არქივი

შლიმანი

w2vif

” მუზავ , უმღერე მრავლისმხილველ ვაჟკაცს ,
რომელმაც ბევრი იხეტიალა … ”

” ოდისეა “

არქეოლოგია სიძველეთა შემსწავლელი მეცნიერებაა და ძალიან იშვიათად , სხვა მეცნიერებებზე ბევრად უფრო იშვიათად იპყრობს ხოლმე საყოველთაო ყურადღებას . მედიცინისა და ბუნებისმეტყველების უდიდესი მიღწევები მაშინვე ყველასათვის ხდება ცნობილი , რადგან ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ხშირად ეჩეხებიან . არქეოლოგია კი , როგორც მას ეძახიან – ნიჩბის მეცნიერება , დედამიწის წიაღში ეძებს გარდასულ ათასწლეულებს , გამოაქვს დღის სინათლეზე ისინი და უმეტესწილად სპეციალისტებისა და თითო-ოროლა მოყვარულის საკუთრებაა ; ამათ შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი მუჭა ადამიანები , ჩამოსული სტუმრის პატივსაცემად რომ ათვალიერებენ მუზეუმებს და ტურისტები , რომლებიც ათვალიერებენ გათხრის ადგილებს .
3smlm
pky0p
ბრიტანეთის მუზეუმებში ძალიან დიდი ხანი იყო გამოფენილი ძველი ბერძნული ხელოვნების უბრწყინვალესი საგანძური – ლორდ ელჯინის პართენონის ფრონტონებიდან და ფრიზებიდან მოტაცებული ქანდაკებები და რელიეფები . არავის , მეცნიერთა გარდა , არავის აინტერესებდა . მაგრამ უეცრად ყველაფერი შეიცვალა – მუზეუმის დარბაზები დამთვალიერებლებით აივსო . არ გეგონოთ რომ სასწაული მოხდა . არა , ელჯინის მარმარილოების სანახავად მათ სულ სხვა რაღაცამ უბიძგა . ცნობილია , რომ ინგლისელებს ძალიან აინტერესებთ ყველაფერი რაც მსხვილფეხა ცხოველებს , ცხენებთან , აგრეთვე დოღთანაა დაკავშირებული . და აი , მესაქონლეებს და სპორტსმენებს ვიღაცამ ყურში ჩააწვეთა , რომ ერთ ძველბერძნულ მარმარილოს ფილაზე – ხარების და ძროხების მსხვრპლშეწირვაა ასახული , მეორეზე კი – მხედრები და გამხედნავებიო .
y373q
ძალიან ბევრს დღესაც კარგად ახსოვს ის დრო , როცა არქეოლოგიამ თავისი პოპულარობის პიკს მიაღწია . კარგა ხნით , იქნებოდა ეს ახალი სპორტული რეკორდი თუ ფილმი , – უკანა პლანზე გადაიწია . ეს მოხდა 1922 წელს , როცა აღმოჩენილი იქნა ტუტანჰამონის სამარხი . მთელი მსოფლიო მაშინ ტუტანჰამონზე ლაპარაკობდა , იქნებოდა ეს 7 წლის ბავშვი , თუ 60 წლის ქალბატონი . ილუსტრირებული ჟურნალები , დღენიადაგ ახალ-ახალი სურათებით იყო სავსე , გაზეთები მეფეთა ველიდან მიღებულ ახალ-ახალ ცნობებს გაჰკიოდნენ . თანაც კორესპონდენტები შემზარავ ამბებს თხრიდნენ ტუტანჰამონის წვევლა-კრულვაზე რომელმაც ექსპედიციის ყველა მონაწილე შეიწირა . ის მუზეუმები რომლებიც ეგვიპტურ სიძველეებს ფლობდნენ , სიხარულით აღარ იყვნენდამთვალიერებელთა უეცარი მოზღვავებისგან .
ikv8r
pcwmb

მუზეუმში ძალიან დიდხანს მოსვენებით შემდეგ პირმშვენიერმა ნეფერტიტმა , ათასობით ასლად გავრცელებულმა , მაღაზიის ვიტრინები დაიკავა , არა იმიტომ რომ ტუტანჰამონის სიდედრი იყო , არამედ იმიტომ რომ ეგვიპტე მოდად იქცა . გაჩაღდა ნამდვილი “ფარაონთა ბუმი” – რომელმაც , მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა , დიდი სარგებლობა მოიტანა . მილიონობით ადამიანმა ბევრი საინტერესო რამ შეიტყო ძველი ეგვიპტური კულტურისა და ხელოვნების შესახებ . და აი , როცა ვათვალიერებთ XIX საუკუნის სამოცდაათიანი წლების შეყვითლებულ დასტებს , ვიგებთ რომ თურმე მაშინაც გადაუვლია მსოფლიოსთვის არქეოლოგიური სენსაციის , აღტაცების და საყოველთაო ინტერესის ტალღას , ისეთივე ტალღას , როგორის მოწმეც ვიყავით XX საუკუნის ოციან წლებში . მაშინ იმ ადამიანის სახელი , რომელსაც ყველაზე ხშირად წარმოთქვამდნენ ევროპასა თუ ამერიკაში , იყო შლიმანი , მთავარი სალაპარაკო თემა კი – მისი ტროა .
2cpsf
რით აიხსნება ეს ? მეცხრამეტე საუკუნე უდიდეს არქეოლოგიურ აღმოჩენების ხანად ითვლება , მაგრამ არც ერთი აღმოჩენა გარდა ტროასი არ მოქცეულა საყოველთაო ყურადღების ცენტრში , გარდა ტროასი . ამავე დროს არც ერთ სხვა აღმოჩენას არ ჰქონდა ისეთი დიდი მნიშვნელობა , როგორიც ჰქონდა შლიმანის მონაპოვარს .

