით დასჯის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ჩამოხრჩობა იყო.

  • მითი #2
    წმინდა წიგნი ბიბლია ჩვეულებრივი ხალხისთვის მიუწვდომელი იყო.
    arlm9
    შეიძლება ითქვას, ძირითადად სწორია. სანამ საბეჭდ მანქანას გამოიგონებდნენ, წიგნები ხელით იწერებოდა. ამას სჭირდებოდა მუყაითი შრომა და მინიმუმ რამდენიმე თვე, განსაკუთრებით ისეთი სქელი წიგნის შემთხვევაში, როგორიც ბიბლიაა. ბიბლიის გადაწერას ძირითადად თავიანთ თავზე კისრულობდნენ ბერები, რომლებიც განმარტოებით, მონასტრებში ცხოვრობდნენ. ბიბლია ძვირფასი და საჭირო წიგნი იყო ყველა ეკლესიაში, რადგან წირვისას და ქადაგებისას სჭირდებოდათ. ამის გამო ის არ იყო ისეთი გავრცელებული, როგორიც დღესაა და არც ყველა ოჯახში ინახებოდა. ანუ რიგით ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება ყოველდღე ეკითხათ. ბიბლიის შესწავლის ერთადერთი საშუალება ეკლესიაში სისტემატური სიარული იყო.

  • მითი #3
    ღარიბი ხალხი, გლეხები უმეტესწილად შიმშილობდნენ.
    6ezt7
    გლეხები, რომლებიც მუშაობდნენ მდიდრებისთვის, ყოველდღე იყვნენ უზრუნველყოფილნი საკმარისი საქონლის (ცხვარი, ძროხა) ხორცით, შვრიის ფაფითა და ლუდით. ამას ემატებოდა შემწვარი ან მოხარშული ხორცის, ყველის, ხილისა და ბოსტნეულის ფართო ასორტიმენტი. მათ სასადილო მაგიდაზე ასევე არ წარმოადგენდა იშვიათობას შინაური ფრინველები – ქათამი, იხვი, მტრედი, ბატები. თუ შევადარებთ დღევანდელ McDonalds-ს, დავრწმუნდებით, რომ მშვენიერი კვების რეჟიმი ჰქონდათ.

  • მითი #4
    ხალხი იშვიათად იბანდა და ჰიგიენას ნაკლებად ექცეოდა ყურადღება.

    ამ მითმა კიდევ ერთი მითი წარმოშვა – შუა საუკუნეების ხალხი მაისში ან ივნისში ქორწინდებოდა, რადგან ამ დროს უწევდათ ბანაობა და სუნი ნაკლებად ჰქონდათ. რეალურად, ამის მიზეზი ისაა, რომ მაის-ივნისი მარხვისგან თავისუფალი პერიოდი იყო. რაც შეეხება ბანაობას, ყველა ქალაქში იყო აბანო, სადაც ხალხი სისტემატურად დადიოდა. ზოგან ბანაობის რიტუალებიც კი არსებობდა. ზოგი ყოველდღე ბანაობდა, ზოგი შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც ბანაობდნენ. რაც მთავარია, ბანაობისას ცხელ წყალს იყენებდნენ. ფრანგებს კი ასეთი გამოთქმა ჰქონდათ: “ნადირობა, თამაში, ბანაობა, დალევა – ესაა ნამდვილი ცხოვრება!”

  • მითი #5
    გლეხებს გამუდმებით მძიმე, ერთფეროვანი სამუშაო ჰქონდათ.

    ნაწილობრივ მართალია, მიწის მოხვნისა და დამუშავების გარეშე ზამთარში მშივრები დარჩებოდნენ, რაც საკმაოდ მომქანცველი იყო. თუმცა შუა საუკუნეებში უამრავი რელიგიური და სამოქალაქო დღესასწაულები იყო, რომლის დროსაც გლეხებიც ერთობოდნენ. ასევე ჰქონდათ თამაშები, რომელთაგან ზოგი დღემდე შემორჩა – ნარდი, შაში, ჭადრაკი და ა.შ. მართალია, დღევანდელი გადმოსახედიდან კომპიუტერული თამაშების ფონზე ცოტა არ იყოს, მარტივი ჩანს, მაგრამ მაშინ თბილ ამინდში მშვენიერ გასართობს წარმოადგენდა.

