უკანასკნელ ათწლეულებში გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენები, ჩვენთვის ცნობილ მრავალ ისტორიულ ფაქტს აყენებს ეჭვის ქვეშ……
უკანასკნელ ათწლეულებში გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენები, ჩვენთვის ცნობილ მრავალ ისტორიულ ფაქტს აყენებს ეჭვის ქვეშ და უთვალავ კითვას ბადებს დედამიწის წარსულის გარშემო. ხშირ შემთხვევაში „მეცნიერებას ამ ფაქტების ახსნა არ აქვს“ და დაინტერესებული პირი იძულებულია მიწოდებული ყალბი მასალით დაკმაყოფილდეს. არქეოლოგიის ისტორიის მანძილზე, დედამიწის სხვადასხვა წერტილში, ასობით გასაიდუმლოებული და შეძლებისდაგვარად გაუხმაურებელი აღმოჩენაა გაკეთებული, რომლისთვისაც ზოგიერთი მეცნიერის აზრით „კაცობრიობა ჯერ მზად არ არის“ და სამწუხაროდ, ნაპოვნი უნიკალური მასალა ბნელ და ჩვენთვის ხელმიუწვდომელ საცავებში ინახება, სიდანაც ვშიშობ რომ ზოგიერთ ექსპონატს ვერასოდეს იხილავს კაცობრიობა. :)
ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ ერთ დროს დედამიწაზე გიგანტური რასა, ანუ გოლიათები ბინადრობდნენ. „ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.“ (დაბ. 6. 4).
ბუმბერაზებს სხვადასხვა მითოლოგიურ გადმოცემებშიც ვხვდებით. გავიხსენოთ მაგალითად ტიტანები ბერძნული მითოლოგიიდან. ზომაზე მეტად მაღალ ან დიდ ადამიანებს ისტორიული ფაქტებიდანაც ვიცნობთ, მაგრამ ხშირად მსგავსი გადმოცემები არ აღიქმება სერიოზულად და მკითხველისთვის რატომღაც ზღაპრის დონეზე რჩება. საქმე იმაშია, რომ ერთ დროს, დღევანდელი გადასახედიდან არარეალური არსებები, ნამდვილად არსებობდნენ დედამიწაზე, 4 რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენაც მოწმობს. დასაწყისისთვის მკითხველის ყურადღებას ორ ასე თუ ისე ცნობილ ფაქტზე შევაჩერებ – დააკვირდით სამწუხაროდ მეტად უხარისხო ფოტოს, სადაც დაახლოებით 4 მეტრის სიგრძის (!!!) მუმიაა გამოსახული. საინტერესოა სად გაქრა ფაქტები ამ აღმოჩენისა, რომელიც ირლანდიაში გაკეთდა?
ასევე ნაპოვნია სურათებზე აღბეჭდილი ძვლები, რომელიც ერთ დროს ცოცხალ, გიგანტურ არსებაზე წარმოდგენის შექმნაში დაგეხმარებათ. ამ ყველაფერში საინტერესო ის არის, რომ ძვლები რამოდენიმე ათასი წლის წინად გარდაცვლილ ადამიანებს ეკუთვნოდა.
___________________________________________________________________________________________
წყარო: წიგნი “ვინ იყვნენ ღმერთები”