სწორედ იმ დროს როცა შლიმანი ტროას თხრიდა , ხუმანმა პერგამში , ტროასაგან ცოტა სამხრეთით , აღმოაჩინა ზევსის სახელგანთქმული სამსხვერპლო . ძეგლის ბერლინში გადასატანად , იმპერატორის ფლოტის სასწავლო ხომალდიც კი გამოიყენეს . ერთმა გარდემარინმა კი თავის მშობლებს აღტაცებული წერილი მისწერა ჰუკმანსა და ზევსის სამსხვერპლოზე . უნდა გენახათ ამ გარდემარინის განცვიფრება , როცა რამდენიმე კვირის შემდეგ მამამისის წერილი მიიღო . იგი შვილს უვიცობას სწამებდა :

” დროა იცოდე , რომ მეცნიერის გვარი რომელიც გათხრებს აწარმოებდა , არის შლიმანი და არა ჰუმანი , ხოლო ადგილს პერგამი კი არა , პერგამოსი ჰქვია და ტროას აკროპოლისს ნიშნავსო “

მიზეზები , თუ რატომ დაჩრდილა სამოცდაათიან წლებში შლიმანის დიდებამ ყველა სხვა არქეოლოგის დიდება , რამდენიმეა .

რა თქმა უნდა , ამას ხელი შეუწყო მისი აღმოჩენის სიმდედრემ . შლიმანმა მიწის წიაღიდან ერთი ან რამდენიმე ძვირფასი ნივთი როდი ამოიღო . მის მიერ ნაპოვნი ოქრო კილოგრამობით გაიზომებოდა , სწორედ ისე , როგორც 50 წლის შემდეგ , ტუტანჰამონის სამარხის აღმოჩენისას . ამან შლიმანი ხალხის თვალში ჯადოქრად , განძის მაძიებლად აქცია .

მეორე მიზეზი სულ სხვა ხასიათისაა . ხალხის ფართო მასებისათვის არაფერს ნიშნავს მეფე ატალოს პერგამელის სახელი , რომლის გიგანტებით შემკული საკურთხეველი იპოვა ჰუმანმა ; ანდა კრეტელი მინოსის სახელი , რომელის აღმოაჩინა ევანსმა . რაც შეეხება იმ საქმეს , რასაც შლიმანმა შესწირა თავი ყველასათვის კარგად ცნობილ სფეროს შეეხებოდა . მიყრუებულ სოფლის სკოლაშიც კი ასწავლიდნენ ბავშვებს ტროას ომის ამბავს , ალყაშემორტყმულ ქალაქზე , რომელიც თითქმის 10 წელიწადი გმირულად ებრძოდა რიცხვობრივად ჭარბ მტერს , აქილევსსა და მშვენიერ ელენეზე , აგამემნოსსა და კლიტემნესტრაზე . და აი , შლიმანმა დაამტკიცა რომ ეს სინამდვილე იყო !

ყველა ამ მიზეზს ისიც უნდა დავუმატოთ რომ შლიმანმა კარგად იცოდა რეკლამის ფასი და მაშინაც არ ღალატობდა მას , როცა კომერსაციისათვის თავი უკვე დანებებული ჰქონდა . საჭირო აღარ არის დავმალოთ , რომ მას ლონდონში , ჰყავდა სარეკლამო აგენტი და თვითონაც არ უშვებდა ხელიდან სხვადასხვა ქვეყნების რეპორტიორებისთვის მაშინვე ეცნობებინა თავისი გათხრების უახლესი ამბები .

ალბათ ეს მიზეზები საკმარისია შლიმანისა და მისი გათხრების არნახული პოპულარობის ასახსნელად . შლიმანის სახელი დღესაც ბრწყინავს და არა იმიტომ , რომ შლიმანი არა წამით გაელვებული კომეტა იყო , არამედ ვარსკვლავი რომელიც დღესაც ანათებს …

სულ ეს იყო … პოსტი საკონკურსეა

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button