გასართობისაკითხავიუცნაური

5 ყველაზე უცნაური შენობა

1.სახლი როიალი ვიოლინოსთან ერთად.
ეს შენობა მდენარეობს ჩინეთში ქალაქ ხუინანში. გიგანტური ვიოლინო არის ამ შენობის შესასვლელი საიდანაც ესკალატორით შედიხართ შენობის ძირითად ნაწილში “როიალში”.შენობა მთლიანად მინისააა (შავი და გამჭვირვალე). შენობას აქვს კულტურული დატვირთვა და ქალაქში ტურისტების მოსაზიდად აშენდა. ამ შენობაში ხდება ქალაქის ახალი დაგეგმარების წარმოდგენა.

rz567

2.სახლი კაკტუსი.
დღესდღეისობით ხალხი ცდილობს, რაც შეიძლება ახლოს იყოს ბუნებასთან. ამისათვის როტერდამში ააშენეს 19 სართულიანი სახლი კაკტუსი, მის სართულებს აქვს ფოთლების ფორმა, რომლებიც ერთმანეთზე აწყვია. ყოველი ფოთოლი (სართული) მთავრდება აივნით ან საძინებლით, რომელზეც არის განლაგებული ყვავილების პატარა ბაღი. სართულების განლაგება იმდენად კარგადაა მოწყობილი, რომ ოთახები მაქსიმალურად ნათდება. სიცხისგან თავის ასარიდებლად შენობა თეთრადაა შეღებილი. ამ უცნაურ შენობაში 98 ოთახია, მაღალი კომფორტით. პროექტი იმდენად კარგადაა მოფიქრებული, რომ არც ერთ სართულზე ფაქტიურად არ რჩება ადგილი, რომელიც ბუნებრივად არ ნათდება.

wsh38

3.სახლი უნიტაზი.
ეს სახლი მდებარეობს სამხრეთ კორეაში და აქვს უნიტაზის ფორმა. სახლის ფართობია 419 კვადრატული მეტრი. ეს სახლი ერთის მხრივ პროვოკაციულ სახეს ატარებს და მისი არქიტექტორი ამ ნაგებობით ცდილობს გაამახვილოს ყურადღება მის ქვეყანაში არსებულ მძიმე სანიტარულ სიტუაციაზე.

3y4rs

4.წიგნებით სავსე ბიბლიოთეკა.
ეს არის კანზასის ცენტრარული ბიბლიოთეკა. მისი მშენებლობისას არქიტექტორმა სთხოვა მოსახლეობას მიეტანათ ისეთი წიგები, რომლებიც რამენაირად უკავშირდებოდა კანზას, საბოლოოდ რამოდენიმე მათგანი შენობის ფასადის დიზაინში გამიყენეს (გაზრდილი მაშტაბით). მიზანი კი ამ ყველაფრის ის იყო, რომ გაეზარდათ ბიბლიოთეკის სტუმართა რიცხვი.

frsbk

5.მობილური გლობუსი.
არაბმა შეიხმა ხამად აბუ დაბიმ.გაერთიანებულ საემიროებში შექმა განსაკუთრებული სახლი უდაბნოში სამოგზაუროდ. ეს უნიკალური კონსტრუქცია სიგანეში 20 მეტრის, ხოლო სიმაღლეში 12 მეტრის სიდიდისაა და მოიცავს ოთხ სართულს მისაღები ოთახით, 4 საძინებლით და 6 აბაზანით. შეიხის ეს სახლი შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში 1993 წელს.

მსგავსი ამბები

Back to top button