გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველაფერი სახეზე გაწერია

3op4i

შენი სახე შენ ტყუილს გაგცემს

“დედამიწაზე ექვსნახევარი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ცხოვრება გავს იმით, რომ ყველა ადრე თუ გვიან ამბობს ტყუილს.

გადიდებული თვალის გუგები, მაღლა მიმართული წარბები, ზევით აწეული ზედა ტუჩი, უმცირესი ზოლი შენს სახეზე, მცირე სხეულის მოძრაობაც, ყველაფერი ახალ ისტორიას ქმნის. შეიძლება ეს ადამიანის ბუნების ბრალი იყოს, მაგრამ სიმართლე მთელს შენ სახეზე წერია.”

არსებობს არაერთი წიგნი, გადაცემა თუ ინტერნეტის წყარო, რომელიც ძალიან კარგად აღწერს ადამიანის სხეულის ენას, ამ ენის შესწავლა კი ჩვენ სხვადასხვა სახის ადამიანებთან ურთიერთობაში დაგვეხმარება. ჩვენ შევძლებთ გავიგოთ თუ რას გრძნობს ადამიანი, როცა იგი რაიმე მნიშვნელოვანს გვეუბნება, რადგან მისი სიტყვები ყოველთვის სიმართლეს არ ასახავს. ჩვენ კი შეგვიძლია გავშიფროთ, თუ როდის გვატყუებს იგი, ან სიმართლეს გვეუბნება. ადამიანის ტვინის მოქმედებაც ამაში გვარწმუნებს, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შეხვედრისას შთაბეჭდილების 57%-ია ვიზუალურ ფაქტორზე დამოკიდებული, შემდეგ 32%-ით მოდის ბგერების ჟღერადობა, ხოლო იმ სიტყვებს, რომლებსაც თქვენ წარმოთქვამთ მხოლოდ 10% ყუადღება ეთმობა.

ერთ-ერთი ცნობით პაულ ეკმანი არის პირველი ადამიანი, რომელმაც ძიებების შედეგად აღმოაჩინა ადამიანის სახის შვიდი ძირითადი ემოცია. მან ასევე გამოიკვლია ძირითადი მდგომარეობები ადამიანის სახის კუნთებისა ამ შვიდი ემოციის დროს. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ადამიანი, რა რასას ან რელიგიას მიეკუთვნება, მისი სახის გამომეტყველება ამ შვიდი ემოციის დროს ერთგვარია, ხოლო ამ შვიდი ემოციის ამოცნობით, ჩვენ შევძლებთ გავარკვიოთ თუ რას ფიქრობს ის ადამიანი, რომელსაც ვაკვირდებით ან ვესაუბრებით.

აი ეს ემოციები:

20zqp

d4t4z

o8r1d

4phae

syw9a

j5vzm

rckta

ემოციების გამოხატვა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოძრაობს სახის კუნთები, სწორედ ამიტომ ეკმანმა შექმნა კოდური სისტემა, რათა დაედგინა თითქმის ყველა შესაძლო ვარიანტი, ამ გამომეტყველებებისა.

მისტერ ეკმანმა შექმნა ორის სახის სავარჯიშო სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ ამ 7 ძირითადი ემოციის შეცნობაში და გაიადვილებთ მათ აღმოჩენას. ყოველთვის სურათებზე ხომ არ დავაკვირდებით ადამიანის გამომეტყველებებს, რადგან ხშირად გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომელიც ცნობილია, როგორც, მაგალითად მიკრო გამომეტყველება ან ფაქიზი გამომეტყველება. პირველი მათგანის სახელი მომდინარეობს იქიდან, რომ სახის ეს მოძრაობა 1 წამზე მეტ ხანს არ გრძელდება, ამიტომ ძალზედ ძნელია და დიდ დაკვირვებას საჭიროებს მისი იდენტიფიკაცია. ხოლო მეორე შემთხვევა აღნიშნავს იმას, რომ ემოციისას შესაძლებელია ჩვეულებისამებსრ ყველა მასში ჩართული კუნთი არ ამოქმედებდეს და უფრო ფაქიზად გამოიხატოს.

