საკითხავისასარგებლო

შარლოტა ბრონტე

1926e719f987

შარლოტა ბრონტე მსოფლიო ლიტერატურაში კარგად ცნობილი მწერალი ქალი შარლოტა ბრონტე დაბადა იორკშირის ერთ-ერთ სოფლის მღვდლის ოჯახში 1816 წელს. შარლოტას მამა პატრიკ ბრონტე წარმოშობით ირლანდიელი ღარიბი ფერმერის შვილი იყო ახალგაზრდობაში ფეიქრად მუშა-ობდა, დიდი გაჭირვებით ისწავლა და შემდეგ მღვდლად ეკურთხა იგი. ერთი მხრივ, მოხა-ლისეთა რაზმში ჩაწერილა და ფაბრიკის მეპატრონეთა ქონებშარლოტა ბრონტეა იარაღით ხელში დაუცავს, ხოლო, მეორე მხრივ, გაფიცულ მუშათა სახლებში უვლია და მათ მიმართ მკაცრი რეპრესიე-ბის მიღების წინააღმდეგ სასტიკად გაულაშქრია. თავისი ასეთი მოქმედებით მას, როგორც ერთი – მეამბოხე ლუდიტების მხრივ. ისე მეორე – ფაბრიკების მეპატრონე ბურჟუების მხრივ, სიძულვილი და უპატივცემულობა დაუმსახურებია ოჯახში მკაცრი, უხეში და კადნიერი ხასიათი ჰქონია. პატრიკ ბრონტეს ცოლი ადრე გარდაცვლია და ექვსი შვილი მარტო მის ანაბრად დარჩენილა.

9427c1aef65c
რვა წლის შარლოტა ორ უფროს დასა და უმცორს ემილისთნ ერთად პატირკ ბრონტემ მია-ბარა პასტორ უილსონის საქალებო სასწავლებელში, სადაც მდიდართა ოჯახებისთვის აღმზ-რდელებს ამზადებდნენ სწორედ პასტორ უილსონის მზრუნველობის ქვეშ კოვან ბრიჯის სკოლა იქცა შარლოტა ბრონტეს მიერ „ჯეინ ეარში“ აღწერილ ლოვუდის სკოლის პროტოტი-პად თვითონ პასტორი უილსონის, ამ ცივი, უკარება, ფარისეველი, ანგარებიანი, მაღლა მდგომთადმი მლიქვნელის, ხოლო დაბლა მდგომთადმი მტარვალის ჭეშმარიტი სახე. მწერალმა ქალმა რეალისტური საღებავებით დაგვიხატა ლოვუდის სასწავლებლის მზრუნვე-ლი ბროკლეჰერსტის სახით. შარლოტა ბრონტეს უფროსი დები – მარიამი და ელისაბედი ამ სასწავლებელში დაავედნენ ჭლექით და გარდაიცვალნენ. მათი ნათელი ხსოვნის, უფრო კი მარიამის – ელენ ბერნსის სახე რომანში – „ჯეინ ეარი“.
პასტორ უილსონის სასწავლებლიდან გამოყვანილი შარლოტა მამამ მიაბარა კერძო პანსი-ონში.რომლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი ქალი იქვე იწყებს აღმზრდელად მუშაობას შემდეგ იგი აღმზრდელად ეწყობა იორკშირის ერთ-ერთი ფაბრიკანტის ოჯახში. სა-დაცმრავალი დამცირება და შეურაცხყოფა გადაიტანა. მისმა თავისუფლებისმოყვარედა ამაყმა სულმა დიდხანს ვერ გაუძლო ამ დამცირებას, მალე თავი მიანება აღმზრდელად მუშაობას და ბრიუსელის ერთ-ერთ პანსიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მოეწყო.

5db565bada61
ლექსებისა და რომანების წერა შარლოტამ, ემილიმ და ანამ ადრე ბავშობაშივე დაიწყეს შარლოტა ბრონტეს სამწერლო სარბიელზე ბევრი წარუმატებლობა ხვდა წილად, მაგრამ, თავის შემოქმედებით უნარსა და ძალაში დარწმუნებული, ხალასი ნიჭით დაჯილდოებული მწერალი ქალი ამ დროებითმა წარუმატებლობამ სულიერად ვერ გატეხა. მისი პირველი რომანი „მასწავლებელი“ ყველა გამომცემლობამ უკან დააბრუნა. ცნობილმა პოეტმა რობერტ სოუთიმაც უკანვე გამოუგზავნა ლექსები და თან დართულ წერილში დიდაქტიკური დარიგებაც დაურთ: მწერლობა ქალის საქმე არაა, იგი ქალის ძირითად ოჯახურ მოვალეობას სწყვეტსო, მაგრამ შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე, ნიჭიერი, შეუპოვარი, უტეხი ნებისყოფის შარლოტა ბრონტე მეორე რომანზე მუშაობს. 1847 წელს ფსევდონიმით გამოაქვეყნა რომანი „ჯეინ ეარი“, რომელსაც წილად უდიდესი წარმატება ხვდა. ნაწარმოები მაშინვე ითარგმნა სხვა ევროპულ ენებზე. 1850 წელს მისი თარგმანი „ოტეჩესტვენნიე ზაპისკის“ ფურცლებზეც დაიბეჭდა და რუსი მკითხველის აღფრთოვანება დაიმსახურა. ჩერნიშევსკი მოხარული იყო „ჯეინ ეარით“, თუმცა რომანის ნაკლოვანი მხარეებიც არ გამორჩენია მხედველობიდან.

3038f144c599
1848-49 წლებში ისედაც ჯანგატეხილ შარლოტა ბრონტეს სამი უბედურება ზედიზედ დაა-ტყდა თავს : ჭლექმა ერთმანეთის მიყოლებით ჩააწვინა საფლავში მისი საყვარელი დები – ემილი, ანა და ერთადერთ ძმა – პატრიკ ბრენუელი.
სულითა და ხორცით დაავადებული შარლოტა ბრონტე უკანასკნელი ძალის დაძაბვით ამთავრებს რომანებს „შერლისა“ და „ვილეტს“. 1854 წელს იგი ცოლად მიჰყვება მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს. ფეხმძიმობამ მისი შერყეული ჯანმრთელობა კიდევ უფრო დააძაბუნა. ამას ზედ ძლიერი გაციებაც დაერთო და 1855 წლის მარტში შარლოტა ბრონტე გარდაიცვალა.

Back to top button