არქივი

მოსწონხარ თუ არა გოგოს?

მოსწონხარ თუ არა გოგოს? - Site Name

ამ პოსტში ჩამოგიწერთ რამდენიმე რჩევას და ნიშანს, რომლებიც გამოგადგებათ გოგოებთან ურთიერთობაში. უფრო მოკლედ რომ გითხრათ, ამ პოსტის დახმარებით გაიგებთ მოსწონხართ თუ არა გოგოს. წინასწარ გეუბნებით მოწოდებით ბაბნიკებს, რომ ნუ წაიკითხავთ ამ გრძელ პოსტს იმ იმედით რომ გოგოს გამოყენების რაიმე საშუალებას ისწავლით.

1.პირველადი საუბრები. საუბარი ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ გოგოს კარგად არ იცნობ. ანუ საუბრის დახმარებით შენ შეძლებ გაარკვიო რა მოსწონს მას, როგორი ადამიანია პიროვნულად, ხასიათები და ასე შემდეგ. დაიმახსოვრეთ, რომ პირველ რიგში უნდა დააკვირდეთ გოგოს ხმას. თუ მის ხმაში შეინიშნება მორცხვობა, მაშინ თავი შეიკავეთ ერთიანი საუბრისგან, ანუ ესაუბრეთ მშვიდად და არ შეეხოთ ისეთ თემებს, რომლებიც მას ზედმეტად დააფიქრებს. თუ გოგო პირდაპირ ყველანაირი მორცხვობის და კომპლექსების გარეშე გესაუბრებათ, ესე იგი მას მომავალშიც სურს თქვენთან ურთიერთობა და ეცადეთ რაიმე არ წამოგცდეთ ისეთი [რაც ყოველთვის გვემართება], რომ ეს ურთიერთობა გააფუჭოთ. დაიმახსოვრეთ, თუ გოგოს მოსწონხარ, ამ შემთხვევაში საუბრის დაწყებისას დააკვირდით სახეზე, თუ მის სახეზე ღიმილი შეინიშნება, ესეიგი მას მოსწონხარ და ასე გააგრძელე მამრო

2.ფლირტი ურთიერთობებში. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს უნდა ვაღიარო, რომ გოგოებს ფლირტი უკეთესად გამოსდით და ხშირ შემთხვევაში მათი ამოცნობა შეუძლებელია. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მათ იფლირტაონ, თუმცა ამის სურვილი სულაც არ გააჩნდეთ. როგორც იტყვიან ყველაფერი ხალვასავით მიდისო, სწორედ ასეთ შემთხვევაზეა ნათქვამი. ფლირტი ურთიერთობებში როდესაც გოგო გაუაზრებლად იქცევა. თუ მოხდა სასწაული და ქარაგმულ ფლირტში თქვენ ამის ამოცნობა მოახერხეთ, დაიჭირეთ ეს მომენტი და დააკვირდით რა სიამოვნებს მას და რა არა. XXI საუკუნეში გოგოსა და ბიჭის მეგობრობა და ხელის გადახვევა მგონი გაკვირვების საგანი არაა და ეს ყოველდღიურად მეგობრებში მოსულიცაა. თუმცა თუ გოგო ფლირტაობს შეიძლება ითქვას, რომ იგი ძველ პერიოდში რჩება გარკვეული დროით და ისეთ მოქმედებებს აქცევს ყურადღებას, როგორიცაა: სხვა ადამიანზე ხელის გადახვევა, ჩახუტება ან უარესი ლოყაზე კოცნა. აი იმის გარკვევის, მოსწონხართ თუ არა თქვენს რჩეულს, კიდევ ერთი საშუალება. წინა წინადადებაში ჩამოთვლილი სამი ვარიანტიდან აარჩიეთ ერთ-ერთი და მის დასანახავად გააკეთეთ. ზედმეტებში არ გადახვიდეთ, რომ არ დარჩეთ ბოლოს გაღიმებული და მარტო. 3.უეცარი ემოციური გამოვლინებები. ბევრ გოგოს ახასიათებს ეს სხვათა შორის, თუმცა გააჩნია როგორი სიხშირით. მეგობრებში განსაკუთრებით გხვდება შემთხვევები, როდესაც მეგობარი ჩაგეხუტებათ წამიერად. ამაში გასაკვირი არც არაფერია. ამით მეგობრები თქვენდამი სიყვარულს გამოხატავენ. მაგრამ როგორც იტყვიან ”ყველაფერი ზომიერების ფარგლებში”. უეცარი ემოციური გამოვლინებები თუ გოგო წუთში ათჯერ გეხუტებათ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ან ძალიან შეყვარებულია თქვენზე მეგობრულად, ან კიდევ მაგარი უნიჭო შეყვარებულია თქვენზე

