საკითხავისასარგებლო

აგდამი – ქალაქი მოჩვენება…

ქალაქი, რომლესაც “კავკასიურ ჰიროსიმას” უწოდებენ. ქალაქი, სადაც ვერ შეხვდებით ცოცხალ არსებას, პირიქით, ადვილი შესაძლებელია სიკვდილს გადაეყაროთ, დააბიჯოთ რა СССР-ში შექმნილ ნაღმზე

ამ ქალაქის სახელი ბრეჟნევის ეპოქაში ყველა ლოთმა ზეპირად იცოდა და ელანდებოდა კიდეც…

ეს აგდამია, რომელშიც 30 000  ადამიანი ცხოვრობდა და აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნოდა. დღეს კი განადგურებული ტერიტორიაა, სულელური ომის შედეგი, ჯერ კიდევ აუღიარებელ მთიანი ყარაბახის საკუთრება.

საბჭოთა კავშირის პერიოდში როგორც ვიცით ხალხს არ ჰყოფდნენ ნაციების მიხხედვთ. აგდამშიც მშვიდობიანად ასხამდნენ სომხურ კონიაკს, ვაჭრობდნენ ყველითა და მატყლით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო უაზრო ომი ყარაბახში, რომელიც გაგრძელდა 1990 წლიდან 1994 წლამდე. მშვიდობიანმა მოსახლეობამ ეგრევე დატოვა ქალაქი, დარჩა მხოლოდ 6 ათასი ჯარისკაცი. სომხებმა ფაქტიურად მიწასთან გაასწორეს ქალაქი, შემდეგ კი მთლიანად დანაღმეს. ეს იყო 1993 წელი.

მიუხედავად ყველაფრისა ცნობისმოყვარე ტურისტები დღესაც ხშირად სტუმრობენ ქალაქს. ადგილობრივი ოფიცრები ცდილობენ გადაათქმევინონ განზრახვა, მაგრამ უშედეგოდ. არადა ქალაქში ძალზედ დიდია შანსი იმისა , რომ ნაღმზე აფეთქდე, გადაეყარო უამრავ საშიშ ქვეწარმავალს და საერთოდ დაიკარო კიდეც. ამის მიუხედავად ტურისტებს მაინც უშვებენ და ფულსაც კი ღებულობენ ზოგჯერ გიდობაში. კავკასიელები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ…

თანამედროვე მკვდარი ქალაქი პოლიტიკისათვის ბუფერული ზონაა, რომელსაც ვერ ინაწილებს ყარაბახი და აზერბაიჯანი. ეკონომიკისათვის კი სამშენებლო მასალების ნამდვილი წყაროა. სიცოცხლის ფასად მოდიან ქალაქში და გააქვთ აგური, მილები, რკინეულობა და ა.შ.

ერთადერთი თითქმის მთელი შენობა  მეჩეთია აგდამში და ძველი მუსულმანური სასაფლაო.

მეჩეთში, ტურისტებისა და ნოსტალგია შეპყრობილ დევნილების გარდა დახეტიალობენ ღორები და ძროხები. აზერბაიჯანელების თქმით, რომელიც მეზობლად ცხოვრობენ, ხმები დადის, თითქოსდა მეჩეთის რესტავრაციაა დაგეგმილი. ხოლო ასევე მეზობლად მცხოვრები სომხები კი ოცნებობენ აღადგინონ ძველი სომხური ეკლესია აგდამის ცენტრში.

********************************************************************************
********************************************************************************


ჩემი ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close