საკითხავიუცნაური

პოკემონების აკრძალული 38-ე სერია

2b8442859227

1997 წლის 16 დეკემბერს საღამოს 18:30-ზე ერთერთ იაპონურ არხზე ნაჩვენები იყო პოკემონების ყველაზე სკანდალური სერია. ამ სერიის სახელწოდებაა “კომპიუტერული მეომარი პოლიგონი”. 

ეს სერია სკანდალური გახდა იმის მერე, რაც მისი ყურებისას მაყურებლებს (ძირითადად ბავშვებს 3 წლის ასაკიდან) დაემართათ შუქმგრძნობიარე ეპილეფსია. ზოგმა იგრძნო
სისუსტე და თავბრუსხვევა. ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა ეკრანზე
ხშირი უეცარი განათებების გამო. ამ ინციდენტის გამო ეს სერია არ იყო ნაჩვენები
არცერთ ქვეყანაში, თუმცა მისი პოვნა ძალიან ადვილია ინტერნეტში. შევეცდები
აგიღწეროთ რა ხდება ამ სერიაში და რომელ მომენტზეა კონკრეტულად ლაპარაკი.
სიუჟეტის მიხედვით მულტსერიალის მთავარი გმირები აღმოჩნდებიან
კომპიუტერიში, სადაც მათ ევალებათ გაანადგურონ საშიში ვირუსი. მეთექვსმეტე
წუთზე პიკაჩუ  გამოიყენებს თავის ერთერთ დარტყმას. ამ მომენტში ეკრანზე დაინახავთ კაშკაშა წითელ და ლურჯ შუქებს. ასეთი აფეთქებები სხვა მულტფილმებშიცაა, მაგრამ ეს “აფეთქება” გამოირჩევა ფერების განსაკუთრებული ინტენსიურობით და სიკაშკაშით.
ამ სცენის ყურების შემდეგ ბავშვებს გაუუარესდათ მხედველობა, იგრძნეს თავის
ტკივილი და გულისრევა, მაგრამ იყო უარესი შემთხვევებიც. ისინი კარგავდნენ გონებას.
685 ბავშვი (375 გოგონა და 310 ბიჭი) გადაიყვანეს საავადმყოფოში.

პ.ს – მე ვუყურე ამ სერიას და ჯერჯერობით ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ :thanks:

მსგავსი ამბები

Back to top button