უცნაური ფაქტები პირამიდების შესახებ
– მერიდიანი, რომელიც გიზეს შორის გადის, წყლებს და კონტინენტებს, ზუსტად ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. :)
– პირამიდა, ზუსტად მხარეებისკენ (აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი) არის მიმართული.
– მერიდიანი, რომელიც გიზეს შორის გადის, წყლებს და კონტინენტებს, ზუსტად ორ თანაბარ ნაწილად ყოფს.
– მშენებლობისას ჩატარებულია გათვლები, რომლის მეშვეობითაც, მთელი არელის თვალით გაზომვა არის შესაძლებელი, რაც ნაპოლეონის თანმხლებმა მეცნიერმაც დაადასტურა.
– გიზეს სამი პირამიდა, ერთმანეთში, პითაგორას სამკუთხედის მიხედვით არის გათვლილი და მათი გვერდები ერთმანეთთან 3:4:5 შეფარდებით დგას.
– მანძილი პირამიდიდან დედამიწის ცენტრამდე ზუსტად შეესაბამება მანძილს ჩრდილოეთ პოლუსამდე, რომელიც ასევე შეესაბამება მანძილს დედამიწის ცენტრიდან ჩრდილოეთ პოლუსამდე.
– პირამიდის გვერდის (230,37 მეტრი) ნამრავლი ორზე, გაყოფილი პირამიდის
თავდაპირველ სიმაღლეზე (146,64 მეტრი) იძლევა 3,14, რიცხვს რომელსაც
ეწოდება π.
– პირამიდის ოთხივე გვერდის ფართობი, მისი სიმაღლის კვადრატს უდრის.
– გიზეს სამი პირამიდა, ზუსტად ემთხვევა ორიონის თანავარსკვლავედს…
ორიონის თანავარსკვლავედი
პირამიდები ზემოდან
დავადოთ ეს ორი სურათი ერთმანეთს :)
პირველ სურათზე ხედავთ პირამიდის კედელს, რომელიც აშკარად დაუთავებული რბილი მასალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძირითადი მასალა რომლისგანაც ეს გიგანტური ნაგებობები შექმნილია უმტკიცესი და გამძლე გრანიტის ქვებია.
1.
მეორე სურათზეა გამოსახულია ქვა რომელიც იდიალურადაა მომრგვალებული,მსგავსი იდეალურად მომრგვალებული ზედაპირის შექმნა სპილენძის, ქვის ანდაც თუნდათ რკინის იარაღით, უბრალოდ შეუძლებელია.
2.
მესამე ფოტოზე აღბეჭდილი ქვა წარმოადგენს ორ ნაწილად გახერხილ გრანიტის გიგანტურ მასას, რომლზედაც ასევე იდეალური ფორმები შეიმჩნევა. ყურადღებას იქცევს ის უცნაური ამონაჭერი, რომლითაც თითქოს ერთ დროს ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან უნდა დამაგრებულიყო. სავარაუდოდ რამოდენიმე მსგავსი ბლოკი, ერთ მთლიანს ქმნიდა.
3.
დააკვირდით მეოთხე სურათს, რომელზეც გამოსახული კედლის ფორმები, თანამედროვე არქიტექტორებსაც კი შეშურდებოდათ. გაითვალისწინეთ, რომ მკვლევართა აზრით ეს ყველაფერი შიშველი ხელით, ქვის და სპილენძის იარაღებით შეიქმნა.
4.
თითქოს ზედმეტად ჩვეულებრივი სურათი ჩანს მეხუთე ფოტოზე. მაგრამ მაშინვე შეამჩნევდით ერთმანეთზე უსწორმასწოროდ მიყრილი ქვებს შორის მოთავსებულ ქვას, რომელიც არანაირად არ შეესაბამება სურათს. უზუსტესი სამუშაო, სავარაუდოდ ხერხით არის შესრულებული, ხოლო ქვა ეგვიპტელების მიერ ნაპოვნი და მოგვიანებით მიმატებულია.
5.
სარკოფაგის ნაწილები, რომელსაც მეექვსე ფოტოზე ხედავთ, ერთ დროს არქეოლოგების მიერ მიტოვებულ დამსხვრეულ ქვების გროვად იქცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინვე თვალში გვხვდება ასევე ხერხით შესრულებული იუველირული სიზუსტის სამუშაო. შეგახსენებთ, რომ გრანიტის გასახერხად, უბრალო, მეტალის ელექტრო ხერხი არ გამოდგება. სავარაუდოდ, „ჩვენმა მუშებმა“, ალმასის იარაღის გამოყენებაც კი იცოდნენ, ხოლო ის რასაც შემდეგ ფოტოზე (7.) დაინახავთ, ალბათ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. :)
6.
რიგი არქეოლოგების აზრით, ღრმულები, რომელიც უხვად არის გრანიტის,
ბაზალტის და დიორიტის ქვებზე შესრულებული, ასევე ეგვიპტელების ნახელავია.
შედარებით გამოცდილი და ჭკვიანი მკვლევარები კი დუმილს ამჯობინებენ რადგან მსგავსი რღმულების გაკეთება შეუძლებელია გრანიტის ქვაზე ქვის იარაღით გინდაც რკინის იარაღით (გინდაც დრელეთი :) ) ასეთ ხვრელის გაკეთება მხოლოდ ალმასის ბურღითაა შესაძლებელი….
_____________________________________________________________________________________________
იმედი მაქვს მოგეწონებათ………… :) :)
წყარო: წიგნი “ვინ იყვნენ ღმერთები”