არქივი

ინტერვიუ ქვეცნობიერთან

9ab3440e94b6

საიტებზე დავბოდიალობდი და ასეთ საინტერესო რაღაცას წავაწყდი..

თუ თქვენ საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების სურვილი გაქვთ, დაგჭირდებათ
1. პასტა
2. ფურცელი
3. ძაფი ან ძეწკვი რომელზეც ჩამოკიდებთ ჭანჭიკს (ან რამე ნივთს, რომელსაც საკმარისი სიმძიმე ექნება, რომ ძეწკვი დაჭიმოს და არც ისე მსუბუქი იქნება, რომ ჰაერზე იფარფატოს). ამის მერე ფურცელზე ხატავთ ამ სქემას:

3d084d274882

და ბოლო ეტაპზე, ხაზების გადაკვეთის ადგილის თავზე გიჭირავთ ძეწკვზე ჩამოკიდებული ჭანჭიკი და საკუთარ ქვეცნობიერს უსვამთ შეკითხვებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხელი გაჩერებული უნდა გქონდეთ, ძეწკვი თავისით იქანავებს იმ მიმართულებით, რასაც ქვეცნობიერი გპასუხობთ შეკითხვაზე.

შეკითხვები ნებისმიერი სახისაა, ოღონდ თქვენ და თქვენს მიმდინარე გრძნობებს უნდა ეხებოდეს. (გავხდები მილიონერი? ასეთ შეკითხვაზე პასუხი ქვეცნობიერმა არ იცის და ვერც გიპასუხებთ.)

მაგრამ თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, საკუთარი გრძნობების გადამოწმება და განცდებში დარწმუნება გინდათ, მართლაც უალტერნატივო საშუალებაა! :P

4 დღის განმავლობაში ქვეცნობიერს დავუსვი და მივიღე პასუხი ამ და მსგავს კითხვებზე:

1. მიყვარს “ის”? არა (თან რა გამეტებით უარყოფდა, ერთი გენახათ!)
2. მენატრება? კი
3. ვარ ამბიციური? კი
4. მინდა უცხოეთში ცხოვრება? არა
5. ვარ კარიერისტი? კი
(რა ვი, ასე მითხრა… :P)

სცადეთ, არ ინანებთ! ;)

წყარო: http://kohinor.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button