  • მითი #6
    შუა საუკუნეებში ხალხს სჯეროდა, რომ დედამიწა ბრტყელია.
    3w2e5
    დედამიწას რომ სფეროს ფორმა აქვს, ეს აზრი ქრისტეს შობამდე მეექვსე საუკუნიდან არსებობდა არისტოტელესა და პითაგორას ჩანაწერებში, ხოლო მეცნიერების მიმხრობა ამ თეორიისადმი და ფართოდ გავრცელება შუა საუკუნეებში დაიწყო. ჰელიოცენტრული სისტემა კი პირველად ქრ.შ-მდე მესამე საუკუნეში დაუპირისპირა გეოცენტრულ სისტემას არისტარქე სამოსელმა, უბრალოდ ის დროებით დავიწყებას მიეცა. ამ თეორიის აღორძინებასა და გავრცელებაში უდიდესი წვლილი რა თქმა უნდა, ნიკოლაი კოპერნიკს ეკუთვნის. რაც შეეხება ჯორდანო ბრუნოს, მისი დასჯის მიზეზებში არ ფიგურირებს მეცნიერული ნაშრომები, არამედ:
    * კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა და მისი მეთაურების მუდმივი შეურაცხყოფა
    * სამების, იესო ქრისტეს ღმერთობისა და მისი განკაცების უარყოფა
    * ღვთისმშობლის ქალწულობის უარყოფა
    * მრავალი სამყაროს არსებობის მტკიცება (გნოსტიკური ნაშთები)
    * სულის მრავალჯერ დაბადების (რეინკარნაცია) ქადაგება
    * მტკიცება, რომ თითქოს ცხოველს იგივენაირი სული აქვს, რაც ადამიანს
    * მაგია
    * მკითხაობა (ასტროლოგია)
    * ღმერთის სრულყოფილების უარყოფა
    * ადამიანის მიერ ღმერთად გახდომის შესაძლებლობის ქადაგება

  • მითი #7
    ხალხის ზოგადი მასა უვიცი და გაუნათლებელი იყო.
  • 3g30a
    ჰოლივუდური ფილმების წყალობით, ბევრს სჯერა, რომ შუა საუკუნეებში ხალხი სავსე იყო რელიგიური ცრურწმენებით და განათლების საკითხში მოიკოჭლებდნენ. მაგრამ ისტორიკოსები ამის რეალურობას უარყოფენ. მეცნიერება და ფილოსოფია სწორედ ამ პერიოდში აყვავდა, რამაც განათლების სისტემას მისცა დასაბამი. შუა საუკუნეებში შეიქმნა ბევრი შედევრი მუსიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების სფეროში. გაიხსენეთ დანტე, მაკიაველი, ბოკაჩო, რუსთაველი. რენესანსიც სწორედ შუა საკუნეებში ჩაისახა.

  • მითი #8
    შუა საუკუნეები ძალადობისა და ჩაგვრის პერიოდი იყო.
    z4csw
    როგორც ყველა ეპოქაში, შუა საუკუნეებშიც იყო უსამართლობის პერიოდები, თუმცა მაო ძედუნთან, ჰიტლერთან და სტალინთან შედარებით მაინც “რბილი” ჩანს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაგვრას ან რამეში შეზღუდვას ვერც გრძნობდა მთელი სიცოცხლის მანძილზე. უფრო მეტიც, დღევანდელი მკვლევარების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ინკვიზიციის მსხვერპლთა რაოდენობაზე აქამდე გადაჭარბებული შეფასებები იყო. მაგალითად, 1540-1700 წლებში ესპანური ინკვიზიციის 45 000-მდე სასამართლო პროცესიდან სიკვდილი მიესაჯა 826-ს. შუა საუკუნეების პერიოდში კი მხოლოდ ორი სერიული მკვლელია ცნობილი – ელიზაბეტ ბეტორი (1560–1614) და ბარონი გილს დე რაისი (1404–1440). შედარებისთვის გადახედეთ ამ ბმულს და დარწმუნებული ვარ, გაგაოცებთ ფაქტი, რომ სერიული მკვლელების აბსოლუტური უმეტესობა XX საუკუნეს ეკუთვნის.

  • მითი #9
    ქალები შევიწროებულნი და უფლებაჩამორთმეულნი იყვნენ.
    cvdol
    მეოცე საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში აყვავდა ის აზრი, რომ შუა საუკუნეებში ქალები უუფლებონი იყვნენ. თუმცა ამის გასაქარწყლებლად საკმარისი იქნება გავიხსენოთ ჟანა დ’არკის მაგალითი, რომელსაც ფრანგული არმიის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. მისი მარცხი კი პოლიტიკური ნიშნით მოხდა და აქ სქესი არ იყო გადამწყვეტი. ნეტარი ჰილდეგარდ ბინგენელი (1098–1179) ცნობილი სწავლული და ქრისტიანი მისტიკოსი იყო, რომელსაც პატივს სცემდნენ მეფეები, რომის პაპები და სახელმწიფო თანამდებობის პირები, ითვალისწინებდნენ მის რჩევებს. მისი ნაშრომები და საგალობლები დღემდეა შემორჩენილი. ცნობილი მონარქია ელისაბედ I, სხვა ქვეყნებშიც (მათ შორის ჩვენთან) იყვნენ ქალი-მმართველები, რომლებიც არ ჩამოუვარდებოდნენ კაცებს. რაინდების დაუწერელი კანონი იყო, მოქცეოდნენ ქალებს ღირსეულად და მოწიწებით. შუა საუკუნეებში მიაჩნდათ, რომ “ქალები და კაცები თანასწორნი არიან ღირსებაში, განსხვავებულნი – ფუნქციებში.”
  • მსგავსი ამბები

    Back to top button