უძველესი რელიგიები
რელიგა _ ეს ის ცნებაა, რამაც კაცობრიობის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. რელიგია კარნახობდა და კარნახობს ადამიანებს ცხოვრების წესს, შესაბამისად, მისი როლი ხელოვნების და, ზოგადად, მსოფლიოს ჩამოყალიბებაში, განუსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს თემაც საინტერესო უნდა აღმოჩნდეს მკითხველისათვის. ალბათ, სამართლიანი იქნება, თუ თითოეული მათგანს ქრონოლოგიის მიხედვით დავჯგუფებთ. ამგვარად, ქვემოთ შემოგთავაზებთ ინფორმაციას ორი უძველესი რელიგიის შესახებ: ჰინდუიზმი და იუდაიზმი.ჰინდუიზმი
იგი ერთ-ერთი ძველი რელიგიაა, 5000 წელს ითვლის და ინდის ველზე განლაგებულ ცივილიზაციას უკავშირდება. მაგრამ რა სახითაც დღეს იგი არსებობს, მისი წარმოშობა არიელ დამპყრობლებს უკავშირდება. მათ ინდოეთში თავისი მრწამსი დაამკვიდრეს, რომელიც მოგვიანებით ადგილობრივ რელიგიას შეერწყა. ასე შეიქმნა ჰინდუიზმი ძვ.წ. დაახლოვებით 1500 წელს. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, ჰინდუსებს საერთო პრინციპი აერთიანებდათ: ოჯახი და ახლობლების მიმართ პასუხისმგებლობა, სიკეთის თერსვა, სიმართლის უზენაესობა. მათ სჯერათ რეინკარნაციის. მათი სულიერი ცხოვრების მიზანია, გაწყვიტონ დაბადების, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების მოჯადოვებული წრე და იხსნან საკუთარი სული.
ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაქტისტები.
ჰინდუიზმი აღიარებს ტრიმუტს,
ანუ სამ სახოვნებას, რომელიც აერთიანებს: ბრაჰმას ( შემოქმედი), შივა ( გამანადგურებელი) და ვიშნუსს
(საყრდენი)
ბრაჰმა
შივა
ვიშნუსი
ჰინდუსები ეყრდნობიან ოთხ წმინდა წიგნს, რომელსაც ვედები ეწოდება ( ვედები სანსკრიპტზე ცოდნას ნიშნავს). იგი ძვ.წ. 2000 წლით თარიღდება და მოგვების გამოცდილებასა და ცოდნას ეყრდნობა, რომელიც თაობებს მანტებად (ლოცვებად) გადაეცემოდათ.
აღსანიშნავია ინდუიზმის კიდევ ერთი ღვთაება _ კრიშნა, რომელიც ვიშნუს მერვე განხორციელებას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ჰინდუსები თვლიან, რომ იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია.
ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს – რადჰას – თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს.
იუდაიზმი
ეს არის ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელმაც პირველმა აღიარა ერთი ღმერთი. იგი წარმოადგენს ქრისტიანობის ერთგვარი საფუძველს. იუდაიმი წარმოიშვა ახლო აღმოსავლეთში დაახლოვებით 4000 წლის წინ. მის დამაარსებლად აბრაჰამი ითვლება. ეს გზა შემდგომში მისმა შვილმა ისააკმა და შვილიშვილმა იაკობმა გააგრძელეს. ბიბლიის თანახმად, აბრაჰამმა 175 წელი იცოცხლა.
რომის იმპერიის ეპოქაში ებრაელები გაიფანტნენ და 2000 წელი უსამშობლოოდ ცხოვრობდნენ. მოსემ შეძლო და 2 მილიონი ებრაელი შეკრიბა და აღთქმულ მიწაზე მიიყვანა, რითიც ისინი ეგვიპტეში მონობისაგან იხსნა.
საუკუნეების ებრაელებისათვის საკუთარი რწმენის შენარჩუნება არც ისე ადვილი იყო. ისინი მუდმივად იდევნებოდნენ. შუა საუკუნის ჯვაროსნები მათ დაუნდობლად ხოცავდნენ, 1200-1500 წელს ბევრი ევროპული ქვეყნიდან ისინი გააძევეს. მათმა დევნამ უკიდურესი ფორმა მაინც II მსოფლიო ომის დროს მიიღო. ნაცისტებმა მათ ნამდვილი გენოციდი მოუწყვეს. ამ პერიოდში 6 მილიონი ებრაელი დაიღუპა. ამ მოვლენას ჰოლოკოსტი ეწოდება, რაც სრულ დაწვას, განადგურებას ნიშნავს.
ებრაელებისათვის გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს დავით მეფე, აქედანვე წარმოსდგება დავითის ვარსკვლავი, რომელსაც მათთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დატვირთვა აქვს.
დავით მეფე გახლდათ მწყემსი. მას შემდეგ რაც მან დაამარცხა გოლიათი და გამოიჩინა განსაკუთრებული სიბრძნე, იგი გახდა ებრაელთა მეფე. სწორედ მისი შვილი იყო სოლომონი, შემდგომში ასევე ებრაელების მეფე, რომელსაც ბრძენი უწოდეს.
იუდაიზმი ეყრდნობა თორას, წმინდა წიგნს, რომელიც ებრაული ბიბლიის V წიგნის I ნაწილია.
მასში შედის ებრაელთა ისტორია, აგრეთვე, სამართლისა და მორალური კოდექსები. მისი ხელით შეხება არ შეიძლება. თორის გრაგნილებს სპეციალური სახელურებით იღებენ.
დღეს ებრაელები მთელს მსოფლიოში ცხოვრობენ. არსებობს იუდაიზმის ბევრი განშტოება, მათ შორის, ორთოდოქსული, კონსერვატორული და რეფორმისტული. მათ განსხვავებული რელიგიური მსახურება აქვთ.
წყარო: ჩემი ტვინი :), “მსოფლიო ისტორია”, google, wikipedia.org