არქივი

Water Polo

cbb9c9e9ef17

წყალბურთზე ცოტა ინფორმაცია ;)

d1a416ef22e7

წყალბურთი – მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისაგან (ერთი მეკარე) შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოწინააღმდეგეთა მიზანია საკუთარი კარის დაცვა და მეტოქე გუნდის კარში ბურთის გატანა.

9f6afca1c39d

1869 წელს ინგლისის ქალაქ ბორნმუთის ნიჩბოსანთა კლუბის წევრებმა ვარჯისისას მოიგონეს თამაში, რომელსაც დღეს მსოფლიო წყალბურთის (Water – წყალი, polo – სპორტის სახეობა) სახელით ვიცნობთ. მალე ამ თამაშმა ლონდონამდე ჩააღწია და იკვე 1870 წელს პირველი მარტივი წესებიც შეიქმნა. 1874 წელს ლონდონში პირველი ოფიციალური მატჩი მოეწყო. 1984 წელს კი პირველი ჩემპიონტიც ჩატარდა. პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1890 წელს შედგა ინგლისელ და შოტლანდიელ წყალბურთელებს შორის (მატჩი შოტლანდიელებმა მოიგეს ანგარიშით 4-0). 1892 წელს ინგლისური და შოტლანდიური წესების შერწყმით ლივერპულში გაფორმდა ახალი ოფიციალური წესები. შოტლანდიელებმა შეცვალეს ბურთიც (მანამდე ფეხბურთის ბურთით თამაშობდნენ) და უფრო მოხერხებული ბურთით დაიწყეს თამაში. XIX საუკუნის ბოლოს წყალბურთი ევროპაში და ამერიკაშიც გავრცელდა (უნგრეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია,აშშ). პირველი ამერიკული კლუბი 1888 წელს შეიქმნა ქალაქ ბოსტონში. უკვე 1900 წელს წყალბურთი პარიზის ზაფხულის II ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შეიტანეს. ამერიკელებს თამაშის საკუთარი წესები ქონდათ, რის გამოც ევროპული გუნდები მათთან თამაშზე უარს ამბობდნენ. ამიტომ 1911 წელს ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ თავის წევრ ქვეყნებს ინგლისური წესებით თამაში მოსთხოვა. ამან წყალბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახადა და მის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. 1926 წელს ცურვის საერთაშორისო ფედერაციაში შეიქმნა წყალბურთის კომისია, რომელსაც დაევალა კიდეც მსოფლიოში წყალბურთის განვრცობა და განვითრება.

cef8fb16bcd7

წყალბურთს თამაშობენ 50-მეტრიან აუზში. უშუალოდ სათამაშო მოედნის ზომებია 20X30 მ, წყლის სიღრმე არა ნაკლებ 2 მეტრი. მოედანი დაყოფილია რამოდენიმე წარმოსახვითი ხაზით: 15 მეტრიანი ცენტრალური, 7 მეტრიანი, 4 მეტრიანი და 2 მეტრიანი ხაზებით. კარის ზომებია 3X0,9 მ. თამაშობენ სპეციალური წყალგაუმტარი მასალისაგან დამზადებული ბურთით, რომლის გარშემოწერილობაა 6-71 სმ, წონა – 400-450 გრ. თამაშობენ ოთხ რვა წუთიან პერიოდს (სუფთა დრო). შესვენებები 2 წუთი (მეორე შესვენება – 5 წუთი). თამაშს იწყებს ის გუნდი, რომლის მოთამაშე პირველი მივა ცენტრში დადებულ ბურთთან. შეტევისათვის (ანუ ბურთის კარში სატყორცნელად) გუნდს ეძლევა 30 წამი. მისი გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. აკრძლულია ბურთზე ორი ხელით შეხება (მეკარის გარდა), აუზის ფსკერზე დგომა, ბურთის წყალში ჩაძირვა, უბურთო მეტოქეზე თავდასხმა, მეტოქისათვის ხელის ან ფეხის კვრა, მეტოქის დაძირვა. პენალტი ინიშნება თუ წესების დარღვევა მოხდა 5 მეტრიან ზონაში. წესების დარღვევისათვის მოთმაშე შეიძლება გაძევებულ იქნას აუზიდან 20 წამით (გატანილ გოლამდე ან ბურთის დაკარგვამდე). სამჯერ გაძევებული მოთამაშე ტოვებს აუზს შეცვლის უფლებით. გუნდში 7 მოთამაშეა (ერთი მეკარე). შეცვლათა რაოდენობა შეზღუდული არა არის. გუნდებს განსასხვავებლად ახურავთ თეთრი და ცისფერი ქუდები. მეკარეთ ქუდის ფერი წითელია. მატჩს ერთდროულად ემსახურება 5-7 მსაჯი.

176a6f0b6c01

1908 წლის 19 ივლისს ლონდონში დაარსდა ცურვის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Natation) – FINA. დამფუძნებელი ქვეყნები იყვნენ: ბელგია, გერმანია, დანია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, უნგრეთი, ფინეთი და შვედეთი. ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში. ამჟამად ფედერაცია აერთიანებს 201 ქვეყანას.

5e9bf6b61c6f

წყარო : ვიკიპედია

JoXa

es xo itumetes ar vici

მსგავსი ამბები

Back to top button