კულტურა

ქალბატონები გინესის რეკორდების წინგში

გრძელი ფეხები
ყველაზე გრძელი ფეხები დედამიწაზე 127 სანტიმეტრი ჩეხ ტოპმოდელს ადრიანა სკლენარიკოვას აქვს.
ქორწინების რაოდენობით 62 წლის ესპანელი Gლორია ლასო პირველ ადგილზე გავიდა ის ოფიციალურად 11-ჯერ არის გათხოვილი.
რამდენიმე თვის წინ 67 წლის ესპანელი კარმელა ბუსადა გახდა ყველაზე ხნოვანი დედა მთელს პლანეტაზე. საკეისრო კვეთის წყალობით მან სამი ტყუპი ბავშვი გააჩინა.
პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონი არის ჯან იანი 3.4 მილიარდი დოლარის პატრონი და ქაღალდის ფაბრიკის მფლობელი.
ყველაზე მრავალშვილიანი დედა არის ლეონტინა ალბინა (ჩინელი).
რეკორდი პირსინგში დაამყარა ბრაზილიელმა ელაინ დევინსონმა, მის სხეულზე 1903 ხვრელია სხვადასხვა რგოლებისა და უფრო რთული კონსტრუქციებისათვის
ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი ფეხების “მფლობელად” დასახელდა სერიალ “სასოწარკვეთილი დიასახლისების” ერთ ერთი მთავარი გმირი ევა Gლონგორია. მართალია მისი სიმაღლე მხოლოდ 157 სმ-ია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ევასათვის სიის თავში მოხვედრილიყო.
ყველაზე ცუდი ფეხების “მფლობელებად” დასახელებული არიან დევიდ ბექჰემის მეუღლე ვიქტორია, ნიკოლ რიჩი, მადონა და ტერი პატჩერი.

მსგავსი ამბები

Back to top button