არქივი

ისტორიული კურიოზები ნაწილი II

ekaterine II

1.ერთხელ ალექსანდრე მაკედონელი სასამართლოს ესწრებოდა და ბრალმდებელის გრძელ სიტყვას უსმენდა, მან ერთ ყურში თითი დაიცო და ასე იყო სიტყვის დასრულებამდე. მხლებლებმა ჰკითხეს, ბატონო, ასე რატომ მოიქეცით? ალექსანდრემ უპასუხა: ამ ყურს მოვუფრთხილდი, ბრალდებულსაც ხომ უნდა მოვუსმინო!

2. თავად პოტიომკინს (ქართველებს კარგად მოგვეხსენება მის შესახებ, კავკასიის ოლქში მსახურობდა ერეკლე II-ს დროს) ერთი დისწული ჰყავდა, დავიდოვი. დავიდოვი ძალიან უნიჭო და გაუნათლებელი იყო, ამიტომ ეკატერინე II არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. პოტიომკინი, რომელიც ეკატერინე II-ს საყვარელი მხედართმთავარი იყო, ამის გამო განაწყენდა. ის იმპერატრიცასთან მივიდა და ამ უყურადღებობაზე მიუთითა.
-დავიდოვი ისეთი სულელია, რომ მისთვის არანაირი საქმის ჩაბარება არ შეიძლება – უპასუხა ეკატერინე II-მ და დავიდოვს მიუბრუნდა – გთხოვთ მიბრძანდით და ნახეთ რას აკეთებს ბარომეტრი (ატმოსფერული წნევის საზომი ხელსაწყო). დავიდოვი გავიდა ოთახში სადაც ბარომეტრი ეკიდა და როდესაც დაბრუნდა დედოფალს მოახსენა – კედელზე კიდია, თქვენო უდიდებულესობავ.
-დედოფალს გაეღიმა და პოტიომკინს მიუბრუნდა – ხედავთ, თავადო, მე არ შევმცდარვარ.

3. ერთმა ამერიკელმა გენერალმა აბრაამ ლინკოლნს ძალიან უხეში და უპატივცემულო წერილი მისწერა, რომელიც ასე სრულდებოდა “როგორც ჩანს, თქვენ მე სულელად მთვლით”. ლინკოლნმა უპასუხა – “არა, არ გთვლით, მაგრამ შეიძლება ვცდები”.
mefe lui XIV
4. ნაპოლეონს სურდა წიგნების ზემო თაროდან წიგნი ჩამოეღო, მაგრამ ვერ წვდებოდა. ადიუტანტმა გადაწყვიტა დახმარებოდა: “ნება მომეცით დაგეხმაროთ, თქვენო უდიდებულესობავ, მე უფრო მაღალი ვარ!”, ნაპოლეონმა მაშინვე უპასუხა “მაღალი კი არა, არამედ გრძელი!!!

5. სუვოროვთან ერთი ოფიცერი მივიდა, რომელიც არმიაში ცნობილი იყო, როგორც ცუდი ენის პატრონი და ამიტომ ბევრი მტერი ჰყავდა. მან მთავარსარდალს შესჩივლა რომ არმიაში ორი მტერი ჰყავდა და დაუსახელა მათი გვარები. სუვოროვმა ის სარკესთან დააყენა და უთხრა – ენა გამოყავით თუ შეიძლება. ოფიცერმა ენა გამოყო. -აი თქვენი ყველაზე დაუძინებელი მტერი- უთხრა სუვოროვმა.

6. ერთხელ ლუი XIV “მეფე მზესთან” სადილზე ერთმა ფილოსოფოსმა შენიშნა: “ჩვენ ყველანი მოვკვდებით” – და როდესაც “მეფე მზის” მკაცრი მზერა შენიშნა, დაამატა – “თითქმის ყველანი”.
kolumbi
7. ქრისტეფორე კოლუმბი გარდაიცვალა ესპანეთში. დამარხეს ვალიადოლიდში.სამი წლის შემდეგ გადაიტანეს სევილიის მონასტერში. 33 წლის შემდეგ ნეშტი კუნძულ ჰაიტზე დამარხეს. 1795 წელს, როდესაც კუნძული ფრანგებმა დაიპყრეს, კოლუმბის საფლავი კუნძულ კუბაზე გადაიტანეს. 1898 წელს, როდესაც ამერიკელებმა კუბა დაიკავეს, კოლუმბის საფლავი ისევ სევილიაში გადაიტანეს. ასე რომ კოლუმბმა კიდევ ერთხელ იმოგზაურა ამერიკაში, ოღონდ ამჯერად სიკვდილის შემდეგ.

8. როდესაც მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანიის სამხედრო ფლოტის ჩაძირვა, ჩერჩილმა თქვა, რომ ამ საქმეს თვითონ მიხედავდა ინგლისელთა ავიაციით და ფლოტით, მაგრამ სტალინმა უპასუხა: “გავიყოთ და თქვენ თქვენი წილი ჩაძირეთ, ხოლო მე ჩემსას მივხედავო”.

ნაწილი I იხილეთ აქ

მსგავსი ამბები

Back to top button