არქივი

ვაჟიშვილობის ინსტიტუტი და სექსის სკოლა(18+)

674c13b836c3
პოსტის წაკითხვა არასრულწლოვნებისთვის აკრძალულია.
რას გრძნობს მამაკაცი, როდესაც არანაირი სექსუალური გამოცდილება არ აქვს, არადა არც პატარა ბიჭია,რომ ასაკს დააბრალოს ყველაფერი და შვებით ამოისუნთქოს, არც ჯან-ღონე აკლია, არც გარეგნობითაა მთლად წყალში გადასაგდები,მაშინ რაშია საქმე, რამ გამოიწვია ეს ხათაბალა, რა გააკეთა არასწორად, ან რატომ უჭირს ნაბიჯის გადადგმა ,,სრულყოფილებისკენ”?

ალბათ ძნელია გაიაზრო კონკრეტულად რა ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. საქართველოში არ არსებობს სტატისტიკა ვაჟიშვილობის ინსტიტუტთან დაკავშირებით, ამის მიზეზი ისევ ჩვენს მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ ალბათ. კაცი ძლიერი არსებაა, შესაბამისად მას სისუსტის გამოვლინების უფლება არ აქვს, უფრო მარტივად რომ ვთქვათ მამაკაცები დიდი მონდომებით მალავენ თავიანთ სექსუალურ ცხოვრებას, თუმცა ამას ერთი შეხედვით ვერ მიხვდებით. რატომ? იმიტომ რომ უმეტესობა საკუთარ ,,მეს” ტყუილში მალავს, მაგალითად რომ მოვიყვანოთ, აქტიურად ბლატაობს საზოგადოებაში საკუთარი სექსუალური თავგადასავლების სიუხვის გამო, ცდილობს არ შეიმჩნიოს რომ რაღაც აწუხებს, სხვებისთვის ტყუილის თქმას რომ თავი დავანებოთ, საკუთარ თავსაც ცდილობს მოატყუოს და წარმოიდგინოს რომ ყველაფერი კარგადაა, ამ წარმოდგენებში აქტიური დამხმარის როლს მარჯვენა ხელი კოხტად ირგებს. (ზოგჯერ მარცხენაც).

ასეა თუ ისე ბოლოს ზოგს ბედი გაუღიმებს და ვინმე გარყვნილი მაყვალას მკლავებში აიხდენს საწადელს, თუმცა განვლილი წლები თავის ნიშანს მაინც ტოვებს კაცის ფსიქოლოგიაზე, შორიდან შეიძლება ადვილად და სასაცილოდ მოგეჩვენოთ ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ეს ნებისმიერი მამაკაცისთვის დიდი სტრესია.

თუ საქართველოში არ არსებობს არანაირი სტატისტიკა ამ პრობლემასთან დაკავშირებით, უცხოელები ბევრად უფრო გახსნილები არიან, ასე რომ იქაური მონაცემებით ვაჟიშვილების რაოდენობა 4%-ია. იქ ითვლება, რომ მამაკაცს პირველი სექსუალური გამოცდილება წესით 16-18 წლის შუალედში აქვს, ამ ასაკს რაც უფრო ცილდება, მით უფრო იზრდება შანსი, რომ რაიმე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე (იგულისხმება რომ სხვა მხრივ კაცი სრულიად ჯანსაღია).

ქართველებს რომ პრობლემის გადაჭრის არანაირი მეთოდი არ გვაქვს ეგ ისედაც ვიცით, გადაჭრის ხერხი კი არა,თავად პრობლემაც არ დგას ბევრს რომ ჰკითხო. უცხოელებმა კი პრობლემის გადაჭრის გზად საინტერესო დაწესებულების შემოღება გადაწყვიტეს –
ეს სექს-სკოლაა. ერთ-ერთმა ბრიტანულმა არხმა დოკუმენტური ფილმის ჩვენებით,რომელიც ეხებოდა სკოლას, რომელიც ასწავლის ვაჟიშვილებს სექსის ხელოვნებას, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თავად სექსის სკოლების არსებობის შესახებ ხალხმა რა თქმა უნდა იცის, მაგრამ ფილმი, მართლაც ცოტა არ იყოს უსიამოვნო საყურებელია, ზოგი გარყვნილებას უწოდებს, ზოგი უმსგავსობას, ზოგი პორნოგრაფიას, მაგრამ შეფასებებიდან რაც მართალი იქნება, არის ის, რომ ეს რეალობაა. შეიძლება უსიამოვნო კუთხით გადმოცემული, მაგრამ მაინც რეალობა.
ჩემი შეფასება თუ გაინტერესებთ, ტელევიზიის მხრიდან ამ სიუჟეტის ჩვენება არ იყო კარგი საქმე. გავიგოთ რას წარმოადგენს სექსის სკოლა. აქ არის როგორც კონსულტანტი, ასევე სექსის მასწავლებლები, რომლებიც მწვრთვნელის როლში ევლინებიან ,,მოსწავლეებს”. ისინი ასწავლიან ქალის სხეულის ინტიმურ ნაწილებს (როგორც წიგნიდან,ასევე ფიზიკურადაც), ცდილობენ კონტაქტში შევიდნენ ლაპარაკით, ხუმრობით, მოკლედ მაქსიმალურად მოუხსნან კომპლექსები. და ბოლოს ეს ,,სასწავლო კურსი” ბოლოვდება ერთ-ერთ მწვრთვნელთან სექსუალური გამოცდილების მიღებით.

ამ ფილმის გასვლის შემდეგ ბევრმა მაყურებელმა უკმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ თავად ტელეკომპანია აცხადებს, რომ ეს ერთი ადამიანის ცხოვრებაზე, მის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მხარეზე და პრობლემაზე გადაღებული ფილმია, ნაჩვენებია, როგორ იზრდება მისი გამოცდილება, როგორ ძლევს სიძნელეებს.

ასეა თუ ისე ასეთი სექს-სკოლები მგონი საქართველოს არ ემუქრება, მაგრამ უფრო კარგი იქნება თავად პრობლემატური მამაკაცების მიერ სიმორცხვის დაძლევა და ფსიქოლოგის საქმეში ჩართვა.

ვიდეოს მეორე ნაწილი- შეიცავს უცენზურო სცენებს, შეგიძლიათ უყუროთ ამ ლინკზე დაკლიკებით

დიდი იმედი მაქვს არ იქნება უაზრო და უცენზურო კომენტარები, ეცადეთ ისაუბროთ პოსტში ასახულ პრობლემაზე, ან თუ ამ უკანასკნელს საერთოდ ვერ ხედავთ, მაშინ მშვიდად გადახვიდეთ სხვა პოსტზე.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button