გასართობისასარგებლოსურათები

იელოუსტოუნი

იელოუსტოუნი არის ყველაზე დიდი ნაციონალური პარკი ამერიკაში,იგი გადაჭიმულია ვაომინგის,მონტანასა და აიდაჰოს შტატებზე. ეს არის საოცრებათა სამყარო რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.

ეს მიწები ამერიკელებმა აღმოაჩინეს გასულ საუკუნეში ,მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ მისთვის. მხოლოდ 1870 წელს როცა შტატის გუბერნატორმა კავალერიის დაჯგუფებასთან და მის ლეიტენანტთან ერთად იმოგზაურა ამ ადგილებში გაოცებული დარჩა მისი სილამაზით, ამ ტყეებით და მთებით. სწორედ მაშინ გაჩნდა აზრი რომ ეს ადგილი გამხდარიყო ნაციონალური პარკი

აქ არის ყველაფერი, ტყეები, კანიონები, ცხელი წყლები,ყინულოვანი ჩანჩქერები,კლდეები,თოვლიანი მთის მწვერვალები ,კირქვის ტერასები, გეიზერები , მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ერთ ერთი ყველაზე ლამაზი და აგრეთვე მრავალფეროვანი ადგილია დედამიწის ზურგზე.

როგორც ზემოთ ავღნიშნე აქ არის უამრავი კირქვის ტერასები,როგორც წესი ისინი უნდა იყოს თეთრი მაგრამ სხვადასხვაფერია. გასულ საუკუნეში ეს მიიჩნეოდა სასწაულად მაგრამ დღეს ყველაფერი ნათელი გახდა – კირს ფერი მისცეს პატარა მიკროსკოპულმა წყალმცენარეებმა რომელსაც სულაც არ აშინებთ ცხელი წყალი , მათი ფერი დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, ზოგი კაშკაშა ჟოლოსფერია,ზოგი ყვითელი , ზოგი ლურჯი და შინდისფერი.

ამერიკელებს ძალიან უყვართ თავიანთი პარკი, ყველა შტატიდან და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან მოდიან აქ რათა დროებით დაისვენონ და დაივიწყონ ცივილიზაცია ,გაატარონ რამდენიმე დღე ტყეებში და მთებში და გაიხსენონ რომ ათასობით წლის წინ მთელი ამერიკა იყო სწორედ ასეთი ხელშეუხებელი ნაკრძალი.

Lika Medzmariashvili | შექმენი შენი ემბლემა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close