არქივი

მოძრაობა მარცხენა და მარჯვენა ზოლებში – ისტორიული მიზეზები

36mpn
თბილისში და ზოგადად საქართველოში ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა მარჯვენა საჭიანი ავტომობილები. არ დავიწყებ გამომწვევი მიზეზების მოყოლას, უბრალოდ დამაინტერესა რატომ მოძრაობენ ბრიტანეთში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში მარცხენა ზოლში და პირიქით რატომ ვმოძრაობთ ჩვენ მარჯვნივ.

როგორც აღმოჩნდა მარცხენა ზოლში სიარულს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია ჰქონია, მეტიც მარჯვენა ზოლში სიარული ადამიანებმა გაცილებით გვიან დაიწყეს.

1998 წელს სვინდონში (ინგლისი) არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კარგად შემონახული გზა რომაული ქვის სამტეხლოსაკენ. ჭრილები მარცხენა მხარეს (ქვის სამტეხლოდან გზისკენ ყურების შემთხვევაში) უფრო ღრმა აღმოჩნდა ვიდრე მარჯვენა მხარეს. ამ ჭრილებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სულ მცირე ამ ადგილებში რომაელები მოძრაობდნენ მარცხენა ზოლში. ჭრილები გზაზე მარცხენა მხარეს უფრო ღრმა იყო რადგან ქვის სამტეხლოში ცარიელი ურმებით შედიოდნენ, იქიდან კი, დატვირთულნი გამოდიოდნენ.

ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ძველი ცხენებით მოგზაურნი ძირითადად მოძრაობდნენ მარცხენა ზოლში. რადგან ადამიანთა უმრავლესობა მემარჯვენეა, ცხენოსნები მარცხენა მხარეს მოძრაობისას უფრო ადვილად მოახერხებდნენ რაიმეს ერთმანეთისთვის მიწოდებას ან თუნდაც, საჭიროების შემთხვევაში, ხმლის გამოყენებას.

პირველი სამართლებრივი აქტი, რომელიც მარცხენა ზოლში მოძრაობას დაარეგილირებდა შეიქმნდა დიდ ბრიტანეთში, 1756 წელს ლონდონის ხიდთან დაკავშირებით. 1773 წელს მიღებული Highway act შეიცავდა რეკომენდაციას, რომ მოძრაობა უნდა ყოფილიყო მარცხენა მხარეს. იგივე რეკომენდაციას შეიცავდა 1835 წლის Highway act-იც.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო მოძრაობის გადატანა მარცნიდან მარჯვნივ ისეთ ქვეყნებში როგორიც იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ეს გადატანა პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარეობდა: კერძოდ კი, აშშ-ში გავრცელებული იყო დიდი სატვირთო ეტლები, რომლებშიც შებმული იყო რამდენიმე წყვილი ცხენი. აღნიშნულ ეტლებს არ ჰქონდათ მეეტლის დასაჯდომი, ამიტომ ისინი წინა მარცხენა ცხენზე სხდებოდნენ და აღვირი მარჯვენა ხელში ეჭირათ. ისხდნენ რა მარცხნივ, მათთვის უფრო მოსახერხებელი იყო, რომ სხვა ეტლებს გვერდზე მათი მხრიდან გაევლოთ, რადგან მარჯვნივ სიარულისას უფრო ადვილად ახერხებდნენ მარცხნიდან მოძრავი ეტლების აცილებას.

ლეგენდა ასევე გვიყვება,რომ ნაპოლეონმა შეცვალა მოძრაობის წესები მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში და გადაიყვანა ისინი მარჯვნივ. ეს კი ორი ფაქტორით იყო გამოწვეული: 1. როგორც ვარაუდობენ ნაპოლენი თავად მემარცხენე იყო და 2. ის ამ წესის შემოღებითაც კი ეწინააღმდეგებოდა მის მტერ ბრიტანეთს. თუმცა აღნიშნული არასდროს დამტკიცებულა და მხოლოდ ლეგენდადაა შემორჩენილი.

მასობრივი მარჯვენა მხარეს მოძრაობა მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. 1928 წელს პორტუგალიამ შეცვალა მარცხნივ მოძრაობის წესი მარჯვნივ მოძრაობით, იტალიაში მე-20 საუკუნის 20იან წლებში, მუსოლინის სათავეში მოსვლის შემდეგ, ავსტრალიამ და ჩეხოსლოვაკიამ ეს წესი გერმანიის მიერ შესაბამისად, ანექსიისა და ოკუპაციის შემდეგ შეცვალეს. ლათინურმა ამერიკის ქვეყნებმა, პანამამ და არგენტინამ მხოლოდ 1943 -სა და 1945 წლებში. ჩინეთში მარჯვნივ მოძრაობა შემოღებულ იქნა 1946 წელს.

იაპონიის პრეფექტმა, ამერიკის ოკუპაციის შემდეგ შემოღებული მარჯვნივ მოძრაობის წესი, კვლავ შეცვალა მარცხნივ მოძრაობით 1978 წელს.

სამოამ კი მარცხნივ მოძრაობა შემოიღო 2009 წელს, რომ სხვა სამხრეთ წყნარი ოკეანის ქვეყნებს შეერთებოდა.

ეს კი დემონსტრაცია თუ რა პრობლემებს იწვევს სხვადასხვა მხარეს მოძრაობა: ;)

წყარო: Levanik.wordpress.com (c) ყველა უფლება დაცულია.

მსგავსი ამბები

Back to top button