არქივი

კლიმატის ცვლილება (ნაწილი I)

4f3fd2bf220f

ტელევიზორით თითქმის ყოველდღე ვხედავთ შემაძრწუნებელ ახალ ამბებს – დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სტიქიები ბობოქრობს: გადაუღებელ და უჩვეულოდ ძლიერ წვიმებს წყალდიდობები მოჰყვება; მეწყერისა და ვულკანის ამოფრქვევის შედეგებთან ბრძოლისას თუ პრევენციული ზომების ჩასატარებლად მთავრობები მთელი რეგიონის მცხოვრებთა სასწრაფო ევაკუაციას ახდენენ, ცუნამსა თუ ტორნადოს მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა სახელებს არქმევენ – ალბათ ერთმანეთისგან იოლად გასარჩევად ან, სულაც, მათი საშინელი საქმიანობის შესანიღბვად…

4f3fd2bf220f

ასეა თუ ისე, დედაბუნების ეს უჩვეულო ქცევა თითქმის ნორმად იქცა… კლიმატი იცვლება, პლანეტა თბება, ოკეანეების დონე იმატებს, არქტიკული ყინული შემაშფოთებელი სისწრაფით იწყებს დნობას… სულ ცოტა ხანიც და პლანეტას წყალი წალეკავს… მართლა ასეთი ტრაგიკული მომავალი გველის? რა არის ამის მიზეზი და როგორ ავიცდინოთ თავიდან გლობალური კატასტროფა – ამაზე არა მარტო დაფიქრება გვმართებს, უნდა ვიმოქმედოთ კიდევაც!
რა იწვევს კლიმატის ცვლილებას?
მთელ მსოფლიოში ქვანახშირის, ნახშირჭყალბადების, ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების (ბენზინი, დიზელი და ა.შ.) ყოველდღიურ წვას მოჰყვება დიდი რაოდენობით ნახშირბადის ორჟანგის დაგროვება, რომელიც დედამიწის გარშემო სათბურის აირების ფენას წარმოქმნის. იგი მინის საფარივით მოქმედებს: მზის სითბოსა და ენერგიას უშვებს ჩვენამდე, მხოლოდ დედამიწაზე დაგროვილ სითბოს უკან, კოსმოსში, აღარ აბრუნებს. ამას კი დედამიწის ტემპერატურის ზრდა მოჰყვება. ეს მოვლენა “სათბურის ეფექტის” სახელითაა ცნობილი, ხოლო აირები, რომლებიც ამ მოლენას იწვევს-სათბურის აირის სახელწოდებით. ეს აირებია: CO2, CH4, N2O, SO2 და ა.შ.
სათბურის ეფექტს პლუსებიც გააჩნია! ამ ბუნებრივი მოვლენის წყალობით დედამიწაზე სიცოცხლე შესაძლებელი გახდა. სათბურის აირების ბუნებრივი გამოყოფა რომ არ ხდებოდეს, ჩვენს პლანეტაზე ჰაერის ტემპერატურა 33℃-ით დაბელი იქნებოდა. წარმოიდგინეთ: წლევანდელი ცხელი ზაფხულის ნაცვლად, აგვისტოში -7℃-ია სიცივეს უნდა გავმკლავებოდით, ზამთარში კი ალბათ ასტრონავტის სკაფანდრებიტ მოგვიწევდა სიარული… ბუნებრივი გზით (მაგალითად, ამოსუნთქული ჰაერი, ვულკანების ამოფრქვევა, მიწისძვრები და ა.შ.) მიღებული ნახშირორჟანგი 30-ჯერ აღემატება ადამიანის საქმიანობის შედეგად მიღებულ CO2-ს ის ბალანსირებადი ციკლის ნაწილია, ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი კი არღვევს ბუნებრივ წონასწორობას და საბოლოოდ ატმოსფერული CO2-ის კონცენტრაცია საგრძნობლად იზრდება

4476373f8560

რა იწვევს ტემპერატურის მატებას?
XIX საუკუნის ბოლოდან, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, ამ გაზების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურამ 0,5 -0,6℃ მოიმატა. ემისიის ანუ აირების გარშემო გაბნევის ძირითადი წყაროა წიაღისეულის საწვავის დიდი რაოდენობით წვა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, ტყეების გადაწვა საძოვრებისა და სახნავი მიწებისათვის, სოფლის მეურნეობაში ინტერსიული (მინერალური, აზოტოვანი სასუქების და ა.შ) მეთოდების გამოყენება.

7112134ed37f

სწორედ ტყეები და ოკეანეები (რომელთა წიაღშიც მრავლადაა წყალმცენარები) ასრულებენ ატმოსფეროს “მთავარ გამწმენდის” ფუნქციას-ისინი შთანთქავენ ატმოსფეროში დაგროვილი ნახშირორჟანგის უდიდეს ნაწილს და გამოყოფენ ჟანგბადს. როცა ხე კვდება ან იწვის, მის მიერ შთანთქმული ნახშირორჟანგი ატმოსფეროში ბრუნდება.

რა გველის?

თუკი კაცობრიობა არაფერს იღონებს, 2100 წლისთვის დედამიწაზე ატმოსფეროს ტემპერატურა 1,5 – 4,5  მოიმატებს. იმისათვის, რომ დაახლოებით მივხვდეთ, ამ თვალსაზრისით რა ტემპიტ მიიწევს დედამიწა წინ, გატყვით, რომ ბოლო გამყინვარების ხანიდან დღემდე ტემპერატურის მატება 5   უდრის. ტემპერატურის სწრაფი მატება ჩვენი ცივილიზაციისთვის დამანგრეველი და გამანადგურებელი იქნება. იგი გამოიწვევს როგორც ეკოლოგიურ (რაც პირდაპირ აისახება ადამიანი ჯანმრთელობაზე) , ისე სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს:

  • კონტინეტური მყინვარების დნობის გამო ზღვის დონე საუკუნის ბოლოსთვის 0,6 მეტრით აიწევს;
  • კლიმატის ცვლილება გამოიწვევს რეგიონური ქარის სისტემის ცვლილებას, რაც გავლენას მოახდენს ნალექების განაწილებაზე. გახშირდება წყალდიდობები გვალვა, ტყის ხანძრები, შტორმები და ქარიშხლები;
  • კლიმატის ცვლილება მწერების გამრავლებისათვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც სოფლის მეურნეობაზე ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგან ჩვენს პლანეტაზე მალარია და სხვა ტროპიკული დაავადება გავრცელდება;
  • წყლით მომარაგება შეფერხდება განსაკუთრებით არიდულ (მშრალ) რეგიონებში;
  • დაიტბორება და საცხოვრებლად უვარგისი გადება ზღვისპირა რეგიონები და ქალაქები;
  • კავკასიაში ბუნებრივი სარტყელები გადაინაცვლებს ზღვის დონიდან 400-500 მ-ით ზევით, ანუ ფასანაურისა და თიანეთის ტყეების ნაცვლად თანდათან სტეპები და ნახევრად უდაბნოები გაბატონდება, ყაზბეგში კი -ფართო ფოთლოვანი ტყეები.

 

scientist

თუ დროულად უარყოფ, უხვადაც მიომკი. უსაქმურობა ყველა ბოროტების საწყისია

მსგავსი ამბები

Back to top button