არქივი

როგორ ამზადებენ ტეკილას

9cef98463e05
ჩვენი პლანეტის უმრავლეს ქვეყანას აქვს საკუთარი ტრადიციული ალკოჰოლური სასმელები ასოცირებული თავად ქვეყნის სულისკვეთებასთან. საფრანგეთი ცნობილია თავისი შესანიშნავი კონიაკით, კუბა-რომით, რუსეთი-არყით, ხოლო მექსიკაში მზადდება სასმელი, რომლის წარმოებაც აკრძალულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში-ეს არის ტეკილა.

9cef98463e05
1. ალბათ, ყველამ ვიცით, რომ ეს არის „მექსიკური არაყი“ და აგემოვნებდნენ ბარებში ლიმონითა და მარილით. თუმცა ნამდვილი ტეკილა კონიაკივი-. უნდა გრძნობდე სასმელის მთელ არომატს. სასმელი გამოიგონეს მე-17-ე საუკუნეში, ხოლო მისი სახელი წარმოსდგება მექსიკის შტატ ხალისკო-ში მდებარე ქალაქიდან. ცნობილია,რომ ლიტერატურული თარგმანი ერთ-ერთი დიალექტიდან აღნიშნავს „გადასახადების გადახდის ადგილს“.
8d93d4315ef6

2. ტეკილა მზადდება აგავა მცენარისგან, რომლის სახეობების უმეტესობა იზრდება მექსიკის ტერიტორიაზე. ჰიმადორები-ასე ეძახიან ადამიანებს , რომლებიც უშუალოდ ამზადებენ აგავას ექსტრაქტს.
ფოტოზე: ლურჯი აგავა, რომლიგანაც მზადდება ეს სასმელი.
05f8ab4796d9
3.ერთი წყაროს თანახმად, აგავა უნდა იზრდებოდეს 7 -10 წლის განმავლობაში, სანამ იგი წავა ტეკილას წარმოებაში, სხვა წყაროებიდან -მისი წარმოებისთვის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დარგვიდან 12 წლის მერე.
da5b74549471

4.. ჰიმადორები მექსიკაში- ფიზიკურად ძლიერი მამაკაცები. მთელი წლის განმავლობაში ცხელი მზის ქვეშ ჰიმადორებმა უნდა შემოჭრან აგავას ფოთლები და ამოიღონ აგავას შიგთავსი, ეგრეთწოდებული Pina-მექსიკურად „ანანასი“
0ef04df442a2
6cc800b37f46
df978b34c381
5. ამის შემდეგ შეგროვილი შიგთავსი იგზავნება ღუმელში. დაახლოებით 9 კგ არის საჭირო რომ მივიღოთ 1 ბოთლი ტეკილა . ღუმელში დამუშავების შემდეგ, ნაყოფი ხდება რბილი და მისგან წვენს წურავენ. დამუშავების მთელი პროცედურა გრძელდება 46 საათი.

313d2a9e7520

6. აი ასე გამოიყურება წვრილად დაჭრილი აგავას შიგთავსი შემდეგ

256c8b5355f2

7. გამომცხვარ pina-ს ჭრიან, რის შემდეგაც იგი იგზავნება სპეციალურ დანადგარზე, რომელიც წვენს წურავს

773b0d1f6ea4

8. უძველესი დროიდან არსებობდა წვენის მოსაპოვებელი აი ასეთი მოწყობლობა. „ლანგარზე“ ათავსებდნენ გამომცხვარ pina-ს და ცხენი წრეზე დადიოდა და ასე წურავდა წვენს.
bc1d33537cea

9. მიღებულ წვენს შემდეგ უმატებენ ბუნებრივ საფუარს ხეხილის ხეებიდან, რომ სასმელი გაღვივდეს . გაფუების პროცესი გრძელდება 5 დღე, რის შემდეგაც აგავას წვენი იძენს 5% სიძლიერეს. შემდეგ წვენი გადის პირველ გამოხდას.
bebfb2373b8e

10.გამოხდა ხდება სპეციალურ მანქანაში, რომელსაც ქვია -ალამბიკი. ადრე ალამბიკი იყო სპილენძის და გამოიყურებოდა აი ასე.
c5f43b753a85

11. წვენი ამ მანქანაში ხურდება და აღწევს 80 გრადუს ცელსიუსს. სასმელი ყოველთვის გადის ორმაგ გამოხდას: პირველი გრძელდება 3 საათი, ხოლო მეორე-6. ამის შემდეგ სასმელის გრადუსი შეადგენს დაახლოებით 55%, მერე უმატებენ წყალს რითაც ამცირებენ ამ სასმელის სიძლიერეს 38-40 გრადუსამდე. პრინციპში, ტეკილა შეიძლება დაიყოს 2 სახედ: 100 -პროცენტიანი აგავა და ტეკილა-მიკსტო (შერეული ტეკილა). მიკსტო აღნიშნავს , რომ ტეკილა 51% -ით შედგება აგავასგან და 49% – დამატებული ნივთიერებებისგან, როგორიცაა ლერწამის შაქარი და სიმინდის სიროფი. ყველა მექსიკელი უარზეა, რომ დალიოს ტეკილა-მიქსტო. მათი აზრით, ბოთლზე ყოველთვის უნდა იყოს წარწერა: 100% აგავა. რუსეთში, როგორც წესი, შეიძლება შეხვდეთ ტეკილებს „Olmeca” და ‘Sauza”, რომლებიც მიეკუთვნებიან ტეკილა-მიქსტოს.

b37aa2f6363b

12. მეორე გამოხდის შემდეგ სასმელის ნაწილს ასხამენ ბოთლებში, როგორც „Tequila blanco” , ხოლო მეორე ნაწილი კი მიდის თეთრი მუხის კასრებში სიძლიერის მოსაპოვებლად ,რათა გახდეს უფრო ძვირადღირებული

485dbd99b691

13.თითოეული ბარელის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 200 ათას მექსიკურ პესოს. ეს დაახლოებით 15 ათასი ამერიკული დოლარის ტოლია.
08060fffef94

14.თითოეული კასრი უნდა გამოიწვას შიგნიდან.
82b1a3f94e2e

15. მექსიკაში 2 წლის წინ საუკეთესო გაყიდვადი ტეკილა იყო- მარკა „Herradura Reposado”

63cf1b8b831c

16. ტეკილა “caballitos”-ს სვამენ მაღალი და ვიწრო სასმისიდან, მაგრამ დეგუსტაცია არ შეიძლება ასეთი ჭიქიდან, რადგან წარმოუდგენელია შეიგრძნო არომატი. დეგუსტაციისათვის გამოიყენება კონიაკის ჭიქები.
432ca3edfa5c
17. მექსიკაში დღეისათვის ყველაზე პოპულარული ტეკილას ბრენდებია : „Don Julion”, “Herradura” და “1800 anos “. ბუნებრივია, ყველა სასმელი 100 % შეიცავს ლურჯ აგავას.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button