გასართობისაკითხავი

5 გამოცანა

აბა გამოიცანით :)

1.როდის შეიძლება თერთმეტს ორი მიუმატო და ერთი მიიღო?

2.შავი ძაღლი დგას შავად შეღებილი ქალაქის ქუჩაში. არცერთი ქუჩის განათება არ მუშაობს. რადგან წინა დღეს ქარიშხალი იყო და დენის მიწოდება გათიშა. მანქანა კი გატეხილი ფარებით ამ ძაღლისაკენ მოემართება. მაგრამ მალევე დაინახა ძაღლი და შეჩერდა. როგორ მოახერხა მან ძაღლის დანახვა?

3.რას შეუძლია გააცოცხლოს მკვდრები, აატიროს ადამიანები, ან გაამხიარულოს ისინი?

4. ერთ ქალაქში ასეთი სასამართლოა. დამნაშავემ ყუთიდან უნდა ამოიღოს ორი ქაღალდიდან ერთი. ერთზე წერია უდანაშაულოა, მეორეზე დამნაშავეა. რომელსაც ამოიღებს იმ განაჩენს გამოუტანენ. ერთი კაცი დაიჭირეს და ასამართლებენ. მაგრამ მისმა მტრებმა ყუთში ფურცლები ჩაუგდეს, რომლებზეც ორივეზე დამნაშავეა წერია. ამ კაცმა ეს გაიგო და ისეთი ხერხი იხმარა, რომ ის უდანაშაულოდ გამოაცხადეს. რა ხერხი იხმარა მან?

5.მას აქვს კბილები, მაგრამ ჭამა არ შეუძლია. მას აქვს ცხვირი, მაგრამ სუნთქვა არ შეუძლია. მას აქვს თვალები, მაგრამ ვერ ხედავს. მას აქვს ყურები, მაგრამ არ ესმის. რა არის ის?

პასუხები კომენტარებში :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close