გართობა

ოპტიკური ილუზიები

4f239733953b
დიდი თხოვნა იყო კიდევ დამედო ოპტიკური ილუზიები. წინა კრებული მართლა საინტერესო გამოვიდა, მაგრამ ესენი, ჩემი აზრით, უკეთესებია.
ხომ გახსოვთ: “ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ” :)
1.

საით ტრიალებს სფერო?
883fe2c17889
დააკვირდით, იქნებ მეორე მხარესაც ტრიალებს?
2.

ორივე სურათი ერთნაირია? მარცხენა უფრო დახრილია? თუ არა? :)
4f0e7869d84f
3.

ახლა კი თქვენი გეოგრაფიის ცოდნა შევამოწმოთ. უყურეთ სურათს არანაკლებ 30 წამი და შემდეგ სწრაფად გადაიტანეთ მზერა გვერდით თეთრ ფონზე. რომელი ქვეყნის დროშა ყოფილა? :) ( კომეტარები არ წაიკითხოთ)
9049ef0516d5
4.

ეს დაგრეხილი თოკები
dc27e1e3c74e
სინამდვილეში ჩვეულებრივი, სწორი წრეებია
5.

აქ “სასურველ” სურათს თუ ჩავსვამთ, მშვენიერი იდეაა ჩანთისთვის:)
c57bb97f0501
6.
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი წიგნების თაროა
d8d7951d3d28
და თუ დავაკვირდებით…
cc3ac27f207d
7.

აი, ეს კი ნამდვილი კრეატივია
f96e179e5cc5
ხედი ახლოდან
175d471bdda5
8.

თვალმოუშორებლად უყურეთ მთვარეს და ვარსკვლავები რიგ–რიგობით გაქრებიან/გაჩნდებიან
9e719ab8d2a4
10.

წითელი ხაზები ერთი და იგივე სიგრძისაა :)
f7ba67ba5c29
(ვიცოდი, მაგრამ დადების წინ კიდევ ერთხელ გავზომე :) )
9.

ეს “თევზები” 2007 წლის ფინალისტია
c674b06d88b2
ალბათ ხვდებით, რომ “თევზები” სინამდვილეში სულაც არ მოძრაობენ.
11.

ეს კი 2008 წლის ფინალისტი.
და რატომ არის ეს ილუზია? ზედა და ქვედა ჭადრაკის ფიგურები სხვადასხვა ფერისაა?
b8270a2123fb
ორივე მხარეს შესაბამისი ფიგურები ერთი ფერისაა. ძნელი დასაჯერებელია? სურათი გახსენით paint–ით, ნებისმიერი ფიგურიდან პატარა ოთხკუთხედი ამოჭერით და მეორე მხარეს შესაბამის ფიგურას დაადეთ. ერთნაირია? :)
P.S. თქვენი აზრით, ერთი და იგივე ფინალში რომ მოხვედრილიყვნენ, “თევზები” გაიმარჯვებდა თუ ჭადრაკის ფიგურები?

მსგავსი ამბები

Back to top button