ფაქიზი გამომეტყველება

ფაქიზი გამომეტყველება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ამ ემოციას გაკვრით, ანუ მცირე დოზით განიცდის. ამ ტიპის ვარჯიშები ეხმარება ადამიანს ემოციის განსაზღვრაში, როდესაც კუნთოვანი მოძრაობა მცირეა, ან როგორც მოგახსენედ ჩვეულებისამებრ გამოყენებად ყველა კუნთს არ მოიხმარებს.

მიკრო გამომეტყველება

მიკრო გამომეტყველება ჩნდება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ცდილობს შენგან ამ ემოციის დამალვას. ოდესმე გიცდიათ, რომ არ გაგეღიმათ, ან არ გაბრაზებულიყავით? თუ გიყურებიათ სერიალისთვის სიცრუის თეორია, მთავარ პერსონაჟს ზუსტად ამ სახის ემოციებთან აქვს საქმე, ანუ ისეთ ხალხთან, რომლებიც ცდილობენ გადაფარომ მისგან ესა თუ ის ემოცია. ეს ვარჯიში შესაძლებელს გახდის თქვენთვის იმ ემოციის გამომჟღავნებისა, რომლის თქვენგან დამალვასაც ცდილობდნენ.

სწორედ ამ ორი სახის ტრეინინგის შედეგად, ისწავლით ნამდვილი ემოციის დადგენას, რომელიც დაგეხმარება ადამიანებთან კონტაქტში და მათ ამოცნობაში, რაც დამეთანხმებით ძალიან რთული შესასრულებელია. თქვენ შეძლებთ გაარკვიოთ ადამიანის ემოციები და გამოჰყოთ ისინი ერთმანეთისგან თუ ადამიანი რამდენიმე მათგანს ერთად განიცდის, ანუ მაგალითად შეიძლება გაიღიმო რაიმე ხუმრობაზე, რომელიც გამომჟღავნდება პირით და ამავდროულად გაბრაზება გამოავლინო წარბებით. ეს ხომ თავისუფლადაა შესაძლებელი.

სიცრუის თეორია

ეს სერიალი ზუსტად არის დამყარებული პაულ ეკმანის ნამუშევარზე. გადაცემაში თქვენ ნახავთ კალ ლაითმენს (პაულ ეკმანის პერსონაჟი რომლის როლსაც ტიმ როთი ასრულებს), რომელიც ეხმარება კერძო ორგანიზაციებს, პოლიცას და მთავრობას გამოარკვიონ სიმართლე ამა თუ იმ დამნაშავის შესახებ. მისი შესაძლებლობები, წაიკითხოს ადამიანთა დამალული ემოციები, მას უფლებას აძლევს დაკითხოს სხვადასხვა დანაშაულებში გარეული პირები და გამოამჟღავნოს სიმართლე. გადაცემა მშვენივრად წარმოაჩენს სხეულის ენის და სახის გამომეტყველების ახსნებს.

შოუს ნახვა და მასზე დაკვირვება დაგეხმარებათ უკეთესად შეიცნოთ ადამიანის ემოციები, ის ადამიანებიც კი, რომლებმაც გაიარეს ეს ორი სწავლება, ხშირად უყურებენ ამ სერიალს, რათა გაიმეორონ შეცნობილი ინფორმაცია, რაშიც მათ ვიდეო მასალა დამატებით დახმარებას უწევს.

კიდევ მინდა დავამატო ის, რომ მიკრო გამომეტყველებისას ადამიანი გამოხატავს იმას თუ რას გრძნობს და არ გვამცნობს იმას, რომ იგი იტყუება. შეიძლება უნებლიე ინფორმაციის გახსენების შემთხვევაში მან უარყოფითი ემოცია გამოხატოს თქვენზე ლაპარაკისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი თქვენზე ტყუილს ამბობს, ხოლო გულმოდგინედ შესწავლის შედეგად თქვენ შეძლებთ ამ სახის ინფორმაციის გარჩევას.

თუ გსურთ პაულ ეკმანის საიტი მოინახულოთ აი ლინკი http://www.paulekman.com/

P.S. სულ ეს იყო გისურვებთ წარმატებებს და იმედია მოგეწონათ

Tornike Chikhladze | შექმენი შენი ემბლემა
100000446329917.1966.1807636220

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close