გასართობილაშქრობებისურათები

ყველაზე თვალწარმტაცი ბაღები


უსაქმურობის დროს ხშირად ფიქრობ სად წახვიდე, რას გადააყოლო გული და ამ ფიქრში ალბათ დიდი დრო გადის. თქვენ იხილავთ ბაღებს, სადაც წასვლა ბევრის ოცნებაა და აქ სეირნობა ნამდვილად ღირს.

კოსმოსის იმიტაციის ბაღი – შოტლანდია



ეს ბაღი დამთვალიერებლებისთვის წელიწადში მხოლოდ ერთხელ იხსნება, რადგანაც კერძოა. ბაღის შემქმნელის შთაგონების წყარო მეცნიერება და მათემატიკა იყო. ასეთ ბაღს მეორეს ვერ ნახავთ, აქ ერთმანეთში შერწყმულია მეცნიერება და ბუნება. ბაღი შექმნილია Charles Jencks-ის მიერ (მისი ოფიციალური საიტი) 1989 წელს, ის განსაკუთრებულს არაფერს აპირებდა თავიდან, ერთი ჩვეულებრივი ბაღის გაკეთებას აპირებდა სახლისთვის,მაგრამ როგორც ჩანს არაჩვეულებრივი რამ გამოვიდა. აქ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ საოცარი ქანდაკებებით.
ბაღი ხელოვნური ტბებითაა გაფორმებული, რომლის დიზაინიც Maggie Keswick-ს ეკუთვნის, (ჩარლზის ცოლია).
სილამაზით მოხიბლულ ხალხს ძალიან უნდა ბაღი სხვა დღეებშიც იხილოს, 24 საათი წელიწადში რა თქმა უნდა ცოტაა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვისაა შექმნილი და ჩარლზი გასხვისებასაც არ აპირებს.

კეუკენჰოფის ბაღი – ნიდერლანდები

ვისაც ყვავილები უყვარს, განსაკუთრებით კი წულპანები, ამ ბაღს აუცილებლად უნდა ეწვიოს. ის ამსტერდამის მახლობლად მდებარეობს და გაზაფხულობით მხოლოდ 2 თვით იხსნება.
ბაღის გაკეთების იდეა მერი ლისსეს მოუვიდა აზრად 1949 წელს. მან ათობით გამოჩენილ ჰოლანდიელ ბოლქვების მწარმოებელთან და ექსპორტიორებთან იმუშავა ასეთი შედეგის მისაღწევად. სურდა,რომ ღია ცის ქვეშ შეექმნა ისეთი ბაღი, სადაც როგორც ყვავილების ბოლქვების ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს, ასევე ჩვეულებრივ ხალხს შეეძლებოდა საკუთარი თვალით ენახა და შეეძინა ისეთი ყვავილი,როგორიც მოესურვებოდა.

კეუკენჰოფი მარტის ბოლო კვირას იხსნება ხოლმე და დათვალიერების საუკეთესო დროდ აპრილის შუა რიცხვები ითვლება. ფოტოხელოვანებს განსაკუთრებით უყვართ ეს ადგილი.
ოფიციალური საიტის ბმული

Suan Nong Nooch – ტაილანდი

ეს პარკი ტაილანდში მდებარეობს. ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ულამაზესი პეიზაჟებისა და საუცხოო ხედების გამო. ყველაფერი თითქოს ზღაპრიდანაა გადმოსული, აქ შეხვდებით უამრავ ტაილანდური სტილის სახლებს, ვილებს, საბანკეტო დარბაზებს, რესტორნებსა და საცურაო აუზებს.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მისტერ პისიტმა და ქალბატონმა ნონგნუჩმა 1954 წელს 600 ჰექტარის ფართობი შეიძინეს. თავიდან ხილის პლანტაციების გაკეთება უნდოდათ, მაგრამ საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდგომ ქალბატონმა მტკიცედ გადაწყვიტა ტროპიკული ბაღის გაკეთება დეკორატიული მცენარეებითა და ყვავილებით.

1980 წელს კი ის საჯარო მოხმარების პარკად გადაიქცა და სუან ნონგ ნუჩი დაერქვა. სუან ბაღს ნიშნავს. აქ დატკბებით ტაილანდური კულტურით და ბევრი შოუ-პროგრამით. ყოველდღიურად ბაღს 2000 სტუმარი ჰყავს.

ვერსალის ბაღი – საფრანგეთი

მსოფლიოში ალბათ ყველაზე ცნობილი ბაღი, რომელიც ლუი XIV–მ ააშენებინა, დიზაინი კი ანდრე ლე ნორტს ეკუთვნის. სამუშაო საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი გამოდგა, 40 წელი მოანდომეს ბაღის გაკეთებას. თუმცა ლენორტი მარტო არ მუშაობდა, აქვე იყო ჟან ბატისტ კოლბერტი, სამეფო მშენებლობების ზედამხედველი, ასევე ჩარლ ლე ბრუნი, რომელიც 1664 წელს მეფემ პირველ მხატვრად დანიშნა, მისი მხატვრული ნიჭის შედეგია ბაღში მიმოფანტული ულამაზესი სკულპტურები თუ შადრევნები. მოგვიანებით არქიტექტორმა ჟიულ მანსარდიმ სცენური გეგმები შეადგინა და აშენდა ორანჟერეა.
1999 წელს ამ მხარეს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა.
ოფიციალური საიტის ბმული

Jardim Botânico de Curitiba – ბრაზილია


ეს ლამაზი ბაღი ბრაზილიაში, ქალაქ კურიტიბაში მდებარეობს, 1991 წელს გაიხსნა და ტურისტებს იმ დღიდანვე იზიდავს. კურიტიბას ბოტანიკური ბაღი ფრანგულ სტილშია გაკეთებული. აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩანჩქერები, შადრევნები, ტბები.. ასევე ულამაზესი სათბური, რომლის ფართობი 458 კვადრატული მეტრია. აქ მეტად საინტერესო მცენარეები ინახება სხვადასხვა მხარეებიდან მოტანილი.

Keiko Matsui – Forever Forever by iri_lekveishvili

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close