არქივი

უძველესი რელიგიები

5d91726f706c

რელიგა _ ეს ის ცნებაა, რამაც კაცობრიობის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. რელიგია კარნახობდა და კარნახობს ადამიანებს ცხოვრების წესს, შესაბამისად, მისი როლი ხელოვნების და, ზოგადად, მსოფლიოს ჩამოყალიბებაში, განუსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს თემაც საინტერესო უნდა აღმოჩნდეს მკითხველისათვის. ალბათ, სამართლიანი იქნება, თუ თითოეული მათგანს ქრონოლოგიის მიხედვით დავჯგუფებთ. ამგვარად, ქვემოთ შემოგთავაზებთ ინფორმაციას ორი უძველესი რელიგიის შესახებ: ჰინდუიზმი და იუდაიზმი.ჰინდუიზმი8a060ebb8e52

იგი ერთ-ერთი ძველი რელიგიაა, 5000 წელს ითვლის და ინდის ველზე განლაგებულ ცივილიზაციას უკავშირდება. მაგრამ რა სახითაც დღეს იგი არსებობს,  მისი წარმოშობა არიელ დამპყრობლებს უკავშირდება. მათ ინდოეთში თავისი მრწამსი დაამკვიდრეს, რომელიც მოგვიანებით ადგილობრივ რელიგიას შეერწყა. ასე შეიქმნა ჰინდუიზმი  ძვ.წ. დაახლოვებით 1500 წელს.  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, ჰინდუსებს საერთო პრინციპი აერთიანებდათ: ოჯახი და ახლობლების მიმართ პასუხისმგებლობა, სიკეთის თერსვა, სიმართლის უზენაესობა. მათ სჯერათ რეინკარნაციის. მათი სულიერი ცხოვრების მიზანია, გაწყვიტონ დაბადების, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების მოჯადოვებული წრე და იხსნან საკუთარი სული.
ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაქტისტები.
ჰინდუიზმი აღიარებს ტრიმუტს,

c3f48749dc82

ანუ სამ სახოვნებას, რომელიც აერთიანებს: ბრაჰმას ( შემოქმედი), შივა ( გამანადგურებელი) და ვიშნუსს

(საყრდენი)

5408e4dccb84

ბრაჰმა

23cb7713d9ad

შივა

18436cfbd6b9

ვიშნუსი

ჰინდუსები ეყრდნობიან ოთხ წმინდა წიგნს, რომელსაც ვედები ეწოდება ( ვედები სანსკრიპტზე ცოდნას ნიშნავს). იგი ძვ.წ. 2000 წლით თარიღდება და მოგვების გამოცდილებასა და ცოდნას ეყრდნობა, რომელიც თაობებს მანტებად (ლოცვებად) გადაეცემოდათ.

აღსანიშნავია ინდუიზმის კიდევ ერთი ღვთაება _ კრიშნა, რომელიც ვიშნუს მერვე განხორციელებას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ჰინდუსები თვლიან, რომ იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია.

fd17b1911c5c

ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს – რადჰას – თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს.

იუდაიზმი

871688fb6d94

ეს არის ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელმაც პირველმა აღიარა ერთი ღმერთი. იგი წარმოადგენს ქრისტიანობის ერთგვარი საფუძველს. იუდაიმი წარმოიშვა ახლო აღმოსავლეთში დაახლოვებით 4000 წლის წინ. მის დამაარსებლად აბრაჰამი ითვლება. ეს გზა შემდგომში მისმა შვილმა ისააკმა და შვილიშვილმა იაკობმა გააგრძელეს. ბიბლიის თანახმად, აბრაჰამმა 175 წელი იცოცხლა.

61a5a4941d9e

რომის იმპერიის ეპოქაში ებრაელები გაიფანტნენ და 2000 წელი უსამშობლოოდ ცხოვრობდნენ. მოსემ შეძლო და 2 მილიონი ებრაელი შეკრიბა და აღთქმულ მიწაზე მიიყვანა, რითიც ისინი ეგვიპტეში მონობისაგან იხსნა.

საუკუნეების ებრაელებისათვის საკუთარი რწმენის შენარჩუნება არც ისე ადვილი  იყო. ისინი მუდმივად იდევნებოდნენ. შუა საუკუნის ჯვაროსნები მათ დაუნდობლად ხოცავდნენ, 1200-1500 წელს ბევრი ევროპული ქვეყნიდან ისინი გააძევეს. მათმა დევნამ უკიდურესი ფორმა მაინც II მსოფლიო ომის დროს მიიღო. ნაცისტებმა მათ ნამდვილი გენოციდი მოუწყვეს. ამ პერიოდში 6 მილიონი ებრაელი დაიღუპა. ამ მოვლენას ჰოლოკოსტი ეწოდება, რაც სრულ დაწვას, განადგურებას ნიშნავს.

ებრაელებისათვის გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს დავით მეფე, აქედანვე წარმოსდგება დავითის ვარსკვლავი, რომელსაც მათთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დატვირთვა აქვს.

d18f98b32c56

დავით მეფე გახლდათ მწყემსი. მას შემდეგ რაც მან დაამარცხა გოლიათი და გამოიჩინა განსაკუთრებული სიბრძნე, იგი გახდა ებრაელთა მეფე. სწორედ მისი შვილი იყო სოლომონი, შემდგომში ასევე ებრაელების მეფე, რომელსაც ბრძენი უწოდეს.

იუდაიზმი ეყრდნობა თორას, წმინდა წიგნს, რომელიც ებრაული ბიბლიის  V წიგნის I ნაწილია.

1060b1254de1

მასში შედის ებრაელთა ისტორია, აგრეთვე, სამართლისა და მორალური კოდექსები. მისი ხელით შეხება არ შეიძლება. თორის გრაგნილებს სპეციალური სახელურებით იღებენ.

დღეს ებრაელები მთელს მსოფლიოში ცხოვრობენ. არსებობს იუდაიზმის ბევრი განშტოება, მათ შორის, ორთოდოქსული, კონსერვატორული და რეფორმისტული. მათ განსხვავებული რელიგიური მსახურება აქვთ.

წყარო: ჩემი ტვინი :), “მსოფლიო ისტორია”, google, wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button