უცნაური

Loch Ness Monster

ამ ცხოველის თანამედროვე ისტორია იწყება 1934 წლიდან, როდესაც დოქტორმა რიჩარდ კენედ ვილსონმა ფოტო გადაუღო უზარმაზარ მონსტრს,რომლის გრძელი კისერი ტივტივებდა ტბის ზედაპირზე.სწორედ ამ ფოტომ გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი,მანამდე ამ ცხოველზე მხოლოდ ლეგენდები და ხმები დადიოდა,ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მანამდეც იცოდნენ ამ მითოლოგიური მონსტრის შესახებ,თუმცა ხალხი ტბის ნაპირას უფრო მეტად დასასვენებლად გადიოდა ვიდრე უცხო ცხოველის სათვალთვალოდ,როგორც კი ეს ფოტოები გახდა ცნობილი და ნესის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა,მოხმობილ იქნენ სპეციალისტები,რომლებმაც შეამოწმეს ფოტო და დაადასტურეს მისი სინამდვილე,ოღონდ სადავო გახდა ერთი საკითხი: იქნებ ფოტოზე აღბეჭდილი გიგანტური ცხოველი მართლა მონსტრი კი არა ჩვეულებრივი მოჭრილი ხე იყო?ამის შემდეგ საგულდაგულოდ იქნა შემოწმებული ტბის ფსკერიც მაგრამ უცნაური ცხოველის კვალს ვერსად წააწყდნენ.აქედან ჩაეყარა საფუძველი ტურიზმსაც ტბის მიდამოებში,რომლის შემოსავალმაც 1993 წლისთვის 37 მილიონი დოლარი შეადგინა.ბოლო წლებში ნესის მიმართ ყურადღებამ იკლო,რასაც ხალხის მხრიდან პესიმიზმს აბრალებენ.თუმცა რაც არ უნდა იყოს ნესი მაინც რჩება ჩემი ბავშვობის გამოუცნობ მოვლენად

მსგავსი ამბები

Back to top button