არქივი

შავი ხვრელი და სინგულარობა.

შავიი ხვრელიი

შემოდი და გაიგე მეტი შავ ხვრელზე და სინგულარობაზე.
P.S. შავ ხვრელზე პოსტი იყი, მაგრამ რაღაცეები აკლდა და თუ კარგად მახსოვს შეცდმოებიც იყო. ხოლო სინგულარობაზე ბევრმა მთხოვა დამედო პოსტი.

შავი ხვრელი მოქმედებაში =]

მოქმედებაშიი

შავი ხვრელი თვითონ სიტყვა ძალიან დამაფიქრებელი და საინტერესოა. ეს მოვლენა მე-20-ე საუკუნეში დაუმტკიცებელი და დაუჯერებელი ეგონათ, მაგრამ სულ რამდენიმე წლის წინ ეს მოვლენა დამტიკცდა ოფიციალურად. მის აღმოჩენასა და კვლევებში დიდი წვლილი მოუძღვის სტივენ ჰოკინგს, რომელსაც შავ ხვრელებზე მონადირეც კი შეარქვეს. ვინც ჩემი წინა პოსტი წაიკითხა გაიგო თუ როგორ ჩნდება შავი ხვრელები, მაგრამ ვინც არ იცის ვეტყვი, რომ შავი ხვრელი ჩნდება მაშინ, როდესაც კვდება (ფეთქდება) სუპერ გიგანტი ვარსკვლავები.

როგორ აღმოაჩინეს შავი ხვრელი?
ალბათ ეს კითხვა ბევრს გაუჩნდება.

თავიდან მეცნიერული ვარაუდით შავი ხვრელი უნდა ყოფილიყო ძალიან მძიმე, ძალიან მკვრივი და ძააალიაან ცხელი, მაგრამ მისი მასისა და სიმკვრივის გამო მისი გრავიტაცია უნდა ყოფილიყო უდიდესი ან უსასრულო. ამავე დროს შავი ხვრელის გრავიტაციას უნდა ჩაეთრია სინათლის სხივიც. შავი ხვრელის არსებობა სწორედ ამ ვარაუდის საშუალებით დამტკიცდა. რადგან ის ითრევს სხივსაც მაშინ სხივს რომელიც ასეთუისე ახლოს გაივლიდა მასთან მიმართულება უნდა შეცვლოდა, ანუ სინათლის სწორი დიაპაზონი უდნა დაერღვია. ეს დღეც მოვიდა. 1 მშვენიერ დღეს მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ვარსკვლავთან რაღაცა შავმა გაიარა, უფროსწორედ იმ ვარსკვლავიდან წამოსული გამოსახულება გამრუდდა. უდავოდ მათსა და ვარსკვლავს შორის შავ ხვრელმა გაიარა.

ამ სურათში მიხვდებით თუ როგორ ეფექტს იძლევა შავი ხვრელი სინათლესთან მიმართებაში.

შავი ხვრელი.

ესეთი ფაქტები და ბევრი სხვა მრავალი იყო, საბოლოოდ კი ეს ჰიპოთეზა სრულიად მართალი აღმოჩნდა… დიახ ამ პატარა და საშინელ არსებას არამარტო მატერიის შესანსვლა არ უჭირს, არამედ ფოტონსაც (სინათლეს) დიდი სიამოვნებით მიირთმევს.