4.შეხება სხეულზე. დააკვირდით რამდენად ხშირად გეხებათ იგი სხეულზე. სხეულში ფეხზე დაბიჯება არ ჩათქვალოთ რა თქმა უნდა ზოგიერთ გოგოს ასეთი უცნაურობები ახასიათებთ, რომ ძალით გეჯახებიან ან გეხებიან იმის გამო, რომ გაიგონ რამდენად მდგრადი ხართ თქვენ. როგორი სახის კანი გაქვთ, ნაზი თუ უხეში და სხვა. თუ ამას გოგო ხშირად აკეთებს ან წონასწორობაში აქვს პრობლემა ან თქვენთან ფსიქოლოგიური სიახლოვე სურს.

5.დაკვირვების სინდრომი. დააკვირდით რამდენად ხშირად გიყურებთ თქვენ. ამ ხერხის გამოსაცდელად თქვენ რამდენიმე მეგობრის დახმარება დაგჭირდებათ. ლოგიკურია, თუ თქვენ მარტო იქნებით, გამოდის რომ თქვენ გიყურებთ აბა ჭერში ხომ არ გაიხედება. სთხოვეთ რამდენიმე მეგობარს, რომ შექმნან უბრალო სიტუაცია და საუბარი სადაც ჩართული იქნება 4-5 ადამიანი. დააკვირდით ამ საუბრების პროცესში რამდენად ხშირად შემოგხედავთ. თუ შემოხედვა ხშირია, დაკვირვების სინდრომი ეცადეთ უცებ გახედოთ ხოლმე თქვენც. თუ თვალი უცებ მოგაშორათ ესეიგი დაიმორცხვა და იგი თქვენით დაინტერესებულია. ყველაზე მთავარი და ამას გავამუქებ და ისე დავწერ. არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან ბევრ გოგოზე ვარ დაკვირვებული გაცნობის მომენტში სახეზე კი არ გაკვირდებათ არამედ ფეხსაცმელებზე. გაწმინდეთ ეგ ჯანდაბა ფეხსაცმელი, იქნებ ასეთი გოგო გხვდებათ, რომელსაც ადამიანის მოსაწონად ფეხსაცმელი აკმაყოფილებს.

6.დააკვირდი მეგობრებს. დააკვირდი მის მეგობრებს, თუ იგი ცალკე დგას მეგობრებთან ერთად, აუცილებლად მოუსმინე მათ საუბარს. არიჭორიკნო, უბრალოდ დააკვირდი მათ საუბარში თუ იქნება მისი და შენი სახელი ნახსენები. მეორე ხერხი, შეიძლება ეს მეგობრები ამდენად დებილები არ არიან რომ პირდაპირ გახსენონ. თვალებზე დააკვირდი. საუბრის დროს თუ გიყურებენ თავისთავად საუბრის თემა შენ ხარ. დააკვირდი ასევე რეპლიკებს. ქართველებს გვახასიათებს მოწონებებზე ”ღადაობები”. დააკვირდი მეგობრებს აი მაგალითად თუ თქვენს მეგობარ გოგონას მოსწონს სხვა ბიჭი, ლოგიკურია შენ იხუმრებ უკბილოდ იმ ბიჭის წინაშე და დაანამიოკებ სიტუაციას, რომ ამ გოგოს ეს ბიჭი მოსწონს. არ გაგეცინოს, ქართველი ხარ ვიცი ასე იზამ სხვა გზა არ გაქვს

7.გაუცინეთ ხშირად. დააკვირდით სიტუაციებს, როდესაც ჩამოვარდება სიჩუმე უბრალოდ გახედეთ და გაუცინეთ. გაუცინეთ და არ გადმოყაროთ 32 კბილი, არ შეაშინოთ. ასევე გაითვალისწინე არ გადაიხარხარო, უბრალოდ თბილი ღიმილი და სხვა არაფერი. თუ ანალოგიური თბილი ღიმილი დაგიბრუნა, ესე იგი არის რაღაც თქვენს შორის. გაითვალისწინე: ეს ყველაფერი რაიმე სახუმარო სიტუაციის დროს არ გააკეთო, ლოგიკურია, რომ ამ დროს იცინის, დებილი ხომ არაა რომ ჩუმად იჯდეს.

წყარო: www.notepad.ge

მსგავსი ამბები

Back to top button