საკითხავისასარგებლოუცნაური

კოსმოსური კვლევის მიღწევები და პირველი აღმოჩენები (ნაწ.3)

bb4543fef085
წინა პოსტი ბევრს მოეწონა, გადავწყვიტე დამედო მესამე ნაწილი კოსმოსურ მიღწევებზე…
ძვ.წ. 32 000. ქვის ხანის ადამიანები მთვარის ფაზებს ძვალზე ხატავდნენ.

ძვ.წ. 2 000. სტოუნჰენჯი, რომელიც სავარაუდოდ, უძველესი ობსერვატორია იყო, ინგლისის ტერიტორიაზე მდებარეობს.
3ef0eaef0cca
სურათზეა სტოუნჰენჯი.

ძვ. წ. 350. არისტოტელე აცხადებდა რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია.

ძვ. წ. 150. პიპარქე ნიკეელმა გაზომა წელიწადის ხანგრძლივობა, მანძილი მზემდე და მთვარემდე, შეადგინა ვარსკვლავების პირველი კატალოგი.

1543 წელი. ნიკოლოზ კოპერნიკმა სიკვდილის წინ გამოაქვეყნა თავისი ჰელიოცენტრული თეორია.
5ccb29f2354c
ნიკოლოზ კოპენიკი.

1609 წელი. გალილეო გალილეიმ პირველმა გამოიყენა ტელესკოპი ასტრონომიისთვის. მან აღმოაჩინა კრატერები მთვარეზე და იუპიტერის დიდი მთვარეები.

1619 წელი. იოჰან კეპლერმა დაასრულა მუშაობა პლანეტათა მოძრაობის კანონზე.
ba7868a4ef18
იოჰან კეპლერი.

1687 წელი. ისააკ ნიუტონმა გამოაქვეყნა მიზიდულობის კანონი (ის ვაშლი რომ არაა..)

1785 წელი. უილიამ ჰერშელმა გამოაქვეყნა ჩვენი გალაქტიკის პირველი რუკა.

1838 წელი. ფრიდრიხ ბესელმა პირველმა გაზომა მანძილი ვარსკვლავამდე.

1845 წელი. ლორდ როსმა აღმოაჩინა პირველი სპირალური გალაქტიკა.

1905 წელი. ალბერტ აინშტაინმა “ფარდობითობის ზოგადი თეორიის” გამოქვეყნებიდან 10 წლის შემდეგ გამოაქვეყნა “ფარდობითობის სპეციალური თეორია”.
8cf733dfc198
ალბერტ აინშტაინი.

1908 წელი. ჰენრიეტა ლივიტმა აღმოაჩინა კოსმოსური მანძილების გაზომვის მეთოდი.

1918 წელი. ჰარლოუ შაპლიმ აღმოაჩინა, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არ ვიმყოფებით.

1920 წელი. ედვინ ჰაბლმა დაადგინა, რომ სამყარო ფართოვდება.

1965 წელი. კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის აღმოჩენა დიდი აფეთქების თეორიას ადასტურებს.

1998 წელი. აღმოაჩინეს, რომ სამყაროს გაფართოების პროცესი დაჩქარდა.

2003 წელი. დადგინდა, რომ სამყაროს ასაკი 13,7 მილიარდი წელია.

პირველი აღმოჩენები ცაში.

ძვ.წ. 165 – ჩინელებმა პირველად შეამჩნიეს მზის ლაქები.

1054 წელი – ჩინელებმა ზეახალი ვარსკვლავი შენიშნეს.

1066 წელი – ჰალეის კომეტა ბაიოს ნაქარგობზე დაიტანეს.

1781 წელი – უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა ურანი.

1915 წელი – “სირიუს B” გახდა პირველი ცნობილი თეთრი ჯუჯა.

1930 წელი – კ. ტომბომ აღმოაჩინა პლუტონი.

1932 წელი – აღმოაჩინეს კოსმოსური რადიოტალღები.

1962 წელი – ნაპოვნია პირველი კვაზარი.

1967 წელი – აღმოაჩინეს პირველი პულსარები.

1972 წელი – გააიგივეს პირველი შავი ხვრელი.

1995 წელი – აღმოაჩინეს პირველი არამზისიერი პლანეტა.

2006 წელი – განხორციელდა პლუტონის და კოიპერის სარტყელის სხვა ობიექტების ხელახალი კლასიფიკაცია.

იმედია მოგეწონათ.
BY ბერო
თუ არ გაქვთ ნანახი ჩემი პოსტები კოსმოსთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ნახოთ ახლა, შესაბამის ლინკზე გადასვლით :)

დიდი აფეთქება

არწივის ნისლეული

ზეახალი ვარსკვლავი

გალაქტიკების სამყარო

კოსმოსური კვლევის მიღწევები და ახალი ჰორიზონტები

კოსმოსური კვლევების მიღწევები და მარსის დაპყრობა

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button