არქივი

კოსმოსური კვლევის მიღწევები და ახალი ჰორიზონტები

dc74ef520560
ამ პოსტში მე მოგიყვებით ყველა დროის კოსმოსური მიღწევების შესახებ

1957 წელი. საბჭოთა სპუტნიკ 1 და სპუტნიკ 2 დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრებია.

3d3bce1f2966
სურათზეა სპუტნიკ 1.

1958 წელი. აშშ-მ გაუშვა თავისი პირველი თანამგზავრი ექსპლორერ 1

1962 წელი. აშშ-ის მარინერ 2, პირველი ზონდია, რომელმაც ვენერას მიაღწია.

558816d650f2
სურათზეა მარინერ 2.

1965 წელი. მარინერ 4 პირველი ზონდია რომელიც მარსს გასცდა

1966 წელი. ლუნა 9-მ შეასრულა პირველი რბილი დაშვება მთვარეზე, და დედამიწაზე სურათები გამომაგზავნა.

87ee6af3e917
სურათზეა ლუნა 9.

1970 წელი. ვენერა 7 პირველი კოსმოსური ხომალდია, რომელიც პლანეტა ვენერაზე დაეშვა.

1973 წელი. NASA-ს ზონდი პიონერი 10 პირველია, რომელმაც იუპიტერს მიაღწია.

1976 წელი. NASA-მ მარსზე გაუშვა ზონდები ვიკინგ 1 და ვიკინგ 2

0j7m4
სურათზეა ვიკინგ 1.

1979 წელი. პიონერი 11 პირველი ზონდია, რომელმაც სატურნს მიაღწია.

1986 წელი. ზონდმა ვოიაჯერ 2-მა მიაღწია პლანეტა ურანს. ევროპის კოსმოსური სააგენტო ჯოტო და საბჭოთა ვეგა ის ზონდებია, რომლებმაც ჰალეის კომეტა დააფიქსირეს.

1989 წელი. ვოიაჯერ 2-მა ნეპტუნს მიაღწია.

6656a7e570ff
სურათზეა ვოიაჯერ 2.

1990 წელი. NASA-ს “მაგელანმა” ვენერას მიაღწია, და მისი მთელი ზედაპირის რადარული რუკა გადაიღო.

1997 წელი. პათფაინერი მარსზე დაჯდა და მარსის პირველი მკვლევარი ხომალდი “სოჯორნერი” გამოიყენა.

2000 წელი. ნიარ-შუმეიკერმა ასტროიდ ეროსს შემოუარა და მისი რუკა გადაიღო.

2004 წელი. კასინი-ჰიუგენსმა სატურნს მიაღწია; მარსზე დაჯდა მარსის მკვლევარი.

2005 წელი. NASA-ს ღრმა დარტყმის ზონდმა კომეტა ტემპელ 1-ს მიაღწია (ამ კომეტაზე აუცილებლად მოგითხრობთ) ; ჰიუგენსი ტიტანზე დაჯდა.

2006 წელი. გაუშვეს ზონდი ახალი ჰორიზონტები, ნასას სტარდასტმა კი კომეტის მტვრის ნიმუშები ჩამოიტანა.

მიმდინარე მისიები
1.კასინი გარემოიქცევა სატურნის ირგვლივ, გაშვებულია 1997 წლის 15 ოქტომბერს.
2.მერკურის მაცნე გაშვებულია 2004 წლის 3 აგვისტოს.
3.მარსის მზვერავი გაშვებულია 2005 წლის 9 ნოემბერს, გარემოიქცევა მარსის ირგვლივ.
4.ვენერა გაშვებულია 2005 წლის 9 ნოემბერს ვენერას ირგვლივ.
5.ახალი ჰორიზონტები იკვლევს პლუტონს და კოიპერის სარტყელში მყოფ პლანეტებს. გაშვებულია 2006 წლის 19 იანვარს.

2006 წლის 19 იანვარს გაუშვეს ზონდი ახალი ჰორიზონტები რომელმაც უნდა გამოიკვლიოს პლუტონი. პლუტონზე მანამდე რაკეტა არ დამჯდარა. დაბინდული ხედები დედამიწიდან ძალიან ცოტას გვეუბნება ამ პატარა პლანეტის შესახებ.ახალი ჰორიზონტები გამოიკვლევს საფეხბურთო მოედნის ზომის ზედაპირებს პლუტონზე და მის მთვარეებზე.ახალი ჰორიზონტები უკან აღარასოდეს აღარ დაბრუნდება, იგი თავის ყველა მონაცემს გამოაგზავნის დედამიწაზე, ანტენის მეშვეობით. ზონდი ენერგიას იღებს ატომური გენერატორიდან. ზონდი თავის დანიშნულების ადგილას სავარაუდოდ 2015 წლის ივლისში მიაღწევს. იგი გადაიღებს პლუტონისა და მისი მთვარეების სურათებს. ზონდი კოიპერის სარტყელში შეიძლება პლუტონის მსგავს 1 ან რამდენიმე ობიექტს გადააწყდეს.
იმედია მოგეწონათ
BY ბერო.
თუ ჩემი პოსტები კოსმოსთან დაკავშირებით არ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ ნახოთ შესაბამის ლინკზე გადასვლით :)

დიდი აფეთქება

არწივის ნისლეული

ზეახალი ვარსკვლავი

გალაქტიკების სამყარო

f3d39be7ea7f

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button