არქივი

მოხერხებული მარკეტინგი – II ნაწილი

f1f19f0bda31

მოხერხებული მარკეტინგი ანუ გზა,რომელიც კომპანიებმა იპოვეს და გამოიყენეს საკუთარ რეკლამებში,რათა მიეზიდათ უფრო მეტი მყიდველის ყურადღება.

საქონლის ყიდვადობის მიზეზი არის დიდი მარკეტინგული საიდუმლო,თითოეულ საქონელს საკუთარი საიდუმლო აქვს, რის შექმნაზეც მუშაობენ სარეკლამო სააგენტოები.

1.Parliament. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიგარეტის ხარისხი ძალიან მაღალი იყო ხოლო ფასი დაბალი, მყიდველები არჩევანს მაინც მარლბოროზე აჩერებდნენ, რადგან ის შედარებით ძვირი ღირდა. პარლამენტის მმართველებმა გადაწყვიტეს, ერთი წლით შესვენება აეღოთ და შემდგომ კვლავ დაბრუნებულიყვნენ ბაზარზე, ოღონდ უფრო მაღალი ფასებით. ისინი სწორედ ასე მოიქცნენ და ბაზარზე დაბრუნებული პარლამენტის გაყიდვების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

b7f6293971e5

2.Woolworth. მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელის “Woolworth”-ის დამაარსებელი თავიდან ნამდვილად ვერ მოგაგონებდათ წარმატებულ ადამიანს, რადგან მისი პირველი ნაბიჯები ამ ბიზნესში სავსე იყო შიშით,რომელიც მას გამოუცდელობის გამო ჰქონდა. თავდაპირველად 21 წლის ახალგაზრდა მოეწყო პატარა მაღაზიაში გამყიდველის დამხმარედ. იმ დროში საქონელს ფასის აღმნიშვნელი სტიკერი არ ქონდა და მისი ფასი გამყიდველის კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული. ერთხელ ფრენკის მაუწია მარტო დარჩენა კლიენტათან. მას არ სურდა მისი მოტყუება და ღელვისაგან გონებაც კი დაკარგა მყიდველის წინ. ამან მისი უფროსი განარისხა, მან აიძულა ახალგაზრდა ფრენკი მორიგედ დარჩენილიყო მაღაზიაში. აქ კი გამოჩნდა ფრენკის, როგორც მომავლი ვაჭრის ნიჭი. მან, რათა თავიდან აეცილებინა უსიამოვნება, ყველა საქონელს თავისი ფასი მიაკრო, ხოლო საქონელი, რომელიც ჩამოწერილი იყო და უნდა გადაეყარათ, დააწყო პატარა მაგიდაზე ფანჯარასთან და ზედ მიაწერა “ყველაფერი 5 ცენტად”. მყიდველებმაც არ დააყოვნეს, მათ ყველაფერი დაიტაცეს და მაღაზიამ ერთ დღეში მთელი კვირის თანხა გამოიმუშავა. მალე ფრენკიმ მიატოვა თავისი სამუშაო და საკუთარი მაღაზია გახსნა 1919 წელს. Woolworth-ის იმპერია დღეისათვის 1000-ზე მეტ მაღაზიას ითვლის. ხოლო ფრენკის ქონება 65 მილიონ დოლარს შეადგენდა.

e72f1505fe37

3.გინესის რეკორდების წიგნი. ცნობილი და მსოფლიოში ბიბლიის შემდეგ მეორე წიგნი გაყიდვებით, თავიდან მთლად თავისი ფუნქციის შესასრულებლადაც არ იყო გამოგონილი. ის იყო სარეკლამო ტრიუკი, მოფიქრებული ლუდის ჩამოსასხმელი ქარხნის ,,Guinness სერ ჰიუ ბივერთან ერთად”დირექტორის მიერ. საქმე კი იმით დაიწყო, რომ სპეცილურად მოწყობილ ნადირობაზე ჰიუ ბივერმა სანაძლეო დადო, ხოლო გამარჯვებული მიიღებდა ლუდს. ამ სანაძლეომ ჰიუ ბივერი ჩააფიქრა, რომ კარგი იქნებოდა ყველა რეკოდის აღწერა და ერთ წიგნად გამოცემა და ამას ის თავის სასიკეთოდაც გამოიყენებდა, რადგან ხალხი უმეტესად ლუდზე ნიძლავდებოდა. ის ასეც მოიქცა, ერთი წლის მერე 1955 წლის 27 აგვისტოს 198 გვერდიანი გინესის რეკორდების წიგნი ფართო საზოგადოებას გააცნო. წარმატება იყო წარმოუდგენლად დიდი. გინესის წიგნი ახალი წლისთვის  უკვე იყო დიდი ბრიტანეთის ბესტსელერი. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნმა შეასრულა დანიშნულება და ბატონ ჰიუს ლუდის გაყიდვების რაოდენობა გაეზარდა.

7ab9a2c3ed99

4.Dewar’s. ლონდონში მე-19 საუკუნის დასასრულში ყვალაზე მეტად გაყიდვადი სასმელები იყო ბრენდი,რომი და ჯინი.ამის გამო ვისკის გაყიდვა არც ისე ადვილი იყო.მოხერხებული ტომას დიუარი,რომელმაც დაარსა ოჯახური ბიზნესი,მოიფიქრა საკმაოდ საინტერესო სტრატეგია.მან დაიქირავა ლოთები,რომლებიც ვისკის დიდი მოყვარულები იყვნენ და ბარებში გაგზავნა,რათა მათ იქ მოეთხოვათ დიუარის ვისკი,რათქმაუნდა თუ თავისას ვერ მიიღებდნენ ბარს ტოვებდნენ,რამოდენიმე უშედეგო ვიზიტის მერე ის შეუმჩნევლად მიდიოდა ბარებში ამ ლოთებთან ერთად,რომლებიც მოითხოვდნენ ვისკის და ბარის მეპატრონეებს სთავაზობდა კონტრაქტის დადებას.სტრატეგიამ გაამართლა.1892 წელს ტომას დიუარი გაემგზავრა დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ.2წელში ის ესტუმრა 26 ქვეყანას.კომპანიას კი 32 აგენტი მართავდა,რომლებმაც რამოდენიმე კონტრაქტი დადეს,რითაც Dewar’s ექსპორტზე გავიდა,ხოლო ტომას დიუარმა თავისი მოგზაურობის დროს დაწერა წიგნი ,,მოგზაურობა დედამიწის გარშემო”.

e81c6c420d1c

5.IKEA.მაშინ როდესაც იკეას პირველი მაღაზიები ამერიკაში გამოჩნდა თითქოს ყველაფერი რიგში იყო,მაგრამ მალევე იკეას გაყიდვები დაეცა.კომპანიას,რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი იყო საოჯახო ავეჯის გაყიდვაში,ამერიკაში პრობლემები შეექმნა.გადაწყდა,რომ ჩაეტარებინათ გამოკითხვა.გამოკითხვამ აჩვენა,რომ ამერიკელებს იზიდავს დიდი ზომის ავეჯი,იკეას უფროსობასაც არ უფიქრია ბევრი მათ უბრალოდ ავეჯის ზომები გაზარდეს.

3024b7d51cdb

მსგავსი ამბები

Back to top button