არქივი

წყალქვეშა ლაბორატორია “მერწყული”

d52fc11e0ba3

“მერწყული” ზღვის შემსწავლელი მეცნიერების წყალქვეშა ლაბორატორიაა. აქ მკვლევარები რთულ ცდებს ატარებენ, და იღებენ შედეგებს, რასაც ოკეანის ზედაპირზე მუშაობის შემთხვევაში გაცილებით დიდი დრო სჭირდება. წყალქვეშა ლაბორატორია კეი-ლარგოდან (აშშ, კალიფორნია) 4,5 კილომეტრით მდებარეობს. იგი ზედაპირიდან დაახლეობით 20 მეტრ სიღრმეზე არის. ლაბორატორია 14 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიგანისაა. “მერწყულთან” ახლოსაა მარჯნის რიფები.

“მერწყულში” რამოდენიმე განყოფილებაა: საძინებელი, სამზარეულო, სამუშაო განყოფილება, და სხვადასხვა დანიშნულების რამოდენიმე ოთახი. ლაბორატორიაში ექვსი მეცნიერი მუშაობს, მათ აქვანავტებს ეძახიან. სამზარეულოში არის წყლის ნიჟარა, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი და ცხელი წყლის ავზი. ლაბორატორიას ორი დიდი ფანჯარა აქვს. ასევე ლაბორატორიაში არის ე.წ “სველი კამერა”. ამ განყოფილებიდან აქვანავტები წყალში გადიან; აქედანვე ტოვებენ ლაბორატორიას, როცა მისიას ასრულებენ.

ლაბორატორია მყარად დგას ოთხ საყრდენზე, მათგან თითოეული 23 ტონა ტყვიას შეიცავს. მეცნიერთა მისია მერწყულში შეიძლება 10 დღეს გაგრძელდეს. როდესაც სამუშაო დასრულდება, ზედაპირზე უსაფრთხოდ ამოსვლამდე, აქვანავტებმა 17 საათიანი დეკომპენსაცია უნდა გაიარონ.

34ab8bda53c2

თუ “მერწყულში” რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, ჯგუფი გადადის ამ პატარა აპარატში, (სურათზე მინიშნებულია) რომელიც ჟანგბადით დამოუკიდებლად მარაგდება.

e69b457b3f20

470eecc39c10

0df5ee1ae638

093cd1550ac8

იმედია მოგეწონათ. მომილოცეთ 50-ე პოსტი :thanks:
BY ბერო

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button