არქივი

უაზრო ჰოლივუდი #12 (კარგი ბიჭი VS. ცუდი ბიჭი)

eb5e763205dd

სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ…

აუცილებლად ჩაიკითხე ბოლომდე, პოსტის ბოლოში შენ სიახლე გელოდება!!!

a222824023a3

ალბათ ყველაზე გავრცელებული თემა ჰოლივუდურ ფილმებში: ბოროტება სიკეთის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა შეიძლება გამოხატული იყოს ნებისმიერ ფორმით, დაწყებული პოლიციელით და ბანკის მძარცველით, დამთავრებული უცხოპლანეტური ცივილიზაციით და კაცობრიობით.

ამ პოსტში ასეთ ფილმებზე იქნება საუბარი.

დავიწყოთ ალბათ ყველაზე გავრცელებული რეჟისორული დაავადებით-შენელებული კადრები, ყველაზე უარესი კი ის არის როდესაც ზოგიერთ სცენას სხვადასხვა კუთხიდან ამეორებენ რამდენჯერმე.

ხშირად არის შემთხვევები როდესაც მთავარი გმირი “ცუდი ბიჭების” ჯგუფს მარტო ეჩხუბება, “ცუდი ბიჭები” ყოველთვის ცალცალკე უტევენ “კარგ ბიჭს”, რაც მას მათ ცემაში ეხმარება.

კიდევ ერთი გავრცელებული სცენა: ბანდის ან მაფიის “ბოსი”-ის ქმედებები არ მოსწონს მის ერთერთ ქვეშერმდომს და ის ამის შესახებ რამდენჯერმე იტყვის, “ბოსი” უეცრად მას მოკლავს, შემდეგ კი დასვამს კითხვას: “კიდევ ვინმეს აქვს პრეტენზიები?”

სამართლიანობა ყოველთვის იზეიმებს, “კარგ ბიჭს” ყოველთვის ნათელი მომავალი ელოდება წინ.

ჰოლივუდელი “ცუდი ბიჭების” უმრავლესობას ბრიტანელი მსახიობები თამაშობენ.

“ცუდ ბიჭს” სახეზე ხშირად აქვს უზარმაზარი ნაიარევი, რაც მათ, ჰოლივუდელების აზრით, უფრო საშიშ იერს აძლევს.

c3f29709d4a4

რუსი პერსონაჟების 95% “ცუდი ბიჭია”.

“ცუდი ბიჭების” ბოსი ყოველთვის ასეთ ფრაზას იძახის “კარგ ბიჭზე”: არ მოკლათ, ის ჩემია.

კომედიურ ფილმებში, როდესაც “ცუდი ბიჭი” და “კარგი ბიჭი” ერთმანეთის პირისპირ დგანან ერთმანეთს იარაღს უმიზნებენ და ერთმანეთს ბრძნულ აზრებს უზიარებენ, გადამწყვეტ მომენტში ერთერთ მათგანს იარაღის მჭიდი ჩაუვარდება.

მათთვის ვინც უახლოეს მომავალში აპირებს მონაწილეობა მიიღოს ორმხრივ სროლაში, ამოეფარეთ ხის მაგიდებს და ბარის “სტოიკებს”, ამ შემთხვევაში თქვენ ვერცერთი ტყვია ვერ გაგეკარებათ.

თუ შენ ხარ “კარგი ბიჭი” შენ შეგეძლება ისარგებლო შემდეგი პრივილეგიებით: დაქვეითებული გქონდეს ტკივილის შეგრძნება; შეგეძლოს მოძრაობა ხუთი გატეხილი ნეკნით და მოტეხილი ფეხით; გქონდეს სრული იმუნიტეტი ნაკაწრების მიმართ, ისე რომ შეგეძლოს ფანჯრის გამტვრევა ნაკაწრების გარეშე; რკინის კიბეზე არბენა ისე რომ, შენსკენ გამოსროლილი ყველა ტყვია მოხვდეს რკინის მოაჯირის; გქონდეს ყველაზე გამძლე მანქანა. რომელიც გაუძლებს ყველა შეჯახებას და ნატყვიარს; გქონდეს საუკეთესო იარაღი, რომლის მოხვერდის შემთხვევაშიც “ცუდი ბიჭი” რამდენიმე მეტრზე გადავარდება უკან; შენ შეგეძლება მხოლოდ ხუთ თეთრად ისაუბრო ყველა ქსელის აბონენტთან; ფილმის ბოლოს ყველაზე ლამაზი ქალი შენია (შეიძლება ფილმის შუაშიც).

თუ შენ “ცუდი ბიჭი’ ხარ, მაშინ შენ დაგერხა, რადგან ფილმები ძირითადად ბედნიერად მთავრდება.

“კარგი და ცუდი ბიჭები” ხშირად ძველი ნაცნობები არიან.

“ცუდი ბიჭი” უმრავლესობა შემთხვევაში რამე უჩვეულო იარაღს იყენებს, მთავარია იარაღს არაადამიანური ტკივილის მიყენება შეეძლოს.

“კარგი ბიჭი” ყოველთვის ყოფილი სამხედროა, რაც საშუალებას აძლევს მას რომ შეასრულოს ნებისმიერი დავალება.

