გართობაკულტურა

საინტერესო საიტები (ოცდამეერთე ნაწილი)

0f129da1c005
EngVid – საინტერესო საიტი მათთვის ვისაც სურს ინგლისურის შესწავლა სრულფასოვნად და სრუს ამის კომპიუტერის დახმარებით გაკეთება. საიტზე განთავსებულია უამრავი ვიდეო გაკვეთილი რომელიც გავსწავლის ამა თუ იმ ინგლისური სიტყვის სწორად დაწერას და გამოთქმას ასევე ინგლისურ გრამატიკას და გამოთქმის სტილს. საიტზე შესაძლებელია ავირჩიოთ სასურველი კატეგორია და იმის მიხედვით ვისწავლოთ ინგლისური ენა ანუ სალაპარაკო ინგლისური ბიზნეს ინგლისური მხოლოდ წერითი ინგლისური და ასე შემდეგ მოკლედ ვისაც ინტერნეტით სურს ინგლისური ენის შესწავლა ეს საიტი მათ ნამდვილად გამოადგებათ.
a53fb228eb95
Video Yahoo – ცნობილი ინტერნეტსაიტის Yahoo-ს კიდევ ერთი კარგი წამოწყება და ძალიან წარმატებული პროექტი ვიდეო პორტალის სახით. საიტი არის მათთვის ვისაც აინტერესებს უცხოეთში მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ სფეროში და უცხოური ვიდეოები. Video Yahoo-ზე არის 15-ზე მეტი ვიდეოკატეგორია სადაც სურვილისამებრ შეგიძლიათ ნახოთ ძალიან ბევრი ვიდეო საიტზე ვიდეოები მუდმივად ემატება და ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვნახოთ ახალი ვიდეო. სასურველი ვიდეოს გაზიარება შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით მაგალითად Facebook-ის და Twitter-ის დახმარებით. საიტზე განთავსებულ ნებისმიერ ვიდეოზე შეგიძლიათ კომენტარის დატოვება და საუკთარი აზრის გამოხატვა.
219f92758542
In2Circle – მსოფლიო ბაზარზე გათვლილი ქართველების შექმნილი სოციალური ქსელი სადაც ადვილად შეგიძლიათ გააზიაროთ ფოტოები ვიდეოები მუსიკები თქვენი სანიშნეები ამჟამინდელი მოვლენები და ასევე გამოიყენოთ მრავალი სხვა სერვისი საიტს აქვს მარტივი და დახვეწილი ინტერფეისი რაც მასთან მუშაობას ადვილს და სასურველს ხდის რაც მთავარია ეს საიტი არის ქართველების შექმნილი და თუ ვიმსჯელებთ ეს პროექტი ნამდვილად კარგია ასე რომ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და ხელი შეუწყოთ ქართველების გაკეთებული სოციალური ქსელების განვითარებას მსოლიფოს მასშტაბით ეს სოციალური ქსელი დაგეხმარებათ საერთო ინტერესების ადამიანის მოძებნაში და შემდეგ გქონდეთ მასთან კომუნიკაცია და მიმოწერა საიტი ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
7ed40d600101
Alexa – საკმაოდ კარგი საიტი მათთვის ვისაც სურს გაიგოს მსოფლიოს მაშტაბით პოპულარული საიტების სია. საიტი საშუალებას გაძლევთ საიტების რეიტინგი ნახოთ როგორც მსოფლიოს ყველა აღებული საიტის ერთად ასევე რომელიმე ქვეყნის საიტების სია მაგალითად აირჩიოთ საქართველო და ნახოთ თუ რომელი საიტია Alexa-ს მონაცმებით საქართველოში პოპლარული რომელს უფრო მეტი ვიზიტორი და მნახველი ყავს დღეში და ასე შემდეგ ასე რომ მათ ვისაც სურს საინტერესო საიტების მოძიება და გაგება თუ რომელი საიტია პოპულარული შეუძლია შევიდეს Alexa-ზე და გაიგოს და მოოპოვოს სასურველი ინფორმაცია.

Back to top button