არქივი

Jethro Tull

2f4d22ccbfb4

ჯეთრო ტალი არის ინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1967-1968 წლებში.მათი მუსიკა გამოირჩევა ორიგინალური ვოკალური ჰარმონიითა და ჯგუფის ლიდერის, იენ ანდერსონის მიერ ფლეიტაზე შესრულებული სოლოებით. თავდაპირველად ჯგუფი უკრავდა ბლუზ როკს ექსპერიმენტული ელემენტებით, შემდეგ კი, წლების განმავლობაში, მათ მუსიკას დაემატა ევროპული კლასიკური მუსიკის ფრაგმენტები, ხალხური და ეთნიკური მოტივები, ჯაზისა და არტ როკისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.

c83360db7b6c

იენ ანდერსონი პირველი ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1963 წელს, ბლეკპულში, იყო The Blades. 1966 წლისათვის იგი იქცა შვიდკაციან თეთრი სოულის შემსრულებელ კოლექტივად John Evan Band (მოგვიანებით – John Evan Smash), რომელსაც ასე ეწოდა მუსიკოს ჯონ ევანსის საპატივცემულოდ. ამ უკანასკნელმა საკუთარი გვარიდან სპეციალურად ამოიღო ასო ”ს”, რათა გვარს უცნაური ჟღერადობა ჰქონოდა. ამ მომენტისათვის ბერიმორ ბარლოუ უკვე უკრავდა ჯგუფში დასარტყამ ინსტრუმენტებზე.

ჯგუფი გადავიდა ლონდონში, იმოგზაურა ლივერპულში. მაგრამ კონცერტებს მსმენელების მცირე რაოდენობა ესწრებოდა. ამის გამო მომავალი ჯეთრო ტალი ხშირად იცვლიდა სახელს – უშუალოდ, მენეჯერების შემოთავაზებით. ’’ჯეთრო ტალი’’ მათ სახელად აიღეს უფრო მოგვიანებით, XVIII საუკუნის აგრიკულტურისტის საპატივცემულოდ.

კოლექტივის პირველ სინგლს ერქვა Sunshine Day – თუმცა მასზე ჯგუფის სახელი არასწორად ეწერა – Jethro Toe.

ჯგუფის პირველი სინგლი, “Sunshine Day”, რომლის პროდიუსერი დერეკ ლოურენსი იყო წარუმატებელი ღმოჩნდა და დიდ რარიტეტად იქცა.

ბლუზური სტილის სადებიუტო ალბომი This Was, რომელიც 1968 წელს გამოვიდა, შეიცავდა ხალხური მოტივებსაც. აქვე იგრძნობოდა ჯაზური განხრა. აშკარა იყო, რომ კოლექტივი საკუთარი თავის ძიებაშია. მიუხედავად ამისა, ფირფიტას საკმაოდ კარგი შეფასება მიეცა.

a82e6767af05

ალბომის გამოცემის შემდეგ, ანდერსონთან კამათის გამო აბრაჰამსმა დატოვა ჯეთრო ტალი და ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი, Blodwyn Pig. მისი ჯგუფიდან წასვლის ბევრი მიზეზი იყო – იგი თავად ბლუზურ სტილს მიჰყვებოდა, ხოლო ანდერსონს უფრო ფართო მასშტაბის მქონე ექსპერიმენტები სურდა. ამასთან, აბრაჰამსი ვერ შეეწყო კორნიკს. კიდევ ერთი მიზეზი ის, რომ აბრაჰამსს არ სურდა და არ შეეძლო კვირაში სამი საღამოს განმავლობაში დაკვრა. დანარჩენები თვლიდნენ, რომ აქტიურობა იმ ეტაპზე უფრო სწორი იქნებოდა.

მცირე პერიოდის განმავლობაში გიტარისტი ტონი აიომი (ბლექ საბათი) შეუერთდა ჯეთრო ტალს. მისი ხილვა, მაგალითად, შესაძლებელია ფილმში როლინგ სტოუნზის როკ ენ როლის ცირკი (რომელშიც სინამდვილეში ჟღერს სიმღერის “A Song For Jeffrey” სტუდიური ვარიანტი).

მსგავსი ამბები

Back to top button