ფილმის კულმინაციაში “ცუდი ბიჭი” აუცილებლად აიყვანს მძევლად ახალგაზრდა ქალს და თან დაახლოვებით ასეთ ფრაზას იტყვის: “ძაირფასო, შენ ჩემთან ერთად წამოხვალ.”

“კარგ ბიჭს” პიკის საათშიც კი შეუძლია გამოარჩიოს “ცუდი ბიჭი” ათასობით ადამიანს შორის.

b226186c426c

“კარგ ბიჭს” ყოველთვის ნახევრადავტომატური პისტოლეტი აქვს, მაშინ როცა ცუდ ბიჭს თითქმის ყოველთვის რევოლვერი აქვს.

“ცუდ ბიჭებს” აქვთ რაც შეიძლება დიდი რევოლვერი და რაც შეიძლება მეტი აქსესუარებით, უმრავლესობა მათგანი სრული უაზრობაა, მაგალითად დასამიზნებელი სისტემა რევოლვერზე.

“კარგ ბიჭს” ორი კვირაც ყოფნის იმისთვის რომ ჩვეულებრივი მოკცდავიდან სიკვდილის მანქანათ გარდაიქმნას.

კიდევ ერთი რჩევა მათთვის ვინც უახლოეს მომავალში გადაწყვეტს ორმხრივ სროლაში მონაწილეობის მიღებას, თქვენ სულაც არ გჭირდებათ ბრონის ჟილეტი, თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ რაიმე წიგნაკი, პატარა ჭურჭელი სასმელისთვის, რომელშიც ვისკი ასხია, ან ვინმე ახლობელის ფოტოსურათი, მთავარია ეს ნივთები ჩაიდოთ თქვენი ქურთუკის შიდა ჯიბეში, გულის მხარეს, ისინი ნებისმიერ ტყვიას შეაჩერებენ.

როდესაც “ცუდ ბიჭს” ტყვიები გაუთავდება ის იარაღს იქვე მოისვრის, ხოლო თუ “კარგ ბიჭს” გაუთავდება ტყვიები, ისიც იქვე მოისვრის იარაღს, მაგრამ მაშინვე სხვა იარაღს იპოვნის.

ფილმიების გამოსვლის თარიღების მიხედვით ყოველთვის შეგიძლია დაადგინო რომელი ქვეყნების მიმართ იყო მტრულად განწყობილი ამერიკა ამ წლების განმავლობაში, ამ წლებში გამოსულ ფილმებში, უმრავლესობა “ცუდი ბიჭებისა” იყო რაღაც კონკრეტული ქვეყნიდან: ორმოციანი და ორმოცდაათიანი წლები: გერმანელები; სამოციანი და სამოცდაათიანი წლები: აზიელები; ოთხმოციანი წლები: საბჭოთა კავშირი; ოთხმოცდაათიანი წლები: შუა აღმოსავლეთი;

მთავარ “ცუდ ბიჭს” ყოველთვის ჰყავს მასთან შედარებით უფრო ძლიერი, მაგრამ უფრო უტვინო თანაშემწე, რომელიც “კარგმა ბიჭმა” უნდა მოკლას რომ “ცუდ ბიჭამდე” მიაღწიოს.

როდესაც “ცუდი ბიჭები” ვინმეს გაიტაცებენ, “კარგ ბიჭებს” მათთან ფული ყოველთვის ერთნაირი ქეისით მიაქვთ.

8839fe41bd9d

ფილმის ბოლოს არ შეიძლება რომ გაიმართოს ხელჩართული ბრძოლა კაცსა და ქალს შორის, მთავარი გმირები ყოველთვის წყვილდებიან და მხოლოდ თავის სქესის წარმომადგენელთან მართავენ დუელს.

და ბოლოს…
მარცხნივ:”კარგი ბიჭი” კიანუ რივზის შესრულებით, მარჯვნივ: “ცუდი ბიჭი” კიანუ რივზის შესრულებით.

43a56324756f

Fin

რაც შეეხება სიახლეს, ალბათ ყველამ, ვისაც გინახავთ ჩემი პოსტები, იცით ბიძია სემი, რომელიც პოსტის ბოლოში რამეს გეკითხებათ ხოლმე, საქმე ის არის, რომ მინდა ეს პოსტერი ახალი, უფრო ქართული თემატიკით შევცვალო, ამიტომ გადავწყვიტე გამომეცხადებინა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ შენ შეგიძლია ხატვა, ან კარგად ფლობ ფოტოშოპს, მაშინ შექმენი პერსონაჟი რომელშიც გაერთიანებული იქნება პროპაგანდული პოსტერი და ქართული ეროვნული ელემენტები. შენს მიერ შექმნილი პერსონაჟისთვის შეგიძლია ასევე მოიფიქრო სახელი და გამოაგზავნო სურათთან ერთად. საბოლოო ვარიანტი გამომიგზავნე მისამართზე [email protected] სურათების მიიღება 31 დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდება ბლოგზე, სადაც საიტის მომხმარებელი აირჩევს საუკეთესოს.

P.S. გამარჯვებული პოსტერის გამოყენებისას მითითებული იქნება მისი ავტორი, ამიტომ აუცილებლად გამოაგზავნეთ სურათთან ერთად თქვენი სახელი და გვარი, ან ნიკი.

9ef8a96d3fbe

მსგავსი ამბები

Back to top button