არქივი

კვაზარი, ვარსკვლავთა მბრძანებელი!

კვაზარი

ამ პოსტში იხილავთ იმ ობიექტს, რომლის შესახებაც ბევრს საერთოდ არაფერი არ გსმენიათ, ეს ობიექტი არის ყველაზე ძლიერი მთელს სამყაროში!

ამ სურათებში კარგათ ჩანს კვაზარი ახლოდან.

კვაზარი 1

კვაზარი 2

პირველად აღმოჩენილი კვაზარი. (ნამდვილი)

პირველი კვაზარი

ერთ-ერთი კვაზარი სამყაროს შუაგულში. (ნამდვილი)

ერთ-ერთი კვაზარი

კვაზარი, ანუ კვაზივარსკვლავური ობიექტი (QSO) წარმოადგენს ცალკეული გალაქტიკების სახეს, რომელების ცენტრშიც არის ზემასიური შავი ხვრელი. სულ ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა გალაქტიკის ცენტრში არის შავი ხვრელი, რომლის გარშემოც ბრუნავს მთელი გალაქტიკა (1 გალაქტიკაში შეიძლება იყოს ერთიდან რამდენიმე ათეული მილიარდი ვარსკვლავი).
კვაზარი ძირითადად ჩნდება მაშინ, როდესაც 2 გალაქტიკა ერთმანეთს დაეჯახება და წარმოიქმნება 1 დიდი გალაქტიკა, როგორც მე ვიცი ჩვენი გალაქტიკა “ირმის ნახტომი” ეჯახება სხვა გალაქტიკას მშვილდოსნის თანავარსკვლავედს და აი მაშინ დაიწყება ჩვენი “ერთიანი გალაქტიკის” დასასრულის დასაწყისი, თუ რატომ ამას ეხლავე გაიგებთ ;).

როგორც ზემოთ ავღნიშნე გალაქტიკების ცენტრში არის შავი ხვრელი, კვაზარის შემთხვევაში ეს არის ზემასიური შავი ხვრელი რომელიც მზეზე 100 მილიონჯერ, ან უფრო მეტჯერ მძიმეა.თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ შავი ხვრელი არის სხეული რომელიც ყველაფერს ითრევს და მერე შთანთქავს. ნორმალური შავი ხვრელის რადიუსი რამდენიმე კილომეტრია მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის იმაში, რომ ჩვენ მზეზე დიდი ვარსკვლავი ჩაყლაპოს =), ხოლო ზემასიური შავი ხვრელები,დამიჯერეთ გაცილებით დიდია ჩვენს მშობლიურ მზეზე. კვაზარი იბადება მაშინ როდესაც ის დაიწყებს მატერიის ჩათრევას და ამის შემდეგ მას ვეღარაფერი გააჩერებს. კვაზარი ვარსკვლავებს, პლანეტებს და სხვა ციურ სხეულებს ითრევს იქამდე სანამ მათგან აღარაფერი დარჩება, ხოლო ეს გალაქტიკა განწირულია სამუდამოდ, იგი ნელა, მაგრამ შეუჩერებლად მიექანება სრული მოსპობისკენ. როგორც ცნობილია შავი ხვრელის ცენტრში არის სინგულარობის წერტილი, იქ არ მოქმედებს არანაირი ფიზიკური კანონი, არ არის დრო, მატერია და სივრცე. ყველაფერი,რაც შიგნით მოხვდება იკარგება სამუდამოდ და არავინ არ იცის სად.

კვაზარის ირგვლივ მატერია ისეთი სიჩქარით ბრუნავს, პლაზმურ მდგომარეობაში გადადის და იქ ტემპერატურა მზის ცენტრში არსებულ ტემპერატურაზე რამდენჯერმე მაღალია, ხოლო ენერგია რომელსაც კვაზარი გამოიმუშავებს 1 წამში,10 მილიარდჯერ მეტია მზის მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე.

სურათებში ჩანს რომ კვაზარის ცენტრიდან 2 საპირისპირო მიმართულებით გამოდის სხივი, ეს არის კვაზარის კუდები. წარმოიდგინეთ კვაზარი ისეთი სიმძლავრით და ინტენსივობით ითრევს ირგვლივ მატერიას, რომ მთლიანად ვერ ახერხებს მის ჩაყლაპვას და წარმოიქმნება “ზასორი” =] ხოდა სად უნდა წავიდეს ეს ზედმეტი მატერია თუ არა ისევ კოსმოსში, სწორედ ამ 2 კუდის სახით. ეს კუდები შედგება ვარსკვლავების ნარჩენებისგან (მტვერი, გაზი). ეს ზედმეტი მატერია თითქმის სინათლის სიჩქარით გამოიტყორცნება და ზომას რომელსაც ისინი აღწევენ ასობით და ათასაობით სინათლის წლის მანძილზეა გაბნეული, უფრო კარგად რომ გაერკვიოთ ამ მანძილის მნიშვნელობაში გეტყვით რომ მმზისგან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი სულ 2 სინათლის წლით არის დაშორებული ჩვენგან, ანუ სინათლის სიჩქარით (300 000 კმ/წამში) უნდა ვიაროთ 2 წელი =))))))). ამასთან ერთად კვაზარი არის ყველაზე კაშკაშა ობიექტი მთელს სამყაროში, მისი სიკაშკაშე რამდენიმე გალაქტიკას უჯოკრავს!

კვაზარი არის ყველაზე ძლიერი, საინტერესო, გამანადგურებელი და უცნაური ობიექტი მთელს სამყაროში. ნამდვილი ვარსკვავების მბრძანებელი!

იმედია საინტერესო იყო ჩემი პირველი პოსტი. ;)

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

Back to top button