არქივი

საშიში ფილმები

a2697d079968

რას შეუძლია ადამიანები გაამხიარულოს , აატიროს , ცუდ ხასიატძე დააყენოს? რა თქმა უნდა კინოს, მაგრამ შეუძლია კინოს ადამიანის ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენა ან თუნდაც ადამიანის მოკვლა ? ამ კითხვაზე პასუხი იხილეთ გაგრძელებაში

1)

12384026e56e

პირველი ეს არის ” Paranormal Activity ”

ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს სახლში, რომელშიც, მათი ვარაუდით, უცნობი ბოროტი ძალა ბინადრობს. პარანორმალური მოვლენის დასაფიქსირებლად, ისინი ვიდეოკამერას დაამონტაჟებენ საკუთარ საძინებელში … და რაც ყველაზე მთავარია ეს ფილმი დაყრდნობილია რეალურ ფაქტებზე… ამ ფილმის პროდიუსერმა კინოში 15,000 აშშ დოლარი ჩადო და მოგება ნახა 97 მილიონი დოლარი , 3 კაცი გარდაიცვალა გულის ინფარქტით. ყველაზე გასაკვირი და უცნაური ისაა, რომ გარდაცვლილს (პირველს) რომელიც პრემიერაზე მოკვდა ყურადღება არავის მიუქცევია. ყველა ისე იყო ჩართული კინოში, მაყურებლიან მომსახურე პერსონალიანად, რომ შეშინებულისთვის და აწ გარდაცვლილისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.სეანსის დამთავრებისას დამლაგებელმა აღმოაჩინა მკვდარი და დიდი ამბავი შეიქმნა. მომხდარის შემდეგ დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა კინოფილმი ინტერნეტსივრცეში არ გაუშვეს ამიტომ კინოთეატრები იძულებულები გახდნენ სენსები დაენიშნათ.წინასწარ ხალხი გააფრთხილეს, რომ სუსტი გულისა და ნერვების პატრონები ნუ შევლენ სეანსზე, თუმცა ადამიანის ცნობისმოყვარეობას არ აქვს საზღვარი და ამიტომ ამის შემდეგ ორი კაცი გარდაიცვალა… ბევრი ადამიანისგან მომისმენია ( რა იყო ამ ფილმში საშიში ) მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოდ მეტყველებს . ამ ვიდეოში აღწერილია ადამიანების რეაქცია კინოსეასენსის დროს ”Paranormal Activity” ზე

2)
მეორე ეს არის ფილმი ”Paranormal Entity”

80f7767fb0c7

იძახიან რომ ეს ფილმი იყო ნაპოვნი 2008 წელს მომხდარი ფინგლის ოჯახის ტრაგედიის ვიდეოჩანაწერი. ტრაგედიის სახელად მკვლელობა , არ ვიცი რამდენად რეალურია მაგრამ ფაქტია რომ კინო არის ერთადერთი რომელმაც ჩემი გაოცება შეძლო ამ კინოს რომ ვუყურებდი დამბურძგლა , არ ვიცი შეიძლება დავარქვათ ყველაზე საშიში ფილმიც კი. სადღაც წააგავს კიდეც ”Paranormal activity” ს და ამ კინოს ”Paranormal activity” მეორე ნაწილსაც უწოდებენ , მაგრამ ”Paranormal activity” ი ამ კინოსთან შედარებით არაფერია.

3)
მესამე ეს არის ”Omen 1976 ”

fa49ebe394b0

ბავშვი რომელშიც ეშმაკი სახლობს,ის დაიბადა 6 საათზე მეე–6 დღეს მე–6 თვეში. წინასწარმეტყველების მიხედვით, მსოფლიოს დასასრული დადგება, უკანასკნელი შებრძოლება ბნელი და ნათელი ძალების, და მის დასაწყისი სატანას შვილის დაბადებაა ადამიანის გარეგნობაში. ამერიკელი დიპლომატის ცოლს რობერტ ტორნს გაუჩნდება ცოცხალი ბავშვი, და მისი ქმარი, რომელიც ვერ გაბედავს ეს ტრაგიკული ამბავი შეატყობინოს მას, იშვილებს ჩვილს გაუგებარი ხალით სამი ექვსიანის გამოსახულებით – მხეცის რიცხვით. ბავშვის დაბადების წვრილმანები საიდუმლოდ რჩება, მაგრამ ცოტა ხანში აშკარა ხდება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბავშვი. ირგვლივ მუდამ, საიდუმლო ვითარებებში, კვდებიან ადამიანები და საიდუმლო მოვლენები ვითარდება, რომლების შემდეგ რობერტ ტორნს პანიურად ეშინია ბიჭი იშვილოს… ამ კინოს რამოდენიმე ვერსია არსებობს რომლებიც თითქმის არაფრით არ განსხვავდება ამისგან , ამ ფილმის დადება იმიტომ გადავწყვიტე რომ ეს არის იმ ფილმებს შორის ერთადერთი რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა როგორც საშიში ფილმი თავის სახელს ამართლებს , ამ ფილმზე ამბობენ რომ ვინც ეს ფილმი გადაიღო ან მონაწილეობდა ყველა რაღაც ტრაგიკული სიკვდილით გარდაიცვალა ზოგი გადაურჩა მაგრამ ზიანი მაინც მიიღეს .

PS. როგორც ბევრიფსი ფსიქიატრი და ასევე ადამიანი ამბობს საშიში ფილმები ახდენენ 
ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებას და არ არის სასარგებლო … სწორედ ამიტომ არის ბავშვების
უმეტესობას თვალგახელილი რო სძინავს :D

ამ პოსტში არ დავდე ისეთი ფილმების თრეილერები რომლებიც თანამედროვე სპეცეფექტებით არის 
საშიში როგორიცაა მაგალითად  ”ხერხი 5 ”…

თუ მოგეწონათ პოსტი აუცილებლად დავდებ ამავე შინაარსის პოსტებს …

მსგავსი ამბები

Back to top button