საჭიროა კი განათლება, რათა გახდე მილიარდერი?
ბილ გეითსი
ყველაზე ცნობილი მილიარდერი, რომელმაც გვაჩუქა საყვარელი ოპერაციული სისტემა windows.
სწავლობდა სიეტლის პრივილეგირებულ სკოლაში და იყო ხელმოცარული ოროსანი. ერთადერთი საგანი, რომელშიც კარგ ნიშნებს იღებდა მათემატიკა იყო. დაწყებით სკოლაში ისე ცუდად იქცეოდა, რომ ფსიქიატრთან სამკურნალოდაც კი გააგზავნეს.
15-16 წლის ასაკში ისე გიჟდებოდა კომპიუტერზე, რომ მთელ დღეებს მასთან ატარებდა.
სკოლის შემდეგ ჩააბარა ჰარვარდში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გამოაგდეს სწავლაში წარუმატებლობის გამო. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის 20 წლის ასაკში შეექმნა კომპანია micro-soft, შემდგომში სახელად Microsoft Corporation.
მაიკლ დელი
კომპიუტერის კიდევ ერთი გენიოსი. სწავლობდა Memorial High School-ში, ჰიუსტონში, მაგრამ კარგი მოსწავლე არ ყოფილა. პირველად 15 წლის ასაკში გაეცნო კომპიუტერს apple II-ს.
სკოლის შემდეგ მოეწყო ტეხასის უნივერსიტეტში, სურდა ექიმი გამხდარიყო. მაგრამ 19 წლისა გამოვიდა უნივერსიტეტიდან, რათა წამოეწყო საკუთარი ბიზნესი. 1987 წელს დაარსა კომპანია Dell Computer Corporation, რომელიც კომპიუტერების ყველაზე მომგებიანი მწარმოებელი გახდა მთელ მსოფლიოში.
კარლოს სლიმ ელუ
ლიბანელი წარმოშობის მექსიკელი ბიზნესმენი, ლიბანელი ქრისტიან-ემიგრანტების ვაჟი. forbes-ის რეიტინგში იკავებს პირველ ადგილს მილიარდერებს შორის, 67.8 მილიარდით.
ტელემაგნატი და ლათინური ამერიკის უმდიდრესი ადამიანი საგულდაგულოდ მალავს თავის ბიოგრაფიას. თუმცა ცნობილია, რომ ბიზნესს სკოლის პერიოდში მოკიდა ხელი.
ლოურენს ელისონი
კორპორაცია oracle-ს დამფუძნებელი. სწავლობდა ილინოისის უნივერსიტეტში, საიდანაც ორი წლის შემდეგ სამარცხვინოდ გამოაგდეს. ასევე ერთი სემესტრი ისწავლა ჩიკაგოს უნივერსიტეტში.
თუმცა, ელისონი დამოუკიდებლად სწავლობდა პროგრამმირებას და მუშაობდა ბევრ ადგილას, ხოლო 1977 წელს დაარსა საკუთარი კომპანია, რომელშიც თავდაპირველად 8 კაცი მუშაობდა. 1986 წლისთვის კი უკვე 31.5 მილიონად იყო შეფასებული.
ეიკ ბატისტა
ბრაზილიერი მილიარდერი. სწავლობა ქალაქ ახენის უნივერსიტეტში, თუმცა მიატოვა სწავლა და წავიდა ბრაზილიურ ჯუნგლებში ოქროს საძებნელად, მაგრამ აღმოაჩინა რკინის საბადო.
წყარო: WWW.AMBAVI.COM