მისტიკასაკითხავიუცნაური

ვამპირი კემბერლენდიდან

1856652b729c

არსებობს ვამპირებზე უამრავი ისტორია,ზოგი გამონაგონია,ზოგიც რეალობა…არ ვიცი რომელთა რიცხვს მიაკუთვნებთ ამ ისტორიას…უბრალოდ საინტერესო მათთვის,ვინც ამით დაინტერესებულია..

ფიშერების მოდგმა უკვე 600 წელია კემბერლენდში ცხოვრობს და აქვთ 1 სართულიანი ვილლა გაურკვეველი დასახელებით “კროგლინ კრეინდჯ”…დროთა განმავლობაში ფიშერების ოჯაახი იმდენად გაიზარდა,რომ ეს ვილლა მათთვის პატარა გახდა.ისინი სხვა ადგილას გადასახლდნენ და გააქირავეს “კროგლინ კრეინდჯი”…მდგმურებში ძალიან გაუმართლათ…ძალიან წესიერი ორი ძმა და ერთი და….მდგმურები თავის მხრივ კარგი მეზობლებით და არაჩვეულებრივი გარემოთი იყვნენ კმაყოფილები…

ერთ-ერთი ივლისის დღე ძალიან ცხელი გამოდგა.ადრე ვახშმობის შემდეგ,სამივე ვერანდაზე დაჯდა და გვიანობამდე ისხდნენ,რადგან იქ გრილოდა.გამოჩნდა მთვარე,რომელიც მთელ გარემოს ვერხცლის შუქს მოჰფენდა.

7f6423eed21d

ერთმანეთს ძილინებისა უსურვეს და ორი ყმაწვილი საკუთარ ოთახებში განმარტოვდა.როდესაც გოგონა თავის ოთახში  შევიდა,ფანჯარა ურდულით ჩაკეტა,მაგრამ საკეტებით არ დაბლოკა,მათ მიდამოებში ხომ არაფერი საშიში არ იყო.ის ბალიშებზე ცოტა მაღლა დაწვა და აღფრთოვანებით უყურებდა მთვარის შუქს.უცებ მისი ყურადღება მიიპყრო ორმა საშიშმა აალებამ,რომელიც ხეებს შორის გაჩნდა.გოგონა გაშეშდა…ცოტა რომ დააკვირდა დაინახა რომ ეს ორი ცეცხლი თვალები იყო,რომელიღაც მაღალი და შემზარავი სილუეტის,რომელიც ნელ-ნელა ვერანდას უახლოვდებოდა.არსება ერთი წამითაც არ შეჩერებულა.გოგონას ცივმა ოფლმა დაასხა……პანიკური შიშით მოცული, ცდილობდა ოთახიდან გაქცევას,მაგრამ კარი ფანჯარასთან იმყოფებოდა და გასაღებით იყო ჩაკეტილი- სანამ ადგები და გააღებ,არსება პირდაპირ ფანჯარასთან იქნება……შიშმა პარალიზემა მოახდინა მისი სხეულის,მაგრამ საწყალმა იპოვა ძალა და კარებთან მიირბინა.როდესაც კარებს შეახო ხელი,გაიგო გაფხაჭნის ხმა მინაზე..როდესაც მოიხედა,დაინახა რომ,არსება ცდილობს გააღოს ფანჯარა.

