საქართველოს ელექტრომატარებლები
გთავაზობთ საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებულ ელექტრომატარებლებს და თითოეულ მათგანზე მცირე ინფორმაციას. საქართველოს ელექტრომატარებლების უმრავლესობა მიუხედავათ იმისა, რომ რამოდენიმე ათეულ წელს ითვლის, რაც ამაყად დაგორავს რკინის რელსებზე, დღესაც საკმაოდ კარგად გამოიყურება და ემსახურება თავის მგზავრებს. ზოგი მათგანი ისევ ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, ზოგს კი არაერთი კაპიტალური რემონტი და სრული მოდერნიზება ჩაუტარდა. არიან ისეთებიც რომლებიც სულ მთლად ახლები გახლავთ და სიარულს ეხლა სწავლობენ. ზოგი მათგანით საკმაოდ კომფორტულად იმგზავრებთ(ბილეთის ფასი 40 ლარამდე), ზოგი მათგანით კი უბრალოდ “იმგზავრებთ”(ბილეთის ფასი მინიმუმ 1 ლარი). აღნიშნული ელექტრომატარებლების დამზადებას და აღდგენა-მოდერნიზებას შ.პ.ს. “საქართველოს რკინიგზის” დაკვეთით ახორციელებს სააქციო საზოგადოება “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა” და შ.პ.ს. “ვაგონმშენებელი კომპანია”
წარმოდგენას დავიწყებ “ეს” სერიის ელექტრომატარებლებით:
ეს-001 თავდაპირველი სახით.
ეს-001 მოდერნიზების შემდეგ. ამჟამად ასრულებს რეისებს თბილისი-ბორჯომის მიმართულებით.
ეს-002 მოდერნიზების შემდეგ.
ეს-003 მოდერნიზების შემდეგ. თბილისი-ფოთი
ეს-003 და ეს-001
ეს-004 თავდაპირველი სახით.
ეს-004 მოდერნიზების შემდეგ. ამჟამად ასრულებს რეისებს ოზურგეთი-მახინჯაურის მიმართულებით.
ეს-005 ასრულებდა რეისებს თბილისი-აეროპორტის მიმართულებით. ამჟამად ასრულებს რეისებს თბილისი-სადახლოს მიმართულებით.
ეს-006 თბილისი-ფოთი
ეს-007 თბილისი-ბორჯომი
ეს-008
ეს-008 და ეს-005
ეს-009 თბილისი-გარდაბანი
ვმკ (ვაგონმშენებელი კომპანია) სერიის 3 ახალი ქართული ელექტრომატარებელი. ზაფხულის სეზონზე ასრულებდნენ რეისებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით. ამჟამად ასრულებენ რეისებს თბილისი-ფოთის მიმართულებით.
ЭР-1060 მოდერნიზების შემდეგ.
ЭР-1060 მეორე მოდერნიზების შემდეგ. ამჟამად ასრულებს რეისებს თბილისი-ქუთაისის მიმართულებით.
ეს-001 და ЭР-1060
ЭР-2Т-7251 თავდაპირველი სახით.
ЭР-2Т-7251 მოდერნიზების შემდეგ.
ЭР-1011-М თბილისი-აეროპორტი
ЭР-699 თავდაპირველი სახით.
ЭР-699 პირველი მოდერნიზების შემდეგ.
ЭР-631(699) მეორე მოდერნიზების შემდეგ. ამჟამად ასრულებს რეისებს თბილისი-შინდისის მიმართულებით.
ერ-2მ-974 მოდერნიზების შემდეგ.
ЭР-574
ЭР-1010
ხაშური-სურამი
წარსული და აწმყო ერთმანეთის პირისპირ…
სურათების უმრავლესობა ჩემი გადაღებულია, მცირე ნაწილი კი მოძიებულია railway.ge და forum.ge-დან