საკითხავისასარგებლო

ჩქარი ცურვისთვის შექმნილი

e168393a0831

ჩქარი ცურვისთვის შექმნილი: ცისფერფარფლა თინუსი

ტორპედოს ფორმის სხეულის, ნამგალისებრი კუდისა და სხვა ნიშან-თვისებათა წყალობით, თინუსი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტაცებელია. ჩვეულებრივ დაახლოებით 1.3 კმ/სთ დაცურავს, მაგრამ მსხვრეპლის დევნისას შეუძლია 20-30 კმ/სთ განავითაროს, რისთვისაც 10 წამზე ნაკლები სჭირდება.

თინუსმა პირღიამ უნდა იცუროს და არასოდეს დაისვენოს, რომ ჟანგბადით მდიდარმა წყალმა ლაყუჩებში გამუდმებით იმოძრაოს. შეუჩერებელი ცურვა თინუსს ჩაძირვისგანაც იცავს. ცურვის დროს თინუსი გაშეშებულია. ეს კიდევ ერთი გზაა წყლის წინააღმდეგობის შესამცირებლად. როდესაც თინუსი სწრაფად მიცურავს, მაგალითად მსხვერპლს მისდევს, ზურგის ფარფლი წყლის წინააღმდეგობის შესამცირებლად დაბლა და უკან ეშვება, მკერდის ფარფლებიც გვერდებზე იკეცება.

თინუსის ზურგი მუქი ლურჯია, მუცელი და გვერდები მოვერცხლისფრო. ასეთ დამცავი შეფერილობით იგი ძნელად შესამჩნევია როგორც მტაცებლისათვის, ისევე მსხვერპლისთვის. ტორპედოს ფორმის სხეულის წყალობით თინუსს ოკეანეში ცურვისას ნაკლები ენერგია ეხარჯება – სწრაფად გადაადგილება ძალდატანების გარეშეც შეუძლია. დიდი თვალებით იგი მსხვერპლს კარგად ხედავს როგორც ოკეანის ზედაპირზე, ისევე ღრმა წყლებში.

თინუსის ღია წითელი ფერის ლაყუჩების ფურცლები დაფარულია უწვრილესი ნაოჭებით, რაც ადიდებს შემწოვ ზედაპირს და, შესაბამისად, შეთვისებული ჟანგბადის რაოდენობას. მას ძლიერი კუნთები სჭირდება, იმიტომ რომ იგი მთელ ცხოვრებას მოძრაობაში ატარებს. კუნთები იგივე თევზის “ხორცია”. თინუსს მრავალი ადამიანი იყენებს საკვებად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მისი რაოდენობის შემცირებისა.

სისხლძარღვების ქსელი თინუსს კუნთებისკენ მოძრავ სისხლს სითბოს აწვდის და თევზიც სწრაფად დაცურავს ოკეანის ცივ წყლებში. წვეტიანი პატარა ფარფლები თინუსის კუდისაკენ მიმართული წყლის ნაკადის ძალას ამცირებს. ცისფერფარფლა თინუსს ვიწრო, მაგარი კუდის ფარფლი აქვს, რომელიც ნამგალს ჰგავს. ასეთი ფორმა ამცირებს წყლის წინააღმდეგობას და თინუსს სწრაფად ცურვაში ეხმარება.

თუ ბოლომდე წაიკითხეთ, დიდი მადლობა :)
იმედია მოგეწონათ.
BY ბერო

ყველა პოსტი

aef22ee2c459

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button