6c011821c62f

გოგონა შიშისგან კანკალებდა,გაშეშებული ფეხებით და ხელებით,იგი უყურებდა როგორ დავარდა შუშა ოთახის ხალიჩაზე.იმავე წამს ფანჯარაში გამოჩნდა გრძელი კლანჭიანი ხელი,რომელმაც გამოაღო იგი.საშინელი ადამიანის მაგვარი არსება ფანჯარაში შემოძვრა.მიმოიხედა და გოგონასთან გაჩნდა…გოგონას ყვირილი უნდოდა…მაგრამ ხმა თითქოს ჩაუვარდა………ამ არსებამ თმებით მოიწია გოგო თავისთან,თავი გადაუწია და თავის ამაზრზენი კბილები ჩაასო კისერში.ამ ტკივილისგან გოგონამ დაააიყვირა.ძმები გამოვარდნენ თავისი ოთახებიდან,მაგრამ შიგნიდან ჩაკეტილ კარში ვერ მოახერხეს შესვლა.ერთ-ერთმა მათგანმა დიდი ჩაქუჩი მოიტანა და დაიწყო საკეტის მტვრევა.როდესაც შეძლეს შიგნით შეღწევა,გულის ამრევი არსება უკვე წასული იყო,მათი და კი უგონოდ იწვა იატაკზე.კისრიდან სისხლის ნაკადი მიედინებოდა ხალიჩაზე…..ერთმა ძმამ გარეთ გაიხედა და მთვარის შუქზე დაინახა როგორ ხტუნვა-ხტუნვით მიდიოდა ის არსება…

გოგონა ძალიან წვალობდა,ჭრილობა დაუსივდა.მაგრამ,ის მაინც ცდილობდა ამ ყველაფრისთვის ახსნა მოეძებნა : რომ ახლო მდებარე საგიჟეთიდან,ვიღაც გიჟი გამოიქცა და შემთხვევით მათ სახლში მოხვდა.

1 კვირის შემდგომ მისი ჭრილობა შეხორცდა და გოგონამ თავი კარგად იგრძნო,მაგრამ ექიმმა ურჩია ძმებს,რომ თავისი და სადმე შორს წაეყვანათ,არაფერს რომ არ შეეძლო ამ ამბის გახსენება.

ძმებმა ბარგი ჩაალაგეს და შვეიცარიაში წავიდნენ.მასთან სიცოცხლის ხალისი დაბრუნდა.შემოდგომის დადგომის შემდეგ,ოჯახი ისევ კემბერლენდში დაბრუნდა.გოგონა ისევ თავის ოთახში დარჩა,მაგრამ საღამოსვე ყველა საკეტს კეტავდა.როგორც ყველა ძველ სახლში,ფანჯრის ზედა ნაწილი მაინც ღია რჩებოდა.ძმებმა კი გადაინაცვლეს გოგონას ოთახთან ახლოს და თან სულ დატენილი იარაღი ჰქონდათ.

fa8dbe0d6905

ერთხელ ღამით გოგონა ნაცნობმა ხმამ გააღვიძა…ვიღაც შუშაზე კლანჭებს აფხაჭუნებდა…მან ზევით აიხედა და დაინახა,რომ მას იგივე ამაზრზენი არსება,თავისი ორი დიდი საშინელი თვალით უყურებს.გოგონამ ხმამაღლა დაიყვირა.ძმები ეგრევე გაემართნენ თავისი დის ოთახისკენ…როდესაც გარეთ გავიდნენ დაინახეს როგორ გარბის ეს არსეება მათი სახლიდან ძალიან შორს.უფროსმა ძმამ გაისროლა და გაარტყა მას….როგორღაც,ფეხის თრევით მან მიაღწია კედელს,გადახტა და მიიმალა…….

სულ ეს იყო…იმედია წაიკითხეთ და დაგაინტერესათ,თუ არა კიდე- მე არ დამიძალებია შემოსვლა……სიმართლე გითხრათ ვამპირეების მჯერა :) ოღონდ ენერგო ვამპირების :) გმადლობთ ყველას :)

პ.ს. ეს ჩემი ფანტაზიის უნარის შედეგი არ გახლავთ ;)

BY ნაწკა

პ.პ.ს. როგორც ვნახე ჩემი “საყვარელი” დამკოპირებელი ისევ იპარავს ჩემს პოსტებს…გმადლობ :) შენი საიტი მაინც ვერ მივა უცნაურამდე :) 5dd6ed7e1f00

მსგავსი ამბები

Back to top button