არქივი

ინტერნეტის “შავი ხვრელები”

Image.geotorrents.com

დღესდღეობით ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები, სადაც ინფორმაციის გაცვლის საშუალებები ცენზურას გადის სახელმწიფოსგან. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებსა და ტელეარხებს. რიგ ქვეყნებში ინტერნეტიც “დაცენზურებულია” და თუ თქვენს პერსონალურ ვებ-გვერდზე მთავრობისთვის არასასურველი ინფორმაციაა განთავსებული, შეიძლება სოლიდურმა ჯარიმამაც ვერ გიხსნათ და ციხეში ამოყოთ თავი.

თურქმენეთი
Image.geotorrents.com
მაღალი გადასახადის გამო ამ ქვეყანაში ინტერნეტი ფუფუნების საგანს წარმოადგენს. ეს მთავრობის პოლიტიკაა, სურთ რომ ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმში იყოს. ინტერნეტის სერვის-პროვაიდერი მხოლოდ სახელმწიფოა და ბევრი საიტი დაბლოკილი აქვთ, ამასთან ამოწმებენ მათ ქვეყანაში შემომავალ და გამავალ ყველა ელფოსტას Gmail, Yahoo და Hotmail სერვისებში. ახალი ამბების ნებისმიერი სააგენტო ინტერნეტით მიუწვდომელია და ყოველგვარი მცდელობა ცენზურის გვერდის ავლისა სავალალოდ მთავრდება.

ვიეტნამი
Image.geotorrents.com
ვიეტნამის მთავრობამ თხოვნით მიმართა Yahoo-ს, Google-ისა და Microsoft-ის ადმინისტრაციას, გადაეცათ მათთვის ყველა იმ ბლოგერის მონაცემები, რომლებიც მათ პლატფორმას იყენებდნენ. ვიეტნამში შექმნილია სპეციალური სააგენტო, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს ინტერნეტში გაშვებულ ინფორმაციებს, ბლოკავს იმ საიტებს სადაც ვიეტნამის მთავრობას აკრიტიკებენ, ასევე გადასახლებას უსჯიან აქტიურ ოპოზიციურ პარტიებს და ანტისამთავრობო ორგანიზაციებს.

ტუნისი
Image.geotorrents.com
ტუნისში ინტერნეტის სერვის-პროვაიდერები მუდმივად აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფოს ბლოგერებისა და საიტის მფლობელების შესახებ, IP-ებსა და პირად მონაცემებს. ახალი სტატიები სახელმწიფოსთან გადიან ცენზურას, იკითხება ელექტრონული გზავნილები. ასევე დაბლოკილია ათასობით ვებ-საიტი – პორნოები, ელ-ფოსტები, საძიებო სისტემები, თარგმნის სერვისები და ა.შ.

სირია
Image.geotorrents.com
ნებისმიერ სირიელს, რომელიც ინტერნეტ სივრცეში დაპოსტავს, რომ სახელმწიფო მმართველობით უკმაყოფილოა, მაშინვე ციხეში მიაბრძანებენ. საიტები კი, რომლებიც მთავრობის კრიტიკას გაბედავენ, იბლოკება. ინტერნეტ-კაფეში შესვლისას ყველა ავსებს ბლანკს, სადაც უთითებს საიდენტიფიკაციო მონაცემებს, სხვაგვარად არ დაიშვებიან. მოკლედ, ქვეყანა სახელს ამართლებს :yes:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
Image.geotorrents.com
გასაკვირი არაა, რომ სიაში კომუნისტური სახელმწიფოც მოხვდა. აქაც , მსგავსად ზემო ქვეყნებისა, დაბლოკილია უამრავი საიტი და იკითხება წერილები. განსაკუთრებულ წნეხს ის საიტები განიცდიან, სადაც სიტყვას გადაკრავენ ან ინფორმაციას გაავრცელებენ ტიბეტის დამოუკიდებლობაზე, ტაივანის თავისუფლებაზე, პოლიციის სისასტიკეზე, 1989 წლის ტიანანმენის მოედნის აქციებზე, სიტყვის თავისუფლებაზე, პორნოგრაფიაზე, საერთაშორისო ამბებზე, რელიგიაზე და ა.შ.

ირანი
Image.geotorrents.com
ციხე ემუქრება ყველას, ვინც კი გაბედავს გააკრიტიკოს პოლიტიკური ან რელიგიური თანამდებობის პირი. ვისაც პირადი საიტი აქვს, უნდა დარეგისტრირდეს ირანის ხელოვნებისა და კულტურის სამინისტროში. გაფილტრულია საიტები, რომლებიც შეიცავენ პორნოგრაფიას, მთავრობის კრიტიკას, პოლიტიკურ სიახლეებს, მაგრამ ყველაზე დიდი ცენზურა იმ საიტებს ელის, რომლებიც ქალთა უფლებებზე აიმაღლებენ ხმას.

საუდის არაბეთი
Image.geotorrents.com
დაბლოკილია 400 000-ზე მეტი საიტი. 2004 წლის კვლევით, ამ ქვეყანას ყველაზე ხისტი და მკაცრი ცენზურა აქვს პორნოგრაფის, ნარკოტიკების, აზარტული თამაშების, ისლამის კრიტიკის მიმართ.

კუბა
Image.geotorrents.com
ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან კუბას ყველაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს კომპიუტერის მფლობელი მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელში. ინტერნეტის სიჩქარით კი დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა. დაყენებულია ფილტრი გარკვეულ სიტყვებზე, საიტებზე შესვლის ისტორია კი “ზემოდან” მოწმდება. ინტერნეტში ინფორმაციის დამატება მხოლოდ მთავრობის მომხრეებს და სახელმწიფო მოხელეებს შეუძლიათ.

ბირმა
Image.geotorrents.com
აქ კონტროლდება აუდიო-ვიდეო მასალაც და ამობეჭდილი დოკუმენტები. მთავრობის მიერ გაფილტრული ინტერნეტ-საიტები ხალხს ცივილიზებული სამყაროსგან ავტონომიაში აქცევს. საიტები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და ოპოზიციური მხარის შესახებ, დაბლოკილია.

ჩრდილო კორეა
Image.geotorrents.com
მოსახლეობის მხოლოდ 4%-ს აქვს წვდომა ინტერნეტთან, რომელიც მომხმარებელს მწირი სახით მიეწოდება. როგორც მედიის ნებისმიერი საშუალება, ასევე ყველა ინტერნეტ-საიტიც მთავრობის მიერ კონტროლდება. აკრძალულია ბლოგინგი, ინფორმაციების განთავსება მთავრობის მიერ ხდება.

ასე რომ დაფიქრდით, სანამ მამია სანადირაძეზე რამეს იტყვით :yes:

მსგავსი ამბები

Back to top button