მისტიკასაკითხავიუცნაური

რა არის პოლტერგეისტი?

23a3e81e0b7d

პოლტერგეისტი – იდუმალი ქმნილებები,ძალები ან მოჩვენებები……..

ჩვეულებრივ ისინი დასდევენ ან აშინებენ თავიანთ მსხვერპლს,საგნების გადაადგილებით ან მათი ჰაერში აწევით.ყველაზე გავრცელებული პოლტერგეისტის ქმედების გამოვლინებაა ჭურჭლის მსხვრევა და მრავალფეროვანი ხმები,რომლებიც ხშირად კაკუნს წააგავს.

ზუსტად ამიტომ ასეთმა ფენომენმა მიიღო დასახელება : პოლტერგეისტი,რაც გერმანულად “ხმაურიანს” ან “მოუსვენარ სულს” ნიშნავს.

ასევე სხვა უცნაურ მოვლენებს,როგორიცაა – ტემპერატურის მოულოდნელი ცვალებადობა,ცეცხლის ამოუხსნელი ააალება ან სივრციდან საგნების გაჩენა,პოლტერგეისტს აწერენ.ხანდახან ადამიანები ირწმუნებიან,რომ პოლტერგეისტი უნახავთ.

პირველად,პოლტერგეისტი მოიხსენია ისტორიკოსმა ტიტ ლივიიმა,ორი ათასი წლის წინათ,თუ როგორ ესროდა ვიღაც უხილავი ქვებს რომაელ ჯარისკაცებს.

ბოლო პერიოდში,ათეული შემთხვევები იქნა დაფიქსირებული,თუ როგორ ხედავდა ხალხი პოლტერგეისტს,მთელ მსოფლიოში.მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენი კონკრეტული მტკიცებულება გვაქვს,რომ პოლტერგეისტი არსებობს.თუ ვიმსჯელებთ პოლტერგეისტის არსებობის ყველა ცნობილ შემთხვევაზე,ის უფრო ცელქობს,ვიდრე რამე ზიანს აყენებს ხალხს.

როგორც ჩანს,პოლტერგეისტების უმეტესობას,უყვარს “კაიფი” ადამიანებზე,განსაკუთრებით მკვლევარებზე,ვინც პარანორმალურ გარემოს იკვლევს.მაგრამ ცნობილი არის ასევე შემთხვევები,როდესაც ეს ცელქი სული,აპირებდა ზიანის მიყენებას.საბედნიეროდ,ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

თუ თქვენ მოგიწიათ მასთან შეხვედრა,ის ყველაფერს გააკეთებს რომ შეგაშინოთ…მაგრამ ნუ შეგეშინდებათ,სავარაუდოდ ყველა უვნებელი დარჩება :)

ესეც ჩემი გარკვეული ცნობა ამოუცნოობზე :) ვინც წაიკითხა და მოეწონა – გმადლობთ… :thanks: ვისაც არ მოეწონა- მე არავის ვაძალებ ჩემი პოსტის წაკითხვას :) ამ საიტზე ბევრი მასალაა,რომელსაც შეუძლია თქვენი დაინტერესება

BY ნაწკა :)

მსგავსი ამბები

Back to top button