აინშტაინმა მაგალითად მოიყვანა ძალიან კარგი რამ, რაც კარგად გაგვარკვევს გრავიტაციაში. წარმოიდგინეთ ბატუტი (ალბათ იცით რაც არის :P ). ამ ბატუტზე დავაგდოტ მძიმე რკინის სფერო, დავინახავთ, რომ სფერო ბატუტს ცენტრში ჩაზნიქავს გარკვეული სიგრძით, რაც მძიმე იქნება ნივთი, მით დიდი იქნება ჩაზნექვის რადიუსი და სიგრძე. ეხლა უფრო პატარა ბურთულა გავაგოროთ და დავინახავთ რომ იგი იგორავებს ამ დიდი რკინის სფეროს ირგვლივ. ასეა მაგალითად მზისა და დედამიწის შემთხვევაში. შავი ხვრელის შემთხვევაში ამ ბატუტის ცენტრი უნდა ჩავწიოთ იქამდე სადამდეც შევძლებთ, თუ შეძლებთ უსასრულობამდე :D, ლოგიკურად რასაც იქ ჩააგდებ ვეღარ ამოვა!
ამ სურათში ჩანს თუ როგორ ამრუდებს  და ზნიქავს სივრცეს შავი ხვრელი.

მაგალითი

მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, სამყარო 50 მილიარდი წლისა, რამდენი ვარსკვლავი აფეთქდებოდა და რამდენი შავი ხვრელი იქნება კიდევ  ჩვენს გალაქტიკაში უნდა იყოს ასობით და ათასობით მოხეტიალე შავი ხვრელი. მისი დანახვა ადვილი არ არის… ვაითუ ჩვენსკენაც მოიწევს “ჯოჯოხეთის შავი კარიბჭე?”

სინგულარობაზე ბევრს არ ვილაპარაკებ მაგრამ გასაგებად ვიტყვი, რომ ეს ნახევრად მაინც ჰოპოთეზაა და ბოლომდე არ არის დადგენილი.
მათემატიკურად სინგულარობა არის წერტილი სადაც ფუნქცია მიისწრაფის უსასრულობისკენ. დროის და სივრცითი სინგულარობა ეს არის წერტილი ან განსაზღვრული ის რეგიონი, სადაც დროის და სივრცის გამრუდება არის უსასრული ან სივრცე საერთოდ იხლიჩება. ამ წერტილში მატერია და ენერგია არის უსასრულო. იქ ასე ვთქვათ პარადოქსია რადგან ყველა ფიზიკური კანონია იმ წერტილში და ამევ დროს იქ არაფერი არ არის, სრული სიცარიელე.
სინგულარობა  მხოლოდ შავ ხვრელშია რადგან იქ არის ამის პირობები (სიმკვრივე, გრავიტაცია რომელიც სივრცეს ამრუდებს უსასრულოდ ან ხლიჩავს და სხვა). ზემოთ ხსენებული სტივენ ჰოკინგი ამბობს რომ სინგულარობის გაჩენას ანუ შავი ხვრელის წარმოშობას მოყვება სხვა განზომილებაში დროის მატერიის და სივრცის წარმოქმნა. ჩვენი სამყაროც მეცნიერების აზრით ასე წარმოიშვა.”დიდი აფეთქება” ასე უწოდებენ სამყაროს გაჩენის მომენტს. ამ დროს გაჩნდა დრო, სივრცე და მატერია, რომელიც იყო უსასრულოდ ცხელი, უსასრულოდ მძიმე და უსასრულოდ მკვირივი  პატარა წერტილი, რომელიც ნელ-ნელა დიდდებოდა, “იბერებოდა”.
ის ეხლაც აგრძელებს ზრდას და ეს უსასრულო ზრდა მოუღებს ბოლოს ამ სამყაროს,  მარტივად რომ ვთქვა გაიხლიჩება, როგორც ბუშტი სკდება.

მხოლოდ ჩვენს სამყაროში მილიარდობით შავი ხვრელია, თიოთოეული შავი ხვრელი სხვა სამყაროს არსებაზე მიგვანიშნებს, სადაც კიდევ მილიარდობით შავი ხვრელია… იფიქრეთ ამაზე ცოტა ხანი და თქვენი გონება დაიბინდება.

თქვენთვის და მუდამ თქვენთვის DaviDovicH
P.S კიდევ ბევრ ესეთ პოსტს დაგიდებთ, ჩემო ჯიგარო და ჭკვიანო ხალხო :*

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button