ყველაზე სრულყოფილი ლამბორჯინი,ასე უწოდებენ მას მისი შემქმნელები,რომლებმაც როგორც იქნა,დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ახალი ძარა შექმნეს და მას ,,მეექვსე ელემენტი” უწოდეს (იტ. Sesto Elemento).
ახალი მოდელით ლამბორჯინის მესვაურები გვპირდებიან სულ ახალი გვერდის შექმნას იტალიურ მანქანათწარმოებაში. მისი წონა იქნება 999 კგ, ექნება V10 ძრავა და 100კმ/სთ-ს 2.5 წამში განავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე 350კმ/სთ იქნება.ჯერჯერობით მისი ფასი უცნობია,რადგან იტალიელებმა არ იციან თუ რამდენად შეაფასონ თავისი შრომა.